დილით ვჭამ ხაჭოს შაქრით, ჩირით ან ხილით. ზოგჯერ ბანანს. ან ვაშლს ვაჭრი. ჩირებიდან ყველაზე მეტად ვიყენებ ჩამიჩს. ან წინა საღამოს ჩამბალ კურაგას. ზოგჯერ ხაჭოს ვუნაცვლებ ომლეტს (რომელსაც აუცილებლად ვუმატებ მწვანილს), ან რომელიმე ფაფას. რომელშიც აგრეთვე ჩირს ვუმატებ. ვსვამ ჩაის (მაგარს არა), რომელსაც ვუმატებ რძეს (გულის ავადმყოფისთვის კარგია 3 წილ ჩაიზე 1 წილი რძე). ყავას და შოკოლადს ექიმები არ მირჩევენ. კაკაოს კი ვსვამ ერთხელ, რადგან ძალიან მიყვარს და მასში ბევრი კალიუმია. ორიოდე საათის შემდეგ მაქვს მეორე საუზმე კალიუმის შემცველი რომელიმე ხილისგან (ვაშლი, ბანანი, ფორთოხალი, გრეიფრუტი, რომელი - როდის).
სადილად მაქვს ბოსტნეულის წვნიანი (სუფი, ბორშჩი, ბულიონი და ა.შ. ). მეორე თავად - მოხარშული ხორცი. ნებისმიერ გარნირს ვაყრი მწვანილს - კამას. ან ოხრახუშს, ან ქინძს, ან რეჰანს.
დესერტად ვიკეთებ ხილის, ან კენკრის პიურეს. თუ ახალი ხილი არ მაქვს, გაყინულს გადავურევ ხოლმე რძეს, ან კეფირს.
აუცილებელია სამხარი, რომლისთვისაც ვიხარშავ ასკილს. ვატკბობ მას შაქრით. ან თაფლით. ვატან ორცხობილას, ან ტოსტერზე გამომშრალ პურს. კიდევ ყოველდღე ვჭამ თითო მუჭა თხილს, ან კაკალს, ან ნუშს.
ვახშმად ვცდილობ ყოველთვის მქონდეს თევზი (შეიძლება "კრევეტი"), ბოსტნეულის პიურეთი. მაგ: ჩაშუშული კომბოსტო კარტოფილისა და სტაფილოს პიურე და ა.შ. პამიდვრის წვენს ვურევ ვაშლისას. სტაფილოსას. თუ ყოველივე ამას ვერ ვასწრებ, მივმართავ ისევ ფაფებს ჩირებით. ჩაის და რძეს. ძილის წინ კიდევ ვსვამ კეფირს და სულ ცოტა ჩირს.
ახლა ჩემი გული ბევრად უკეთ და საიმედოდ მუშაობს.