» » » მცენარე, რომელსაც შუა საუკუნეებში დიზენტერიის, სისხლის დენის შემაჩერებელ და ბაქტერიოციდულ საშუალებად იყენებდნენ

მცენარე, რომელსაც შუა საუკუნეებში დიზენტერიის, სისხლის დენის შემაჩერებელ და ბაქტერიოციდულ საშუალებად იყენებდნენ

მარწყვბალახა ხალხურ მედიცინაში კარგად ცნობილი მცენარეა. მან სახელწოდება მიიღო სიტყვებისგან tormind ( ასე უწოდებდნენ შუა საუკუნეებში დიზენტერიას, რომლის საწინააღმდეგოდაც იყენებდნენ მცენარეს ) და potentilie - "ძალა".
მარწყვბალახა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფესურა გოგრლისებრია ან მოკლეცილინდრული. ღერო სწორმდგომია ან ამართებადი.

მარწყვბალახა გვხვდება წიწვოვან და წიწვოვან-წვრილფოთლოვან ტყეებში, მდელოებში და ტყის პირებში, მდინარის ნაპირის გასწვრივ, ბუჩქებში, შოთხვსა და ტირიფთან ერთად. ნესტიან ადგილებში ვითარდება უფრო მსხვილი ფესურებით.
ფესურას აგროვებენ შემოდგომით, აცლიან წვრილ ფესვებს, რეცხავენ და აშრობენ. მშრალი ფესურები მაგარია და მძიმე, მაგრამ მათი დანაყვა ადვილია, გარედაბ მუქი-რუხია, გადატეხის ადგილას მუქი წითელი ან მოწითალო-წაბლისფერი. გემო ძალიან მწკლარტე აქვს. სათრიმლავ ნივთიერებებს შეიცავს 15-30 %. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შედის ფლავონიდები, გლიკოზიდი ტორმენტილინი, ქინაქინის მჟავა, ფისები, ეთერზეთის კვალი.

მარწყვბალახას იყენებენ როგორც შემკვრელ, სისხლის დენის შემაჩერებელ და ბაქტერიოციდულ საშუალებას. გარედან ყელში გამოსავლებად და საფენებად, შინაგანად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევის დროს.

ამ დროს იყენებენ ნახარშს ან ნაყენს.

ნახარშის მისაღებად აიღეთ 1 სუფრის კოვზი მსხვილად დანაყილი ფესურა, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში, გააცივეთ, გაწურეთ, დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-5-ჯერ ნახევარი საათით ადრე ჭამის წინ.

მარწყვბალახა შედის რთული ნაკრებების შემადგენლობაში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.