თუ ჩვენ დახრილი ავწევთ 40 კგ ტვირთს, მაშინ ხერხემალზე მოქმედებს 360 კგ-ის ტოლი ძალა! ითვლება, რომ მალთაშუა დისკის დეფორმაცია ვითარდება მასზე დაახლოებით 950 კგ ტოლი ძალის ზეწოლის დროს.
გარეგანი გამოყენების ხალხური საშუალებები
- აიღეთ 1 ს/კ სვიის გირჩების ფხვნილი, გალესეთ 1 ს/კ ნაღების კარაქში. მიღებული მალამო შეიზილეთ მტკივან ადგილებში.
- წელის ოსტეოქონდროზის დროს რეკომენდებულია თანაბარი პროპორციით აღებული პირშუშხას წვენისა და არყის ან სპირტის ნარევით წელის მიდამოს შეზელვა. შეზელვის შემდეგ წელი უნდა შეიხვიოთ თბილი შალის ქსოვილით 1 სთ.
- ტილოს რბილი ნაჭერი (არასინთეთიკური) დაასველეთ ნავთში, გაწურეთ. ქსოვილი უნდა იყოს სველი, მაგრამ ნავთი არ უნდა წვეთავდეს. ერთი მხრიდან გასაპნეთ სარეცხი საპნით ისე, რომ წარმოიქმნას საპნის ბრწყინავი საფუარი. ეს აპლიკატორი დაიფინეთ ზურგზე, მაგრამ არა გასაპნული მხრიდან. ქსოვილს ზემოდან აფარებენ მუშამბას, შემდეგ აფენენ პოლიეთილენს, ბამბის ფენას და დოლბანდით სხეულის ირგვლივ აკეთებენ კომპრესის ტიპის ნახვევს.
- აურიეთ ერთმანეთში 100 გრ თაფლი, 50 გრ ალოე და 150 მლ არაყი. დააყენეთ 3-4 დღე. გამოიყენეთ კომპრესისთვის.
- გახეხეთ სახეხზე რამოდენიმე თავი ხახვი და ეს მასა დაადეთ ავადმყოფს ბეჭებს შორის, დააფინეთ კომპრესის ქაღალდი, შემდეგ თბილი ქსოვილი, კომპრესი გააჩერეთ 1-3 საათი.
ასეთი კომპრესი უნდა გააკეთოთ კვირაში 4-5-ჯერ. კურსი 3-4 კვირა. - გარეცხეთ და გახეხეთ სახეხზე ან გაატარეთ ხორცსაკეპში 100 გრ ადამის ფესვი (ჩვეულებრივი თამუსი), დააყენეთ იგი 500 მლ არაყზე 7 დღის განმავლობაში, ბნელ ადგილას. მზა ნაყენით დაიზილეთ საჭიროებისამებრ მტკივნეული ადგილები ერთხელ დღეში. ხმარების წინ ნაყენი აუცილებლად შეანჯღრიეთ.
- გახსენით ოდეკოლონში (მოცულობის 2/3) არყის ხის კუპრი (1/3) და საჭიროებისამებრ დაიზილეთ მტკივნეული ადგილები ერთხელ დღეში.