ათეროსკლეროზი - ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დაავადება გულ-სისხლძარღვთა სისტემაში, როცა სისხლძარღვების კედლები სქელდება, დაზიანებების ადგილას კი ჩნდება ქოლესტერინის ფენები, რაც სისხლის ნორმალურ მიმოქცევას უშლის ხელს.
ათეროსკლეროზს შეუძლია სტენოკარდიის, მიოკარდის ინფარქტისა და ინსულტის გამოწვევა. იმისათვის, რომ მომავალში თავიდან აიცილოთ მსგავსი გართულებები, უნდა იზრუნოთ სისხლძარღვებზე ამ წუთიდან. რჩევების რედაქციამ მოამზადა საუკეთესო რეცეპტები სისხლძარღვების გასაწმენდად საშინაო პირობებში.
სისხლძარღვების წმენდა საშინაო საშუალებებით
რომელი საშუალებაც არ უნდა აირჩიოთ, მნიშვნელოვანია დიეტის დაცვა და იმ პროდუქტებზე უარის თქმა, რომლებიც ქოლესტერინს დიდი რაოდენობით შეიცავს.
გახსოვდეთ, რომ თვითმკურნალობამ, შესაძლოა, დამღუპველი შედეგი გამოიღოს. ამ საშუალებებით სისხლძარღვების გაწმენდის დაწყებამდე გაესაუბრეთ ექიმს.
პროდუქტები სისხლძარღვების გასაწმენდად
- სელის კისელი
სელის თესლში შემავალი ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟვები არეგულირებს წნევას, ხელს უშლის არტერიის ელასტიურობის დაკარგვას და თითქმის 75%-მდე ამცირებს ქოლესტერინის ფენებს არტერიის კედლებზე.
აიღეთ მესამედი ჭიქა სელის თესლი და ლიტრი წყალი. ღამით დაასხით თესლს წყალი, აადუღეთ და 2 საათი გააჩერეთ ორთქლის აბაზანაზე.
დილით, როცა ნახარში კარგად დაყენდება, გაწურეთ და გადაასხით თავსახურიან შუშის ქილაში. უნდა გამოვიდეს 850 მლ-მდე კისელისმსგავსი სითხე. იგი 5 დღეში უნდა დალიოთ: ყოველ დღე 1/3 ჭიქა დილით უზმოზე და საღამოს ჭამამდე. - ბერძნული თხილი და ზეთისხილი
აიღეთ 1.5 ახალგაზრდა ბერძბული თხილი და 0.5 კგ ზეთისხილი. გაატარეთ ხორცსაკეპში და მიირთვით ყოველდღე 1 ს.კ. შეინახეთ მასა მაცივარში. მკურნალობის კურსი გრძელდება 2 თვემდე. - ლიმონისა და ნივრის ნაყენი
ლიმონი- ეს იდეალური ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს სისხლძარღვებს. ნივრის შემადგენლობაშია გოგირდის ისეთი ნაერთები, რომლებიც აჩერებს ათეროსკლეროზის განვითარებას. მიირთვით ნიორი ყოველდღე, 3-5 კბილი, სისხლძარღვებისთვის ეს სასარგებლოა.
ლიმონისა და ნივრის ნაყენი მოხსნის ანთებას, დაარეგულირებს წნევას. დანაყეთ 10 კბილი ნიორი და 1 ლიმონი, შეურიეთ ნახევარ ჭიქა მდუღარე წყალს. გააჩერეთ 3 დღით. მიირთვით დღეში 1-2ჯერ, 1 ს.კ. 1 თვის მანძილზე. შეინახეთ მასა გრილ და ბნელ ადგილას. - თაფლი და დარიჩინი
აიღეთ ნახევარი ლიტრი ადუღებული თბილი წყალი, 2-3 ს.კ. ყვავილის თაფლი, 25 გრამი დარიჩინი. ყველაფერი შეურიეთ ერთმანეთში და გააგრილეთ. მიიღეთ 1 თვის მანძილზე დილით და საღამოს, ნახევარი ჭიქის ოდენობით. - გაწმენდა ბალახებით
აიღეთ 1 ს.კ. აფთიაქის გვირილა, ასფურცელა, ნეგო და არყის თირკმლები. შერუიეთ და დაასხით 1 ს.კ. მზა მასას 0.5 ლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ ნაყენი 20 წუთით და გაწურეთ ქსოვილში. მიირთვით სითხე იმავე ღამით, ამის შემდეგ კი დილით, ჭამამდე 20 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 2 კვირას მოიცავს.