» » » ასტიგმატიზმის გამოსავლენი მარტივი ტესტი საშინაო პირობებში - დროულად დაისვით დიაგნოზი

ასტიგმატიზმის გამოსავლენი მარტივი ტესტი საშინაო პირობებში - დროულად დაისვით დიაგნოზი

ასტიგმატიზმი - ეს თვალების გავრცელებული დაავადებაა, რომლის შედეგადაც, ადამიანს მხედველობის უნარი უქვეითდება. ლათინურიდან თარგმნით, ეს ტერმინი ნიშნავს (საფოკუსო) წერტილის არარსებობას. თუ მას არ უმკურნალებთ, გამოიწვევს სიელმესა და მხედველობის მკვეთრ დაქვეითებას.

საბედნიეროდ, ასტიგმატიზმის გამოვლენა საკმაოდ მარტივია - ეს საშინაო პირობებშიცაა შესაძლებელი. იმისათვის, რომ დროულად აღმოაჩინოთ დეფექტი და შეინარჩუნოთ მხედველობის უნარი, რჩევების რედაქცია გთავაზობთ, გაიაროთ ორი მარტივი ტესტი.

ასტიგმატიზმის კორექცია
ასტიგმატიზმი ჩნდება რქოვანას არასწორი(არასფერული) ფორმის გამო. ნორმალურ მდგომარეობაში, ჯანმრთელი თვალის რქოვანა და ბროლი სწორი სფერული ზედაპირით გვხვდება. ასტიგმატიზმის დროს მატი სფერულობა დარღვეულია.


ხშირად, ასტიგმატიზმი დიაგნოსტირდება ადრეულ სკოლამდელ ან სკოლის ასაკში. ასტიგმატიზმის მქონე ბავშვებს ერთმანეთში ერევათ მსგავსი ასოები და ციფრები, სიტყვებში უცვლიან ადგილებს ასო-ბგერებს. ბავშვი ჩივის არამკვეთრ მხედველობაზე. ასტიგმატიზმის არსებობაზე მეტყველებს სხვა სიმპტომებიც:
  1. "ქვიშის" შეგრძნება და წვა თვალებში.
  2. თვალების სიწითლე.


  3. სილუეტების გაორებულად ან არამკვეთრად დანახვა.
  4. მხედველობის ფოკუსირების შეუძლებლობა.
  5. სივრცეში ორიენტირების, ნივთებს შორის მანძილის განსაზღვრის სირთულე.
  6. თვალების სწრაფი გადაღლა ისეთი მოქმედებებისას, როგორებიცაა წიგნის კითხვა, ტელევიზორის ცქერა, კომპიუტერთან ჯდომა.


  7. წარბზედა კუნთების ტკივილი, ხშირი თავის ტკივილები.
    ასტიგმატიზმი, კორექციის გარეშე, განვითარდება და გამოიწვევს სერიოზულ გართულებებს, ამიტომ აუცილებელია მისი დროული ამოცნობა. გაიარეთ ორი მარტივი სავარჯიშო და დაისვით დიაგნოზი.
ტესტი გამავალ სხივებზე

  1. დახუჭეთ ერთი თვალი, მოშორდით მონიტორს 3-5 ნაბიჯით და შეხედეთ წრეს.
  2. ზოგიერთი სხივი დანარჩენებზე უფრო მუქი ხომ არ ხდება?
  3. თუ კი, შესაძლოა, თქვენ ასტიგმატიზმი გქონდეთ.
პარალელური ხაზები
ამ ტესტის გასავლელად მნიშვნელოვანი ფაქტორია მკვეთრი დღის შუქი!


  1. დახუჭეთ ერთი თვალი, შემდეგ მეორე.
  2. თუ ყველა ხაზს ერთნაირად შავად ხედავთ, ესეიგი, დიდი ალბათობით, ასტიგმატიზმი არ გაქვთ.
  3. თუ კვადრატში ყველა ზოლს ერთნაირად შავად ვერ არიქვამთ, თუ ერთი ან მეტი კვადრატი ნაცრისფრად გეჩვენებათ, ასტიგმატიზმი გაქვთ.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.