» » » ჩაიცვით საყვარელი კაბა ახალი წლის საღამოს - 5-დღიანი დიეტა ლეგენდარული მოდელისგან

ჩაიცვით საყვარელი კაბა ახალი წლის საღამოს - 5-დღიანი დიეტა ლეგენდარული მოდელისგან

ახალ წლამდე სულ 1 თვე დარჩა, ამიტომ დროა, სერიოზულად მოეკიდოთ სამზადისს. ეს დღესასწაული ჩვენ გვჩუქნის მოტივაციასა და სასწაულის რწმენას, ვინაიდან ყველა ვიმედოვნებთ, რომ ცუდი განწყობა უკან დარჩება, შესანიშნავი და მაგიური მოვლენები კი კალენდრის ახალ წელს გველის. ასევე, ეს დღესასწაული შესანიშნავი მიზეზია, მოიყვანოთ სხეული ფორმაში და დატოვოთ რამდენიმე კილოგრამი ძველ წელში.



ამასთან, ახალი წლის დღესასწაულებზე ყველაზე არაჯანსაღ საკვებს მივირთმევთ, ამიტომ კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა აუცილებელია, რათა არ გადატვირთოთ. რჩევების რედაქცია გთავაზობთ ლეგენდარული მოდელის, კლაუდია შიფერის დიეტას, რომელიც მას ეხმარება წონის სწრაფად კლებაში. მუცელი გაქრება, ნაწლავები გაიწმინდება და კანიც გაახალგაზრდავდება.


როგორ გავხდეთ სწრაფად და ეფექტურად
საუზმე
საუზმეზე უნდა დალიოთ მიუსლები, ოღონდ მოამზადეთ იგი თავად, არ შეიძინოთ. მაშ ასე, 1 ჭიქა დაფქვეული ხილი და კენკრა(ბანანის, ყურძნისა და ფინიკის გარდა), შეურიეთ 1 ს.კ. ნებისმიერ აღმოცენებულ მარცვალს და 100 გ ნატურალურ მაწონს.
არავითარი ჩაი, ყავა და მსგავსი სასმელები. საუზმემზე 30 წუთით ადრე მიირთვით სუფთას, არაგაზირებული წყალი.

ლანჩი
ლანჩზე მოიმზადეთ კოქტეილი. ამისათვის შეურიეთ 100 მლ ნებისმიერი ნატურალური წვენი და 100 მლ მაწონი. თუ წვენის მომზადების შესაძლებლობა არ გაქვთ, გამოიყენეთ ხილის პიურე.


სადილი
საკვების ძირითად მიღებაზე უნდა მოამზადოთ ბოსტნეულის რაგუ. აიღეთ რამდენიმე ყვავილი ყვავილოვანი კომბოსტოსა და ბროკოლის, დუამატეთ დაჭრილი სეზონური ბოსტნეული - ბულგარული წიწაკა, სტაფილო, 1 ჭიქა მწვანე ბარდა, ნახევარი თავი ხახვი, ნიახური, ოხრახუში. შეაზავეთ რაგუ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთითა და 1 ჩ.კ. ლიმონის წვენით.


სამხარი
სადილსა და ვახშამს შორის შიმშილის დანაყრებაში დაგეხმარებათ ბუტერბროდები - 100 გ მოხარშული ქათმის ფილე დადეთ ერთ ნაჭერ შვრიის პურზე. გემოსთვის დაუმატეთ ოხრახუში ან კამა. არავითარი სოუსი, ზეთი ან სანელებელი.


ვახშამი
ვახშმისთვის მოიმზადეთ ხილის ფლავი. შეურიეთ 50 გ მოხარსული ბრინჯი დახეხილ ვაშლსა და 100 გ ნებისმიერ ხილსა თუ კენკრას.


ერთი შეხედვით, დიეტა საკმაოდ მკაცრია, თუმცა, რეალურად, მენიუ დაბალანსებულია და ორგანიზმს ყველა აუცილებელი ნივთიერებით აავსებს. მენიუ გათვლილია 1200 კალორიაზე, ამიტომ დიეტის 5 დღე სავსებით საკმარისია.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.