» » » გოგრის ნამცხვარი ხაჭოსთან ერთად - აბსოლუტურად ახალი სიტყვა კულინარიის სამყაროში

გოგრის ნამცხვარი ხაჭოსთან ერთად - აბსოლუტურად ახალი სიტყვა კულინარიის სამყაროში

ჩემი ქმარი გოგრას არანაირი სახით არ ჭამდა. ახლა კი ვერც ხვდება იმას, რომ მისი საყვარელი ფორთოხლის ნამცხვარი სასარგებლო გოგრითაა მომზადებული.

გოგრის ორცხობილა ხაჭოთი
გარწმუნებთ, ამ კერძს ყველა შეჭამს! წვნიანი და არომატული ორცხობილა იჭმება ბოლო ნამცეცამდე. ციტრუსის არომატი და ხრაშუნა თხილის დანამატი ჩვეულებრივ გოგრას სამეფო დესერტად აქცევს. მაშ ასე, ჩაიწერეთ რეცეპტი:
ინგრედიენტები
  • 600-700 გ ახალი გოგრა
  • 400 გ ხაჭო
  • 3 კვერცხი
  • 200 გ მანი
  • 170 გ შაქარი
  • 1 დიდი ფორთოხალი
  • 15 გ ვანილის შაქარი
  • 0.5 ჩ.კ. სოდა
  • 100 გ ნებისმიერი სახის თხილი
  • მცენარეული ზეთი ფორმის შესაზელად


მომზადება
  1. გამოაცხვეთ გოგრა ღუმელში. გააგრილეთ, მოხსენით კანი და მოაჭერით მიმწვარი ადგილები.


  2. ბლენდერით შეურიეთ გოგრა, ხაჭო, მანი, კვერცხი და 120 გ შაქარი. დაუმატეთ ფორთოხლის კანი, ვანილის შაქარი და სოდა და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ.
  3. საცხობ ფორმას წაუსვით მცენარეული ზეთი და მოათავსეთ მასზე გოგრისა და ხაჭოს მასა.


  4. გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე, 40-50 წუთით. როცა ნამცხვრის ზედაპირი ფერს შეიცვლის, დაახურეთ პერგამენტი ან ფოლგა.
  5. სანამ კერძი ღუმელშია, მოამზადეთ თხილის დანამატი. დაწურეთ ფორთოხალი, დაუმატეთ 2ს.კ. წყალი, გაათბეთ სითხე და დაუმატეთ 50 გ შაქარი. მიღებულ სიროფს ურიეთ მანამ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება. შემდეგ დაუმატეთ თხილი და ხარშეთ კიდევ რამდენიმე წუთით.


  6. მზა ნამცხვარი გამოიღეთ ღუმელიდან(ღუმელი არ გამორთოთ) და მორწყეთ ცხელი სოუსით. შედგით ფორმა ისევ ღუმელში, ფოლგა აღარ დაახუროთ.
  7. 3 წუთში გამორთეთ ღუმელი და გააჩერეთ ნამცხვარი გასაგრილებლად შიგნით.

გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.