» » როგორი სავარჯიშო ტანსაცმელი უნდა შევარჩიოთ, რომ ზიანი არ მივაყენოთ ჯანმრთელობას

როგორი სავარჯიშო ტანსაცმელი უნდა შევარჩიოთ, რომ ზიანი არ მივაყენოთ ჯანმრთელობას

ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ გვაცვია ვარჯიშის დროს. სამკურნალო ფიზკულტურა იქნება, ტანვარჯიში თუ აერობიკა, ისეთი ტანსაცმელი უნდა შევარჩიოთ, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნოთ და ზიანი არ მივაყენოთ ჯანმრთელობას - ისუნთქოს კანმა, დაცული იყოს წყლის ბალანსი და ა.შ.

სპორტულ დარბაზში
ბევრი ნატურალური ქსოვილის სპორტულ ტანსაცმელს ამჯობინებს და სრულიად უსაფუძვლოდ უფრთხის სინთეტიკურს. სადღეისოდ სპორტულ სამყაროში უფრო ხარისხიანად მიიჩნევა ბამბანარევი ხელოვნური მასალები - ლაიკრა, პოლიესტერი, საპლექსი და ელასტინი. ეს ქსოვილები შესანიშნავად იშრობენ ტენს და არ ტოვებენ უსიამოვნო სუნს, ეს კი სწორედ ის არის, რაც საჭიროა.
რაც შეეხება თეთრეულს, ფუშფუშ სხეულის პატრონმა წალიშვილებმა უნდა შეიძინონ სპორტული ბიუსტჰალტერი, ხოლო მას, ვისაც პატარა მკერდი აქვს, შეუძლია ჩაიცვას მაისური ელასტიკური შიგნითა ტოპით. გეტრები და სამაჯურები მხოლოდ ლამაზი აქსესუარები როდია: გეტრები თბილი სამოსია, რომელიც ფეხს მუხლამდე ფარავს, ხელს უწყობს კუნთების გახურებას და გადაცივებისგან იცავს მათ, ხოლო სამაჯურები მყესებს იცავს დაჭიმვისგან.
საჭიროა პულსის სიხშირის გამზომი ხესალწყოც. ის გიჩვენებთ, სრული დატვირთვით ვარჯიშობთ თუ ზარმაცობთ და დროს ამაოდ კარგავთ. თანამედროვე ტრენაჟორები ასეთი ხელსაწყოთი აღჭურვილია, მაგრამ თუ სპორტდაბაზს შინ ან ღია ცის ქვეშ ვარჯიში გირჩევნიათ, გამზომი აუცილებლად შეიძინეთ.

მინიმალური დისკომფორტით
ქალებს შეუძლიათ, კრიტიკულ დღეებშიც კი მშვიდად ივარჯიშონ - არსებობს სპეციალური ჰიგიენური საფენები დამატებითი ფენით, რომელიც ყოველგვარი სპორტული დატვირთვის დროს საიმედოდ დაგიცავთ.

ვარჯიში სუფთა ჰაერზე
სირბოლის მოყვარულებს დასჭირდებათ სქელლანჩიანი სპორტული ფეხსაცმელი. ვურჩევთ მოდელებს, რომელთაც აქვთ ტერფის დამჭერი რელიეფურ საფუძველზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ქუჩაში სირბილისთვის განკუთვნილი სპორტული ფეხსაცმელი ჰაერგამტარი მასალისგან უნდა იყოს დამზადებული, რომ ფეხი არ გაოფლიანდეს და არ ჩახურდეს. სუფთა ჰაერზე ვარჯიშის მოყვარულებს ვურჩევთ, თერმოთეთრეული ჩაიცვან, განსაკუთრებით - სიცივეში. ის შესანიშნავად ინარჩუნებს სითბოს და ეფექტურად იშრობს ტენს, რითაც გვიქმნის კომფორტს და გვიცავს გაციებისგან. შეგიძლიათ, თან წაიღოთ ფლეიერიც, რადგან მუსიკის თანხლებით სირბილი უფრო სასიამოვნოა.

აკვააერობიკა
უპირველეს ყოვლისა, დაივიწყეთ ბიკინი. აერობიკისთვის სპორტული საცურაო კოსტიუმი უნდა ჩაიცვათ. ტანსრულ ქალბატონებს შეუძლიათ, გამოიყენონ შერწყმული ელასტიკური ქსოვილები - სწორედ ეს შერწყმა ქმნის კორსეტის ეფექტს, ხოლო სპორტული ფიგურის მქონე ადამიანებს შეუძლიათ, ორნაწილიანი საცურაო კოსტიუმი მოირგონ.
საცურაო ქუდის გარეშე აუზში ჩასვლა არაფრით არ შეიძლება! არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც მოდური სილიკონის ქუდი გეხუროთ - გამოდგება რეზინისაც. ვიდრე დაიხურავთ, დაამუშავეთ მისი კიდეები კონდიციონერით.
დაგჭირდებათ სათვალეც. ქლორიანი წყალი თვალს აღიზიანებს, სათვალე კი მას ქიმიური ზემოქმედებისგან იცავს.

დაიცავით წყლის ბალანსი
ვარჯიშობთ? იზრუნეთ იმაზე, რომ მუდამ თან გქონდეთ მინერალური წყლის ბოთლი. სასურველია, ბოთლი ადვილად, მარტივი მოძრაობით იხსნებოდეს. ბოთლს საცობი მჭიდროდ უნდა ეხურებოდეს.
ბოთლის რბილი მასალა და ვიწრო ყელი წყლის ნაკადის დოზირების საშუალებას უნდა იძლეოდეს.
არსებობს ბოთლები, რომლებსაც განსაკუთრებული, ხელში დასაჭერად მოხერხებული ფორმა აქვს. აუცილებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ მათი გამოყენება ჰანტელების ნაცვლად. ვარჯიშის დროს მინერალური წყლის სმა საჭიროა, რათა დაცული იყოს წყლის ბალანსი, რადგან ვარჯიშის დროს წყლის დანაკარგი მნიშვნელოვანია.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.