» » ლინზები და სათვალე წარსულში დარჩება. ამ მეთოდს მხედველობის 97%-მდე აღდგენა შეუძლია.

ლინზები და სათვალე წარსულში დარჩება. ამ მეთოდს მხედველობის 97%-მდე აღდგენა შეუძლია.

ამ პრობლემის გადასაჭრელად უამრავ საშუალებას მივმართე დახმარებისთვის: თვალის სპეციალური ვარჯიშები, საკვები დანამატები, A ვიტამინი და სტაფილო. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ძალზედ სასარგებლოა ჩვენი თვალებისთვის და მხედველობისთვის, თუმცა შედეგით ბოლომდე კმაყოფილი ვერ დავრჩი.

სათვალეების ან კონტაქტური ლინზების გამოყენების გარეშე ყოველთვის ბუნდოვნად ვხედავდი. როდესაც ამ პრობლემამ შემაწუხა, ყოველთვის ვუსვამდი საკუთარ თავს შეკითხვას, შემეძლო თუ არა მხედველობის აღდგენა ოპერაციის დახმარების გარეშე...



როგორ გავიუმჯობესოთ მხედველობა სახლის პირობებში

თქვენ დაგჭირდებათ:
  • 1 გ შაფრანა
  • 1 ჭიქა წყალი

ინსტრუქცია:
შაფრანა
  1. მიიყვანეთ წყალი დუღილამდე, ჩაამატეთ მასში 1 გრამი შაფრანა და გადმოდგით ცეცხლიდან.
  2. მიეცით წყალს ოთახის ტემპერატურამდე გაგრილების საშუალება. გემოს გაუმჯობესების მიზნით შეგიძლიათ ჩაამატოთ მცირეოდენი თაფლი.
  3. შაფრანის ჩაის მიღება რეკომენდირებულია საღამოს, დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

შაფრანას გასაოცარ გავლენას ჩვენს მხედველობაზე მეცნიერები ხსნიან იმით, რომ ეს პროდუქტი სძენს სიმტკიცეს ფოტორეცეპტორებს და იცავს ჩვენს თვალებს დაზიანებისგან. განსაკუთრებით სასარგებლო ეს მეთოდი ასაკოვანი ადამიანებისთვისაა, რადგან, როგორც წესი, ამ დროს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები ბადურის ფოტომგრძნობიარე ნეირონების განადგურებითაა განპირობებული.

რა თქმა უნდა, ნამდვილი, ნატურალური შაფრანის ღირებულება საკმაოდ მაღალია, თუმცა შედეგი ამად ნამდვილად ღირს. შაფრანა აუმჯობესებს მხედველობას, წმენდს სისხლს ქოლესტერინისგან და ტრიგლიცერიდებისგან. გარდა ამისა, ეს სანელებელი გვეხმარება ართრიტის დამარცხებაში და გვიუმჯობესებს მეხსიერებას.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

admin от 7 აგვისტო 2018 19:52
შაფრანა
შაფრანა

ალბათ არაერთხელ გსმენიათ შაფრანის შესახებ. შაფრანი-ეს ინდური სანელებელია, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ულამაზეს მცენარედ დედამიწაზე. ის პლანეტის მრავალ კუთხეში მოჰყავთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც უიშვიათეს სანელებლად ითვლება მოყვანის და მოსავლის აღების სირთულის გამო. იმისათვის, რომ ერთი ფუნტი შაფრანი მიიღონ, საჭიროა 50 000-დან 70 000-მდე ყვავილის შეგროვება. ამ რაოდენობის ყვავილის მოსაყვანად კი ფეხბურთის მოედნისხელა მინდორია საჭირო. ერთი ფუნტი (დაახლოებით 420 გრამი) შაფრანი 500-დან 5000 დოლარამდე ღირს, მისი ხარისხიდან გამომდინარე. თუ თქვენ ოდესმე შემოგთავაზებენ კერძს, რომელსაც ეს მშვენიერი სანელებელი აქვს დამატებული, არავითარ შემთხვევაში არ თქვათ უარი-ყოველდღე ხომ არ გიწევთ ამ საოცარი სანელებლის გასინჯვა (მინდა ავღნიშნო, რომ შაფრანი სააღდგომო პასკის აუცილებელი კომპონენტია და მას არაჩვეულებრივ მოყვითალო-ნარინჯისფერ შეფერილობას და განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს)
admin от 7 აგვისტო 2018 19:55
შაფრანის აღწერა

შაფრანი იგივე კროკუსი არის მრავალწლიანი ბოლქვოვანი მცენარე, ირისისებრთა ოჯახიდან. მცენარე შეიძლება შეგვხვდეს ხმელთაშუა ზღვის, ცენტრალურ ევროპაში, მცირე და ცენტრალურ აზიაში, ასევე ახლო აღმოსავლეთში. სიტყვა შაფრანი არაბული წარმოშობისაა azafran და ნიშნავს ყვითელს. პირველი ცნობები მის შესახებ ცნობილია 2 000 წლის წინ ჩვწ. აღ.
შაფრანის ქიმიური შემადგენლობა

ვიტამინები: A, B, C.

მიკრო და მაკრო ელემენტები: ცინკი, კალცი, რკინა, მაგნი, კალიუმი, სპილენძი, სელენი და მარგანეცი.

შემადგენლობაში ასევე შედის, ეთერ ზეთები: ლიმონენი, ჰერანიოლი, შაფრანოლი, პინენი, ცინეოლი და ა. შ. ასევე შედის კაროტინი. შაფრანის ფერს განაპირობებს წყალში ხსნადი კაროტინოიდები და გარკვეული კაროტინის გლიკოზიდები. შაფრანი გამოიყენება როგორც კვებითი საღებავი, ის გამოიყენება საღებავებში რათა მივიღოთ მოოქროვილი ფერი. ხოლო გემო და არომატი დამოკიდებულია პირიკროცინის გლიკოზიდისა და მათი ჰიდროლიზის შედეგად მიღებულ პროდუქტებზე.
შაფრანის ფარმაკოლოგიური თვისებები

შაფრანს გააჩნია: ოფლმდენი, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი, ანტიკანცეროგენული, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და მუტაგენური თვისებები.

მხედველობის ორგანოები. შაფრანი მედიცინაში გამოიყენება, თვალის დაავადებების სამკურნალოდ. მაგალითად როგორიც არის ქუქუ, კატარალური ანთება და ა. შ. კროკუსი მთლიანობაში დადებითად მოქმედებს თვალებზე. დღევანდელი მეცნიერების მიერ დადასტურებულია, რომ შაფრანი აახალგაზრდავებს თვალის უჯრედებს. ასე რომ, ის ძალიან ეფექტურია ხანშიშესული ადამიანებისთვის, მხედველობის დარღვევის დროს.

კუჭ-ნაწლავი. მცენარე კროკუსი აწესრიგებს კუჭნაწლავის ტრაქტის მუშაობას, აუმჯობესებს მადას. ეხმარება ორგანიზმს ბუასილის მკურნალობაში. ასევე სასარგებლოა ფაღარათის, კუჭის ჭყლულის და მეტეორიზმის დროს.

შარდ-სასქესო სისტემა. შაფრანი სასარგებლოა თირკმლის და შარდ-სასქესო სისტემის სხვადასხვა პათოლოგიების დროს. განსაკუთრებით კარგია შარდის ბუშტის ანთების დროს. შაფრანში შემავალი ნივთიერებები ეხმარება ორგანიზმს თირკმელების გაწმენდაში. ასევე ხელს უშლის განვითარდეს შარდის ბუშტის დაავადებები და შარდ-კენჭოვანი დაავადებები.

ქალის ჯანმრთელობა. შაფრანი უკვე დიდი ხანია დგას ქალის ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ის აწესრიგებს მენსტრუალურ ციკლს და ამცირებს ტკივილს მენსტრუაციის დროს. იცავს ქალის შარდ-სასქესო სისტემას დაავადებების განვითარებისგან და აძლიერებს სქესობრივ ლტოლვას.

მამაკაცის ჯანმრთელობა. ძალიან კარგი მოქმედება აქვს იმპოტეციის დროს. მამაკაცის სასქესო სისტემაზე ახდენს დადებით და გამაჯანსაღებელ მოქმედებას, ზრდის ლტოლვას საპირისპირო სქესის მიმართ რადგან ის შედის აფროდიზიაკთა ჯგუფში.

თავის ტვინი.
ასევე ეხმარება ორგანიზმს თავის ტვინის ქსოვილების აღდგენაში. აუმჯობესებს მეხსიერებას, ამაგრებს ნერვებს და იცავს ნევროზის გაჩენისგან. შაფრანი საუკეთესო ანტიდეპრესანტია, ის არის დადებითი განწყობის და ემოციის წყარო. ამასთანავე ის არის უსაფრთხო და არ იწვევს შეჩვევას. შაფრანისგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება თავის ტკივილების მოსახსნელად და უძილობის დასარეგულირებლად.

შაფრანის რეგულარული და ხანგრძლივი მიღების დროს უმჯობესდება კანის ფერი, ახალგაზრდავდება ორგანიზმი, უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა და სისხლის მიმოქცევის სისტემის მუშაობა.

უკუჩვენება

არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

თუ იღებ ანტიკოაგულანტს ან ანტითრომბულ მედიკამენტებს, გაიარეთ კონსულტაცია თქვენ მკურნალ ექიმთან.

თუ შენიშნავთ რაიმე უკუჩვენებას დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.