თუ ოდესმე დაეჭვებულხართ, შეიძინოთ თუ არა პომელო, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია. ჩვენ მოგიყვებით, თუ რამდენად სასარგებლოა ეს პროდუქტი ჩვენი ჯანმრთელობის, კანის ტონუსისა და სილამაზისთვის.
რითია სასარგებლო პომელო
- ვიტამინი С-ს მაღალი შემცველობის წყალობით, პომელო უნდა მიირთვათ გრიპის პროფილაქტიკისა და უკვე არსებული დაავადების სისმპტომების შესამსუბუქებლად. ამ ხილის ხშირი მოხმარება ორგანიზმს ხდის რეზისტენტულს სხვადასხვა დაავადებების მიმართ.

- ასევე, პომელო ორგანიზმისთვის აუცილებელი სპილენძისა და რკინის მდიდარი წყაროა.

- ეს ხილი ზრდის მჟავიანობის დონეს ქალის ინტიმურ ზონაში, რითიც ხელს უშლის მავნე ბაქტერიების გამრავლებას.

- ხილი შეუცვლელია კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ვიტამინი С ასეთი კონცენტრაციით მაქსიმალურად უზრუნველყოფს ქალის სილამაზისთვის მნიშვნელოვან კოლაგენურ კავშირებს.

- პომელოში არსებული მაგნიუმი აუმჯობესებს ძილის ხარისხსა და ხანგრძლივობას.

- ეს წვნიანი ხილი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ A-საც, რომელიც ხელს უშლის კანის ნაადრევ დაბერებას. ასევე, იგი იცავს თქვენს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან.

- პომელო აუცილებლად უნდა შეიტანოთ რაციონში, თუ გახდომა გსურთ, ვინაიდან იგი, მცენარეული ცელულოზას წყალობით, წმენდს ნაწლავებს, პექტინების შემცველობით კი აუმჯობესებს ნივთიერებათა მიმოცვლის პროცესებს.

- იმისათვის, რომ სახის კანი ახალგაზრდად და ტონუსში გამოიყურებოდეს, გაიწმინდეთ იგი პომელოს წვენით. ასევე, ახლადდაწურული წვენი დაუმატეთ ცხიმიანი კანის ნიღბებს.


