» » » ოფთალმოლოგს შეუძლია უამრავი საშიში დაავადების ამოცნობა - თვალები მხოლოდ მხედველობაზე როდი აგებენ პასუხს

ოფთალმოლოგს შეუძლია უამრავი საშიში დაავადების ამოცნობა - თვალები მხოლოდ მხედველობაზე როდი აგებენ პასუხს

მიეკუთვნებით იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც რეგულარულად გადიან სამედიცინო შემოწმებას მაშინაც კი, როცა თავს აბსოლუტურად ჯანმრთელად გრძნობენ? როგორც წესი, ჩვენი უმეტესობა წელავს გეგმიურ ვიზიტებს ექიმებთან მანამდე, სანამ ჯანმრთელობის პრობლემა არ გამოიჩენს თავს და არ დაიწყებს ცხოვრების ხარისხზე მოქმედებას. დაავადების რისკის შემცირება ხომ გაცილებით მარტივია, ვიდრე დაავადებასთან ბრძოლა?



თვალები მხოლოდ სულის სარკე არაა. მათი დაკვირვებით შეგიძლიათ თანამოსაუბრის განწყობის გაგება, ექიმებს კი - დაავადებების ამოცნობა ჯერ კიდევ მანამ, სანამ უფრო გამოხატული სიმპტომატიკა გაჩნდება. ჩვენ მივმართათ ოფთალმოლოგს კონსულტაციისთვის, როცა მხედველობა გვიქვეითდება, ჩნდება ანთებითი ან ინფექციური პროცესები, გვტკივა თვალები. ამასთან, ჩვენი უმრავლესობა ჩვენივე სურვილით ვაზიანებთ თვალებს.



სრული გამოკვლევა აუცილებელია გარკვეული რეგულარულობით, ასაკის მიხედვით. 20-64 წლის ადამიანებისთვის რეკომენდებულია ოფთალმოლოგთან მისვლა 2-4 წელიწადში ერთხელ მაინც მისვლა იმ პირობით, თუ მხედველობის ხარისხი არ ქვეითდება. 65 წლის შემდეგ რეგულარული სრული გამოკვლევა სასურველია ჩაიტაროთ ყოველწლიურად ან 2 წელიწადსი ერთხელ მაინც. თუ სატვალეებს ან კონტაქტურ ლინზებს იყენებთ, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი წელიწადში 1-2ჯერ.


მდგომარეობები, რომლის შემთხვევაშიც რეკომენდებულია, მიმართოთ ექიმს
  • ქრონიკული თავის ტკივილი, რომელიც, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ასტიგმატიზმით, გლაუკომით, შორსმხედველობით;
  • თვალის ინფექციები და ანთებითი პროცესები;
  • მხედველობის დაქვეითება;
  • სინათლის მიმართ მგრძნობიარობა, წერტილები თვალწინ;
  • სწრაფი დაღლილობა კითხვის, კომპიუტერთან მუშაობის დროს;
  • დიაბეტის ან მის მიმართ გენეტიკური განწყობილების არსებობა.


განსაკუთრებით უნდა მიაქციოთ ყურადღება ბავშვების თვალის ჯანმრთელობას 6 თვის ასაკიდან. რეგულარული დაკვირვებები დაგეხმარებათ, აკონტროლოთ მხედველობის ორგანოების განვითარების პარამეტრები, დროულად აღმოაჩინოთ და მოაგვაროთ შესაძლო პათოლოგიები.


გარდა ამისა, ადამიანის თვალის ბროლს შეუძლია იმაზე მეტი გაგაგებინოთ, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ჩვეულებრივი დათვალიერებით ექიმს შეუძლია დასვას შემდეგი დიაგნოზები:
  • კიბოს ზოგიერთი სახეობა, მათ შორის, მელანომა, ლეიკემია, სიმსივნე თავის ტვინში, სარძევე ჯირკვლებსა თუ ფილტვებში;
  • ჰიპერტონია, რომელიც, ადრეულ სტადიებზე ნაკლებად იჩენს თავს;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • რევმატული ართრითი, რომლის ნიშანიც შეიძლება იყოს თვალის ფერადი გარსის ანთება ან თვალის შესამჩნევი სიმშრალე;
  • გაფანტული სკლეროზი, რომლის ამოცნობაც ოპტიკური ნევრიტის აღმოჩენითაა შესაძლებელი.


ეს დაავადებები თავს იჩენს ბროლის შემოწმების ეტაპზე იმის წყალობით, რომ მასში სისხლძარღვების სპეციფიკური დარღვევები ხდება. მაშინაც კი, თუ მხედველობაში 100%-ით ხართ დარწმუნებული, აუცილებლად გაიარეთ რეგულარული შემოწმება ოფთალმოლოგთან. გისურვებთ ჯანმრთელობას!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.