» » » სამარხვო ორცხობილები სელის თესლით: გემრიელი, ხრაშუნა, სასარგებლო და დაბალკალორიული

სამარხვო ორცხობილები სელის თესლით: გემრიელი, ხრაშუნა, სასარგებლო და დაბალკალორიული

სწორი კვების ძირითად პრინციპად ასახელებენ ჭამას ყოველ სამ საათში, მცირე ულუფებად.საშუალოსტატისტიკური მშრომელი ადამიანისთვის ეს რეჟიმი, ცოტა არ იყოს, პრობლემატურია. გამოსავალია - წახემსებები. ამ გაგებაში ყველა სხვადასხვა რამეს მოიაზრებს, თუმცა ჩვენ გეუბნებით, რომ წახემსება არ არის შოკოლადის ბატონი. ნუ დაგეზარებათ, თავად მოამზადეთ სასარგებლო სასუსნავი წასახემსებლად.

გალეტის ორცხობილები სწრაფად დაანაყრებს შიმშილს, გაამრავალფეროვნებს სამარხვო მენიუს. მასთან ერთად ვერ გადააჭარბებთ კალორიებს: არავითარი კვერცხი, ცხოველური ცხიმები და ტონობით შაქარი! სელის თესლი კი სასარგებლო ბონუსია ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. ერთი ნაკლი მაინც აქვს ამ ორცხობილას - ძალიან სწრაფად თავდება.

ინგრედიენტები
  • 135 გ ხორბლის ფქვილი
  • 25 გ შაქარი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 2 ს.კ. სელის თესლი
  • 50მლ წყალი
  • 50 მლ მზესუმზირის ზეთი
მომზადება
  1. გაცრილ ფქვილს დაუმატეთ მარილი, შაქარი და სელის თესლი.
  2. შეურიეთ წყალი ზეთს, დადგით ცეცხლზე, აადუღეთ და მაშინვე ჩაასხით მშრალი მასის ჭურჭელში. ნიჩბით სწრაფად მოზილეთ ცომი და გააჩერეთ 15 წუთით.
  3. გააბრტყელეთ ცომი 0.5 მმ სისქეზე, დაჭერით პატარა კვადრატებად, დაალაგეთ ორცხობილები პერგამენტიან საცხობ ფორმაზე.
  4. აცხვეთ 10 წუთამდე(სანამ არ შეიცვლის ფერს), 200 გრადუსზე.


დამეთანხმებით, მომზადება საკმაოდ მარტივია და ორცხობილებიც კარგად გამოიყურება, არა? ჩემი რჩევა იქნება, მოამზადოთ ორმაგი ან სამმაგი ულუფა ერთბაშად.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.