მეტად სასარგებლო ბოსტნეულია ბოლოკი. მისი სასარგებლო თვისებებისა და მისგან სამკურნალწამლო საშუალებების მომზადების შესახებ მოცემულ სტატაიაში შევიტყობთ.
ბოლოკის ენერგეტიკული ღირებულება 34,5 კკალ-იაა. მისი დაბალი კალორიულობის გამო, ბოლოკი აუცილებლად უნდა შედიოდეს ჭარბი წონის მქონე ადამიანების კვებით რაციონში. ძველ საბერძნეთში ბოლოკს საჭმლის მონელების დარღვევის დროს იყენებდნენ.
ბოლოკის ძირნაყოფა დადებით გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლების ფუნქციონირებაზე, აქვს შარდმდენი და ნაღველმდენი მოქმედება. ეს ბოსტნეული აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას, კარგი საშუალებაა შეკრულობის დროს და ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას. ხახვთან და ნიორთან ერთად, ბოლოკი ნაწლავური მიკროფლორის ნორმალიზაციის ნატურალური საშუალებაა.
ბოლოკში შემავალი ფიტონციდები იცავს ორგანიზმს ინფექციური დაავადებებისგან. ამ ბოსტნეულის ცხარე გემო განპირობებულია მასში არსებული ეთერზეთებით, რომელიც მდიდარია გოგირდის შემცველი ნივთიერებებით. ბოლოკის ფაფისებური მასა რეკომენდებულია მივიღოთ ჭამის წინ მადის მომატების და ნაწლავთა პერისტალტიკის გაძლიერების მიზნით.
ხალხური მედიცინა გვირჩევს ბოლოკის გამოყენებას საშარდე სისტემის კენჭოვანი დაავადებების, პოდაგრის, ათეროსკლეროზის, ჰაიმორიტის, მეტეორიზმის, შეშუპების და სხვა დაავადებების დროს.
ბოლოკის წვენს და ფაფისებურ მასას ჩირქოვანი და შეუხორცებელი ჭრილობების დროსაც იყენებენ. სტაფილოს და ბოლოკის წვენი რეკომენდებულია სისხლნაკლებობის დროს.