» » » ნუ მიიღებთ დაფასოებულ ქიმიას - ჯერ კიდევ ჩვენმა ბებიებმა იცოდნენ, როგორ აღედგინათ მხედველობა

ნუ მიიღებთ დაფასოებულ ქიმიას - ჯერ კიდევ ჩვენმა ბებიებმა იცოდნენ, როგორ აღედგინათ მხედველობა

თვალის დაავადებები პლანეტის 65%-ს აწუხებს. რისკ-ჯგუფში კი არამხოლოდ პენსიოენერები შედიან. მხევდელობის პრობლემები სულ უფრო ხშირად გვხვდება ახალგაზრდებსა და ბავშვებშიც კი.

იქ, სადაც ოპერაციული ჩარევაა საჭირო, ხალხური საშუალებები, სამწუხაროდ, უძლურია. თუმცა, არსებობს უამრავი მეთოდიკა, რომლებიც რეალურად გეხმარებათ, თუ დროულად დაიწყებთ პროფილაქტიკას.


უმძლავრესი წყარო, რომელშიც მხედველობისთვის საუკეთესო ვიტამინებია თავმოყრილი - თქვენი მაცივარია! ამაში სასაცილო არაფერია, ვინაიდან სწორედ კვებაზეა დამოკიდებული ჩვენი სხეულის ყველა სისტემის ფუნქციონირება.

პროდუქტი, რომლებიც მხედველობას აუმჯობესებს
ნებისმიერი მხედველობის პრობლემის პირველი ნიშნების გაჩენისთანავე, აუცილებლად ჩართეთ რაციონში შემდეგი პროდუქტები:
  1. ღვიძლი
    ნუ გადაამეტებთ ამ პროდუქტის მოხმარებას! 100 გ საქონლის, ქათმის ან ღორის ღვიძლში საკმარისი ოდენობით ვიტამინი A გვხვდება. ძალიან სასარგებლოა თევზის ღვიძლიც, მასში შეუცვლელი ცხიმები, ვიტამინები A, D, E, C და ფოლიუმის მჟავაა.


  2. მწვანილი
    რეტინოლის შემცველობით ლიდერებია: ოხრახუში, ისპანახი, ფხალი, მწვანე ხახვი. აუცილებლად შეიძინეთ მწვანილი საშინაო კერძებისთვის, არ დაგავიწყდეთ სალათებიც.


  3. ნესვი
    ეს ტკბილი დესერტი მდიდარია A და C ვიტამინებით. ასევე, იგი შეიცავს ვიტამინებს: B1, B2 და PP. მასში გვხვდება კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი და რკინა. მასში ეს უკანასკნელი 17-ჯერ მეტია, ვიდრე რძეში.


  4. სტაფილო
    ბავშვობიდანვე გვინერგავდნენ ამ პროდუქტის სასარგებლოობის შესახებ. სტაფილოს სამკურნალო თვისებები მისი მდიდარი შემადგენლობით აიხსნება.


  5. ბატატი
    ტკბილი კარტოფილი ყველასთვის ცნობილი არაა, თუმცა ისიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მასშია B, C, PP და A ვიტამინები, ასევე, ბევრი კაროტინი, კალციუმი და ფოსფორი. მოძებნეთ ეს სასწაულმოქმედი ბოლქვი ბაზარზე და მოამზადეთ სასარგებლო და გემრიელი კერძები.


  6. პომიდორი
    თუ დღეში 1 ჭიქა პომიდვრის წვენს დალევთ, სამუდამოდ დაივიწყებთ A და C ვიტამინების დეფიციტის შესახებ.


  7. გარგარი
    გარგარი უყვართ ბავშვებსაც და უფროსებსაც. ეს სასარგებლო ხილი აუცილებლად უნდა შეიძინოთ სეზონზე! ზამთარში აიღეთ კურაგუ - იგი არანაკლებ სასარგებლოა.


  8. ასკილი
    თუ სადმე ვიტამინების სანახია, ეს ასკილია! მის სასარგებლო თვისებებს მთლიანად ვერ ჩამოთვლით. სამკურნალო კენკრა შეიცავს ბევრ კაროტინს, ვიტამინებს C, P, B2, E, K, კალციუმს, რკინას, მაგნიუმსა და ფიტონციდებს. ეს უკანასკნელი ძალიან აქტუალურია ზამთრის დაავადებების დროს. ასკილი მოიხმარეთ არომატული სასმლის სახით.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.