» » » ყველა კოსმოსურ სადგურზე ამ ბოსტნეულის ფერმა არსებობს. ეს მცენარე-ანტიბიოტიკი თითოეულმა ქალმა უნდა მიიღოს.

ყველა კოსმოსურ სადგურზე ამ ბოსტნეულის ფერმა არსებობს. ეს მცენარე-ანტიბიოტიკი თითოეულმა ქალმა უნდა მიიღოს.

ბოლოკი - გაზაფხულის პირველი ბოსტნეული, რომელიც უამრავი ადამიანისთვის საყვარელ საკვებ პროდუქტს წარმოადგენს. წითელი, ვარისფერი, თეთრი, იასამნისფერი - აბსოლიტურად ყველა სახის ეს ბოსტნეული ძალიან არომატული და სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ყველა კოსმოსურ სადგურზე ამ ბოსტნეულის ფერმა არსებობს. ეს მცენარე-ანტიბიოტიკი თითოეულმა ქალმა უნდა მიიღოს.

არაერთი სამეცნიერო კვლევით დადასტურებულია ფაქტი, რომ ბოლოკი - ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულია დიაბეტიკებისთვის, ორსულთათვის და იმ ადამიანებისთვის, რომელთაც წონის დაკლება სურთ. გარდა მაღალი საკვები ღირებულებისა, ამ ნაყოფს ძალიან სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს კანზე და მისგან საკმაოდ ხშირად ამზადებენ კანის გამაახალგაზრდავებელ ნიღბებს. იცოდით, რომ თითქმის ყველა კოსმოსურ სადგურზე არსებობს ამ ბოსტნეული ფერმა? ეს ფაქტი განპირობებულია იმით, რომ ბოლოკს ძალიან სასარგებლო გავლენა აქვს მთელ ორგანიზმზე.

ბოლოკი კოსმოსურ სადგურზე

დღევანდელ სტატიაში "რჩევების" რედაქცია გთავაზობთ სრულ სიას, თუ რა უპირატესობებით გამოირჩევა მოცემული პროდუქტი და რა სარგებელი მოაქვს მას ჩვენი ორგანიზმისთვის.

ბოლოკის სასარგებლო გავლენა ორგანიზმზე


  1. ძლიერი დეტოქსიკანტი
    ბოლოკი წმენდს სისხლს, გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებსა და ნარჩენებს, ზრდის ჟანგბადის დონეს სისხლში. სწორედ ამ თვისებებიდან გამომდინარე, მოცემული ბოსტნეული საოცრად სასარგებლოა ღვიძლისთვის და კუჭისთვის. ის ეფექტურად ამცირებს ბილირუბინის დონესაც.

  2. უჯრედისის დიდი ბუნებრივი წყარო
    ბოლოკი უჯრედისით მდიდარი ბოსტნეულია, რომელიც აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას. გარდა ამისა, ეს დიეტური საკვები პროდუქტი ეფექტურად სტიმულირებს წონის კლების პროცესსაც, არეგულირებს ნაღვლის გამომუშავებას, იცავს ღვიძლს და შარდის ბუშტს, გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს და ა.შ.

  3. აძლიერებს გულს
    ბოლოკის ღია შეფერილობა და მისთვის დამახასიათებელი პიკანტური სიმწარე განპირობებულია ამ ბოსტნეულში შემავალი ანტოციანებით, რომლებიც აძლიერებს გულის კუნთს და რამდენჯერმე ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს. გარდა ამისა, ბოლოკი გამოირჩევა C ვიტამინის, ფოლიუმის მჟავისა და ფლავანოიდების მაღალი შემცველობით. კვლევებით დამკიცებულია, რომ მოცემული პროდუქტი ეფექტურად გვიცავს ონკოლოგიური დაავადებებისგან და ამცირებს სიმსივნური უჯრედების ზრდის პროცესს 50-80%-ით.

    ბოლოკი აძლიერებს გულს

  4. არეგულირებს არტერიულ წნევას
    ბოლოკი კალიუმის საკმაოდ დიდი ბუნებრივი წყაროა, რომელიც ამცირებს სისხლის წნევას და აუმჯობესებს მის მიმოქცევას. სწორედ ამიტომ, თუ თქვენ ჰიპერტონია გაწუხებთ, მიირთვით რეგულარულად ეს საოცრად სასარგებლო ბოსტნეული.

  5. აძლიერებს იმუნიტეტს
    როგორც უკვე ვახსენეთ, ბოლოკი C ვიტამინის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, რის ხარჯზეც ეს არომატული პროდუქტი გვეხმარება გაზაფხულის ავიტამინოზის გადატანაში გაციებისა და ხველის გარეშე. გარდა ყოველივე ამისა, ბოლოკი ამცირებს მავნე თავისუფალი რადიკალების დონეს ორგნაიზმში, ახშობს ანთებას და ანელებს დაბერების პროცესს.

  6. აძლიერებს სისხლძარღვებს
    ხრაშუნა ბოლოკი თამაშობს საკმაოდ მნიშვნელოვან როლს კოლაგენის გამომუშავებაში, რომელიც აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, უბრუნებს მათ ელასტიურობას და ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს.

  7. აჩქარებს მეტაბოლიზმს
    ბოლოკს სასარგებლო გავლენა აქვს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებაზე, არეგულირებს მჟავიანობას, ებრძვის გაცხიმოვნებას, ამარცხებს ღებინების შეგრძნებას და გვეხმარება კუჭთან დაკავშირებული პრობლემების პროფილაქტიკაში.

    ბოლოკი აჩქარებს მეტაბოლიზმს

  8. მდიდარია სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით
    წითელი ბოლოკო წარმოადგენს E, A, C, B6 და K ვიტამინების, ანტიოქსიდანტების, თუთიის, კალიუმის, ფოსფორის, მაგნიუმის, სპილენძის, კალციუმის, რკინისა და მანგანუმის საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს. თითოეული ეს ვიტამინი და ელემენტი აუცილებელია მთელი ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის.

  9. სასარგებლოა კანისთვის და თმისთვის
    თუ ყოველდღიურად ამ ბოსტნეულის წვენს შინაგანად მიიღებთ, შეძლებთ კანის გაჯერებას C ვიტამინით, თუთიითა და ფოსფორით, რომლებიც ძალზედ მნიშვნელოვანია კანში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესების დასარეგულირებლად და იპტიმიზირებისთვის. ფაფა, რომელიც ბოლოკისგან წვენი გამოწურვის შემდეგ დაგრჩებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიღბის სახითაც. ის ათანაბრებს კანის ტონს, აღიავებს მას, ახშობს ანთებას და ეფექტურად ამარცხებს გამონაყარს. მეტიც, თუ ამ ფაფისებრ მასას თმაზე წაისვამთ, შეძლებთ ქერტლის მოშორებას, თმის ცვენის შეჩერებას და მისი ძირების გაძლიერებას.

  10. გამოდევნის ზედმეტ სითხეს ორგანიზმიდან
    ჩაამატეთ ყოველდღიურ სალათებში და სუპებში ეს ბოსტნეული, რათა შეინარჩუნოთ წყლის ოპტიმალური დონე ორგანიზმში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდშია.

    ბოლოკი გამოდევნის ზედმეტ სითხეს ორგანიზმიდან

ახლა თქვენ უკვე იცით, თუ რამდენად სასარგებლოა ერთი იაფი ბოსტნეული მთელი ჩვენი ორგანიზმისთვის და ჯანმრთელობისთვის. აუცილებლად გაამდიდრეთ ყოველდღიური კვების რაციონი ბოლოკით, რათა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, ახალგაზრდობა და სილამაზე მრავალი წლით.

აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც იცოდნენ ბოლოკის ამ სასარგებლო თვისებების შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას!
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.