» » » 10-ჭიქიანი დიეტა:თუ ჭამამდე 20 წუთით ადრე დალევთ, რამდენიც გინდათ, იმდენი მიირთვით

10-ჭიქიანი დიეტა:თუ ჭამამდე 20 წუთით ადრე დალევთ, რამდენიც გინდათ, იმდენი მიირთვით

გაინტერესებთ, რა ხდება თქვენს ორგანიზმში, როცა საკმარისი ოდენობით სითხეს არ იღებთ? თითოეული სისტემის რეაქცია დაუყოვნებლივი იქნება: გაცვლის პროცესები შენელდება, სასარგებლო ნივთიერებები ცუდად აითვისება, ნაწლავები უარს იტყვიან ნორმალურ ფუნქციონირებაზე და ერთგვარ სტაგნაციას შეიგრძნობთ. დღეისათვის დიეტა "10 ჭიქა" არამხოლოდ გასახდომი საშუალებაა, არამედ გაიძულებთ, დღეში საკმარისი რაოდენობით წყალი მიირთვათ.



თავიდანვე ასეთ მიდგომას არ უწოდებდნენ დიეტას. ეს იყო ორგანიზმის წყლის ბალანსის აღსადგენი საშუალება. 2-3 კვირის განმავლობაში ექიმები გვირჩევდნენ წყლის დალევას გრაფიკის მიხედვით. შეჩვევის შემდეგ აღარაა საჭირო გრაფიკის დაცვა, ვინაიდან 2ლ წყლის მოხმარება დღეში ნორმად იქცევა. თუმცა, შედეგი მოლოდინს აჭარბებდა: პაციენტები ხდებოდნენ. ამიტომ დაერქვა სისტემას "დიეტა წყალზე".

"10 ჭიქის" დიეტის წესები


რისთვისაა საწირო წყალი დიეტის დროს? იგი კუმშავს და ავსებს კუჭს და, როცა ჭამას შეუდგებით, გრძნობთ, რომ საჭირო ულუფა ჩვეულებრივზე უფრო ნაკლებია. ჩვეულებრივზე ორჯერ მეტის ჭამითაც კი გრძნობთ დანაყრებას. როგორც ნებისმიერი სხვა დიეტა, ამასაც აქვს რამდენიმე აუცილებელი წესი:

  1. მიირთვით მინერალური წყალი გაზის გარეშე: იგი გაწმენდილია და ყველა აუცილებელი მიკროელემენტითაა გაჯერებული, რომლებსაც ჭარბი მარილების გამოდევნა შეუძლია.
  2. მიირთვით 2 ჭიქა წყალი ჭამამდე 20 წუთით ადრე და ჭამიდან მხოლოდ 2 საათის შემდეგ. არ დააყოლოთ საკვებს წყალი, რათა არ გააზავოთ კუჭის წვენის კონცენტრაცია.


  3. საკვების ულუფა ჩვეულებრივზე ორჯერ ნაკლები უნდა იყოს. პროდუქტის რაოდენობის შემცირება მარტივია, ვინაიდან ჩვენი კუჭი უკვე ნახევრად სავსე იქნება წყლით.
  4. ააგეთ კვების რეგულარული გრაფიკი, თუ საჭიროა, გააკეთეთ ჩანიშნვები, თუ როდის უნდა დალიოთ წყალი.


  5. 1 ჭიქა - 0.2 ლ. დღეში 10 ჭიქა - 2 ლ უნდა დალიოთ.
  6. გახდომის პერიოდში უარი უნდა თქვათ ფქვილიან და შებოლილ ნაწარმზე, ალკოჰოლსა და ცხიმიანზე, ტკბილეულსა და გაზიან სასმელებზე.
სამწუხაროდ, ეს დიეტა არ უხდება მათ, ვისაც თირკმლების ან საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აქვს.


ასეთი დიდი რაოდენობის სითხის მიღებისას, თქვენ გააუმჯობესებთ ნივთიერებათა მიმოცვლის პროცესებს. ორგანიზმი უფრო პროდუქტიულად გამოიყენებს ცხიმებს(აღარ გადადებს მარაგად).

დიეტა "10 ჭიქა": დაახლოებითი მენიუ
  • 2 ჭ მინერალური წყალი საუზმემდე 20 წუთით ადრე;
  • საუზმე: 2 კვერცხისა და ლორის ომლეტი, გოგრის ალადები ან შვრია რძითა და ჩირით;


  • 2 ჭ წყალი მეორე საუზმემდე 20 წუთით ადრე;
  • მეორე საუზმე: ბოსტნეულის ან ხილის სმუზი, მუჭა თხილი;


  • 2 ჭ წყალი სადილამდე 20 წუთით ადრე;
  • სადილი: ბოსტნეულის სუპი ქათმის ბულიონზე ქატმის ნაჭრებით, კოტლეტები(ორთქლზე მომზადებული) და წიწიბურა ან მოხარშული ხორცი მოთუშული ბოსტნეულით;


  • 2 ჭ წყალი სამხრამდე 20 წუთით ადრე
  • სამხარი: ხაჭოს ორცხობილა ან ხილის სალათი;


  • 2 ჭ წყალი ვახშმამდე 20 წუთით ადრე;
  • ვახშამი: ბოსტნეულის სალათი კომბოსტოთი და სტაფილოთი, გამომცხვარი თევზი ან ცხელი ბოსტნეულის კერძი.


    დიეტა ნამდვილად ეფექტურია, არსებობს ერთი მაგრამ: თუ პირველივე დღეს 2 ჭიქა წყალს ერთბაშად ვერ სვამთ, არ აიძულოთ თავს, ვინაიდან სასარგებლოა ის, რაც ნებიერად ხდება. ამას უკვე 3-4 დღეში შეეჩვევით, მთავარია, მიზნად დაისახოთ.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.