დღეს რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა მიიღოთ ლიმონისგან მაქსიმალური სარგებელი.
ლიმონის გავლენა ორგანიზმზე
ლიმონის წვენი, წყალი თაფლითა და ლიმონით, უმი ლიმონი შაქრით - ეს ის რეცეპტებია, რომელსაც ყველა იყენებს სახლში. ეს ხილი უკვე მიჩვევაზე მეტია. მისი სასარგებლო თვისებებოს შესახებ ბევრი რამაა ცნობილი, გარდა იმისა, რომ იგი C ვიტამინის მდიდარი წყაროა და სეიცავს მინერალებს: მაგნიუმს, კალციუმსა და კალიუმს.
ლიმონი - ხალხური საშუალებაა, რომელიც აუმჯობესებს იმუნიტეტს და რომელსაც, პრაქტიკულად, ბადალი არ ჰყავს. ამასთან, იგი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია. ამ ხილის მოხმარება ზრდის ორგანიზმის უნარს, გაწმინდოს სისხლი და სისხლძარღვები.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გაყინული ლიმონი რამდენჯერმე უფრო სასარგებლოა, ვიდრე უმი. მისი მოხმარებისას ხომ ორგანიზმი 5-10ჯერ უფრო მეტ ვიტამინს იღებს. იგი, პირველ რიგში, დასაფასებელია იმითაც, რომ იყინება და მოიხმარება პირდაპირ კანთან ერთად. ლიმონის კანი რამდენჯერმე უფრო მეტ ვიტამინს შეიცავს, ვიდრე რბილობი.
რითია სასარგებლო გაყინული ლიმონი
- წმენდს სისხლს და ასტიმულირებს შლაკებისა და ტოქსინების გამოყოფას ორგანიზმიდან. ამრიგად, შეგიძლიათ გულის უამრავი დაავადების აღკვეთა.
- თავისი თვისებების წყალობით, იგი ანადგურებს მავნე ბაქტერიებსა და ვირუსებს.
- გამოდევნის მიკრობებსა და პარაზიტებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რითიც აუმჯობესებს მის ფუნქციონირებას. გვეხმარება საკვების უკეთ გადამუშავებაში და ზრდის საკვები ნივთიერებების ათვისებადობას.
- გვეხმარება თირკმლებში კენჭების გახსნაში.
- ვიტამინი C-ს მაღალი შემცველობის წყალობით, ანელებს სიბერის პროცესებს და ზრდის კოლაგენის გამომუშავებას.
ამასთან, არსებობს მოსაზრება, რომ ლიმონი, შემადგენლობით, უტოლდება საშუალებას, რომელიც ქიმიოთერაპიის დროს გამოიყენება. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ნივთიერება, რომელიც ლიმონში გვხვდება, ანადგურებს კიბოს უჯრედებს და ხელს უშლის ონკოლოგიური დაავადებების გაჩენასაც კი. ამასთან, ჯანმრთელი უჯრედები უვნებელი რჩება და უკუჩვენებები არ აღენიშნება.
თუმცა ეს საკითხი არასაკმარისადაა შესწავლილი იმისათვის, რომ განვაცხადოთ, რომ ლიმონს შეუძლია კიბოს განკურნება. თუ ეს სიმართლე იქნებოდა, ონკოლოგიურ დაავადებათა რიცხვი ამდენად საშინელი არ იქნებოდა. ნუ დაკავდებით თვითმკურნალობით, მიმართეთ კვალიფიცირებულ მედიკამენტებს.
როგორ გავყინოთ ლიმონი
გარეცხეთ ციტრუსი, გააშრეთ და მოათავსეთ საყინულეში რამდენიმე საათით. ამის შემდეგ ლიმონი უნდა დახეხოთ კანთან ერთად. იგი გამოგადგებათ როგორც კერძების, ისე ჩაის მოსამზადებლადაც.
ასევე, შეგიძლიათ ლიმონი დაჭრათ და ასე შეინახოთ. გაყინული ნაჭრები სასმლების გასაცივებლად გამოიყენეთ.