» » თეთრი განძი თქვენი კოსმეტიკის დიდ ნაწილს ჩაანაცვლებს და სამზარეულოშიც დაგეხმარებათ

თეთრი განძი თქვენი კოსმეტიკის დიდ ნაწილს ჩაანაცვლებს და სამზარეულოშიც დაგეხმარებათ

ქოქოსის ზეთი - უნივერსალური პროდუქტია, რომელსაც წარმატებით გამოიყენებენ კომეტოლოგიაში, კულინარიაში, მედიცინასა და საოჯახო საქმეებში. ასე რომ ვთქვათ, ქოქოსის ზეთი ნამდვილი მონაპოვარია. მისი დახმარებით გამოასწორებთ დაზიანებულ თმებს, გაპოხავთ ანჯამებს და დაანთებთ კოცონს. ეს კი მისი გამოყენების გზების მხოლოდ მცირე ნაწილია.

რჩევების რედაქცია გაგაცნობთ ქოქოსის ზეთის სარგებელს და გასწავლით მის ყოველდღიურობაში გამოყენების გზებს. ჩვენ მთელი 35 საშუალება ვიცით!

როგორ გამოვიყენოთ ქოქოსის ზეთი
ქოქოსის ზეთი ყოველდღიურ საქმიანობაში
  1. ტყავის ნაკეთობები
    ქოქოსის ზეთის დახმარებით, გახუნებული ტყავის ნაკეთობები ახალ ცხოვრებას შეიძენს. გაწმინდეთ მათი ზედაპირი ქოქოსის ზეთით - ეს მას ელვარებას დაუბრუნებს.

  2. ხის ნაკეთობები
    ქოქოსის ზეთი იდეალური საშუალებაა ნებისმიერი ხის ნივთის მოსავლელად სახლში. მაგალითად, ზეთს წაუსვამთ სამზარეულოს ინსტრუმენტებს: საჭრელ დაფებს, კოვზებსა და ნიჩბებს. ეს დაიცავს მათ გამოშრობისგან და დეზინფექციასაც მოიცავს. შეგიძლიათ იგი ავეჯსაც ამავე მიზეზით წაუსვათ.


  3. მეტალი
    რძე ეფექტურად მოაშორებს ჟანგს მეტალის ნივთებს და დაუბრუნებს მათ პირველად ელვარებას.

  4. გაჭედილი ელვა-შესაკრავი
    თუ ჩანთის ან ქურთუკის გახსნა არ შეგიძლიათ, არაა აუცილებელი ატელიეში წაღება. უბრალოდ წაუსვით ელვას ცოტაოდენი ზეთი და პრობლემა გადაიჭრება.

  5. კოცონის დანთება
    თუ ხელთ ქიმიური საშუალებები არ გაქვთ ცეცხლისთვის, გამოიყენეთ ქოქოსის ზეთი. ჩაალბეთ ბამბის ბურთულები ქოქოსის ზეთში და შეშის ქვეშ შედეთ, კოცონს წამში მოეკიდება.

  6. საღეჭი რეზინის გაცლა
    თითოეულ ჩვენგანს, ერთხელ მაინც ცხოვრებაში მიგვიკრია საღეჭი რეზინი უცნაურ ადგილას. ქოქოსის ზეთი იდეალურად უმკლავდება ამ პრობლემას, იგი საღეჭ რეზინს ნებისმიერი ზედაპირიდან მოაშორებს, მაშინაც კი, თუ ესაა თმა ან ხავერდოვანი ხალიჩა.

  7. ანჯამების გაპოხვა
    ჭრაჭუნი თუ გესმით კარის გაღებისას, კარის ანჯამებს ქოქოსის ზეთი წაუსვით.


  8. საწმენდი საშუალების ნაცვლად
    ძვირადღირებული და მავნე ქიმიკატების ნაცვლად გამოიყენეთ ქოქოსის ზეთი. იგი იდეალურად გარეცხავს აბაზანას და გაასტერილებს ზედაპირებს.

  9. სიმების მოვლა
    მუსიკოსებისთვის ეს უბადლო ნივთია. ქოქოსის ზეთით კარგია გიტარის სიმების გაპოხვა.


    ქოქოსის ზეთი სილამაზისთვის
  10. თმის მოვლა
    ნატურალური ზეთის დახმარებით, შეგიძლიათ დაატენიანოთ და აღადგინოთ თმის სტრუქტურა. შინ მომზადებული თმის ნიღაბი ქოქოსის ზეთით არაფრით ჩამოუვარდება მაღაზიის ბალზამებს. ცხიმოვანი მჟავები, რომლებსაც ზეთი შეიცავს, არბილებს და კვებავს თმას.
    წაისვით ქოქოსის ზეთი თმის ძირითად სიგრძეზე და გაიჩერეთ 40 წუთით, ამის შემდეგ ჩამოიბანეთ ჩვეულებრივი შამპუნით. გაიმეორეთ პროცედურა თავის ყოველ დაბანამდე.


  11. თმის დავარცხნის საშუალება
    ბევრისთვის ნაცნობია თმის დახვევის პრობლემა, განსაკუთრებით, თუ წვიმს. ქოქოსის ზეთთან ერთად ეს პრობლემა აღარ შეგაწუხებთ. წაისვით ქოქოსის ზეთი პრობლემურ ზონაზე, სადაც წყლისგან დამცავი ფენა გინდათ, რომ გაჩნდეს.

  12. სახის მოვლა
    უამრავი რეცეპტი არსებობს ქოქოსის ზეთის შემცველობის ნიღბებისთვის, ვინაიდან თავისი თვისებების წყალობით, იგი უამრავ კოსმეტოლოგიურ პრობლემას აგვარებს. მაგალითად, აუმჯობესებს სახის კანს და ასწორებს კანის ტონს. ამისთვის უნდა მოამზადოთ სკრაბი შინ. შეურიეთ ცოტაოდენი ზეთი საკვებ სოდას და წაისვით კანზე, თანაც დაიმასაჟეთ. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


  13. ტუჩების დატენიანება
    ყველას დახეთქვია და აქერცვლია ტუჩები ზამთარში. ამისგან ქოქოსის ზეთი გიხსნით. მისგან მოამზადებთ სკრაბს, თუ ცოტაოდენ ყავისფერ შაქარს დაუმატებთ. შეგიძლიათ ზეთი ტუჩის ბალზამის ალტერნატივადაც გამოიყენოთ.

  14. ძველი პომადის აღდგენა
    თუ საყვარელი პომადისგან მხოლოდ ნამსხვრევები დაგრჩათ, მოამზადეთ მისგან ტუჩის თხევადი საცხი. უბრალოდ ამოიღეთ პომადიდან ნარჩენები და შეურიეთ ქოქოსის ზეთს, შედგით მიკროტალღურში და მიიღებთ ტუჩის ბალზამსა და საცხს.

  15. საპარსი კრემი
    ზეთის კონსისტენცია საშუალებას გაძლევთ, იგი საპარს კრემად გამოიყენოთ, ვინაიდან მასზე სამართებელი უკეთ სრიალებს. ამასთან, დაიტენიანებთ კანს და დაიცავთ დაზიანებისგან.


  16. სხეულისთვის
    ქოქოსის ზეთისა და ყავისფერი შაქრის გამოყენებით მოამზადებთ სხეულის სკრაბს(დაუმატეთ ეთერზეთებიც). თუ კანის დატენიანება გსურთ, დაუმატეთ ზეთი აბაზანასაც.

  17. ნაზი ნუნები
    შეიზილეთ ზეთი ფრჩხილის ირგვლივ, რათა გათავისუფლდეთ ნუნების აქერცლვისა და სიმშრალისგან. სხვათაშორის, ამ პროცედურით არამხოლოდ ნუნებს აღადგენთ, არამედ ხელის კანსაც დაატენიანებთ.

  18. უსიამოვნო სუნი
    ქოქოსის ზეთი მოგაშორებთ ფეხის უსიამოვნო სუნს. დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთი ქოქოსისას და შეიზილეთ ფეხებზე.


  19. წამწამები
    ყველამ იცის აბუსალათინის ზეტის შესახებ, რომელსაც წამწამების გასაზრდელად იყენებენ. თუმცა, ქოქოსის ზეთიც ასევე კარგად უმკლავდება ამ მისიას.



    ქოქოსის ზეთი შინაური ცხოველებისთვის
  20. ბეწვის მოვლა
    ქოქოსის ზეთი იდეალურია ადამიანის თმისთვის, ესეიგი, ამით ცხოველების ბეწვის მოვლაცაა შესაძლებელი. კატის ან ძაღლის ბეწვი უფრო ჯანსაღი და მბზინავი გახდება ქოქოსის ზეთის გამოყენებით.

  21. ნაზი თათუკები
    ასევე, ზეთით შეგიძლიათ კატის თათებზე ბალიშებიც გაპოხოთ, რათა ნახეთქებისგან დაიცვათ. ამასთან, ფისუნია შეეშვება ამ ადგილებიდან ბეწვის მოგლეჯვა.


    ქოქოსის ზეთი კულინარიაში
  22. პროდუქტის შეწვა
    შეგიძლიათ მზესუმზირის ზეთი ქოქოსით ჩაანაცვლოთ, იგი იდეალურია საკვების შესაწვავად, ამასთან, ის გაცილებით სასარგებლოა. წვის დროს ქოქოსის ზეთი გაცილებით ნაკლებ თავისუფალ რადიკალს გამოყოფს, ვიდრე სხვა დანარჩენები.

  23. სალათის საზავებელი
    ქოქოსის ზეთი უხდება ნებისმიერ სალათს. სცადეთ ექსპერიმენტირება და ჩაანაცვლეთ ჩვეულებრივი ზეთი ქოქოსით.

  24. ნამცხვრები
    თუ კექსების, ფუნთუშების ან ორცხობილების გამოცხობა გსურთ, დაუმატეთ მათ ცოტაოდენი ქოქოსის ზეთი, უფრო გემრიელი გამოვა!


  25. თხილის პასტა
    თხილის პასტის შინ მოსამზადებლად გამოიყენეთ ქოქოსის ზეთი. მოათავსეთ გაწმენდილი თხილი და ზეთი ბლენდერში, რამდენიმე წუთში კი თხილის პასტას მიიღებთ.

  26. ენერგეტიკული სმუზი
    დაუმატეთ ჩვეულებრივ სმუზის ქოქოსის ზეთი. ასე ენერგეტიკული სმუზი გამოგივათ.

  27. კარაქი ტოსტებისთვის
    ჩვეულებრივი ნაღების კარაქის ნაცვლად, გამოიყენეთ ცივი ქოქოსის ზეტი. დაუმატეთ ზემოდან ცოტაოდენი დარიჩინი.

  28. ჭურჭლის გაპოხვა
    სანამ რამეს გამოაცხობდეთ, წაუსვით საცხობ ფორმას ქოქოსის ზეთი, რათა თავიდან აიცილოთ მიკრობა.


    ქოქოსის ზეთი ჯანმრთელობისთვის
  29. ხველის მკურნალობა
    ქოქოსის ზეთი გვეხმარება გაციების დროს, გვათავისუფლებს ყელის ტკივილისგან და ამცირებს ხველას. მიიღეთ ზეთი სუფთა სახით ან გააზავეთ იგი ჩაიში.

  30. პირის ღრუს გამოვლება
    ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით, ქოქოსის ზეთი დადებითად მოქმედებს პირის ღრუს მდგომარეობაზეც: გამოჰყავს ტოქსინები და კლავს მიკრობებს. ყოველ დილით, კბილების გახეხვის შემდეგ, გაიჩერეთ პირში ორი ს.კ. ქოქოსის ზეთი 10 წუთის მანძილზე. ეს დაგეხმარებათ კბილების გათეთრებაში.

  31. სტრესის წინააღმდეგ
    არომათერაპიას გასაოცარი შედეგი აქვს და ეფექტურად ებრზვის სტრესს. ქოქოსის ზეტის სურნელი დაგეხმარებათ მოდუნებასა და დამშვიდებაში. ასევე, შეგიძლიათ გაიკეთოთ მასაჟი. წაისვით ცოტაოდენი ზეთი ხელის თითებზე და დაიზილეთ საფეთქლები სტრესისა და თავის ტკივილების მოსახსნელად.

  32. კანის მოვლა
    ზეთი გათავისუფლებთ კანის გაღიზიანებისგან, ასევე, ხელს უშლის მის გაჩენას. ნებისმიერი სიწითლე და ქავილი გაივლის, თუ დაზიანებულ ადგილებს ქოქოსის ზეთს წაუსვამთ.


  33. გახდომა
    ქოქოსის ზეთი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ჯეროვანი ცხიმების შემცველობის წყალობით, რომლებიც მარტივად აითვისება. ამის დახმარებით, ორგანიზმი ასტიმულირებს ცხიმების წვას, რაც იწვევს გახდომას.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.