ნაყოფი
ქოქოსის კაკალი სხვა კაკლისებრ მცენარეებთან შედარებით ნაკლებ ცხიმსა და შაქარს და მეტ ცილას შეიცავს, ვიდრე ისეთი პოპულარული ხილი, როგორებიცაა: ბანანი, ვაშლი და ფორთოხალი.
წყალი
უმწიფარი ნაყოფის წყალს ელექტროლიტების სრულყოფილი ბალანსი აქვს და ეფექტურად უზრუნველყოფს ორგანიზმის წყლით შევსებას.
ორგანული ზეთი
არ იყიდოთ უსუნო, გემოს არმქონე, რაფინირებული, "სუფთა ზეთი". მის ნაცვლად შეიძინეთ ორგანული, ცივი დაწურვით გამოხდილი ზეთი.
რძე
მიიღება ნაყოფის თეთრი გულიდან წვენის ექსტრაქციის შედეგად. რძეში უხვადაა სასარგებლო ცხიმები.
სასარგებლო თვისებები:
ამშვიდებს კანს. ქოქოსის ზეთი სწრაფად შეიწოვება და კანს აბრეშუმისებრ რბილსა და გლუვს ტოვებს. გამოოყენეთ მინერალური ზეთის ნაცვლად დამსკდარი ტუჩების, ეგზემისა და დერმატიტის სამკურნალოდ. კარგია საპარს ზეთადაც. ნოტიო ხელი დაისველეთ ზეთით და წაისვით დასველებულ კანზე. ასე ზეთს უფრო სწრაფად და დიდ ფართობზე გაანაწილებთ.
კანის მატონიზირებელი და გამწმენდი. ქოქოსისი ზეთი შესანიშნავია მაკიაჟის მოსაშორებლად. იგი წმენდს კიდეც და თან ატენიანებს კანს. ქოქოსის წყალი ღია ფერის კანის გასაწმენდად და ტონიკად გამოიყენება. აშორებს ჭუჭყს, ცხიმსა და გაღიზიანებულ კერებს კანზე.
კვებავს თმას. ზეთი შეგიძლიათ თმის ნიღბად გამოიყენებთ, რომელსაც ღამით დაიტოვებთ თავზე ან დაბანის წინ შეიზელთ და შემდეგ შამპუნით ჩამოიბანთ. ებრძვის ქერტლს და დაზიანებულ და გამომშრალ თმას ბრწყინვალებას უნარჩუნებს.
სოკოს საწინააღმდეგო. ქოქოსის ზეთში შემავალი ცხიმოვანი მჟავები კანს სოკოსა და ბაქტერიული ინფექციებისგან იცავს. ზეთი უნივერსალური სამკურნალო მალამოა ჯანსაღი ფრჩხილებისა და ფეხების შესანარჩუნებლად.
კბილებისა და ღრძილების დამცავი. მცირე რაოდეობის ქოქოსის ზეთი 20 წუთის განმავლობაში "ღეჭეთ" და შემდეგ გადმოაფურთხეთ. არ გამოირეცხოთ პირი წყლით. ეს პროცედურა ამცირებს ბაქტერიების რაოდენობას, აკონტროლებს ნადების გაჩენას და ებრძვის კბილების დაზიანებასა და ღრძილების ინფექციებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ქოქოსის ზეთს ისეთივე ეფექტი აქვს, როგორიც პირის ღრუს სავლები საშუალების ინგრედიენტ ქლოროჰექსადინს, რომელიც პირს ცუდი სუნისგან იცავს.
მიირთვი და გალამაზდი
ზეთი. კერძის მომზადებისას გამოიყენეთ როგორც ცხიმი, კარაქისა თუ სხვა ცხიმების ნაცვლად. კარგად უძლებს მაღალ ტემპერატურას. ამიტომ სხვა მცენარეულ ზეთებთან შედარებით მისი კერძში გამოყენება ბევრად უფრო სასარგებლოა.
წყალი. ქოქოსის წყალი ორგანიზმს გაუწყლოებისგან იცავს. აღადგენს ორგანიზმის ph ბალანსს.