რჩევების რედაქცია გასწავლით, როგორ უნდა მოიშოროთ სურდო საშინაო პირობებში ეფექტურად, სულ რამდენიმე დღეში. საკმარისია აფთიაქის მედიკამენტები! არსებობს 3 მარტივი საშუალება, რომლებიც რინიტისგან წამლების გარეშე დაგიხსნით.
როგორ განვკურნოთ სურდო
კომაროვსკის მეთოდი
ევგენი კომაროვსკიმ ზუსტად იცის, როგორ უნდა გაუმკლავდეს გრიპსა და გაციებას, რაც მთავარია - როგორ განკურნოს სურდო ბავშვებში სწრაფად, მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე. პედიატრს აქვს საკუთარი, უამრავი დედის მიერ გამოცდილი მეთოდი, რომელიც ბავშვს მდგომარეობას შეუმსუბუქებს და მის გამოჯანმრთელებას დააჩქარებს. ასეთი მეთოდიკა სავსებით მისაღებია ზრდასრული პაციენტებისთვისაც, რომელთაც სეზონური გაციება აწუხებთ. სურდო 2 დღეში გაქრება.
- შეიძინეთ აფთიაქში ჩვეულებრივი ფიზ-ხსნარი(ნატრიუმის ქლორიდი) და ჩაიწვეთეთ პიპეტით სითხე თითოეულ ნესტოში ყოველ საათში (ერთ ნესტოში ნახევრად სავსე პიპეტი). შეგიძლიათ სითხე თავადაც მოამზადოთ: გახსენით 1 ჩ.კ. მარილი 1 ლ ადუღებულ წყალში.
- გამოჯანმრთელების დასაჩქარებლად, ბავშვს მიეცით C ვიტამინის დღიური ნორმა ასაკის შესაბამისად.
- ასეთ ბრძოლაში გამოგადგებად სწორი სმის რეჟიმი. თბილი სითხის ხშირი მიღება (სწორედ თბილისა, რადგან მას ორგანიზმი უფრო სწრაფად აითვისებს) დაგეხმარებათ პროცესის დაჩქარებაში. თუ ყველა ამ პუნქტს შეათავსეთ ოთახის რეგულარულ განიავებასა და სველ დალაგებას, მკურნალობა მალევე დასრულდება.
სურდოს სწრაფად მოგაშორებთ ბიოლოგიურად აქტიური წერტილები, მათზე სწორად მოქმედება მოხსნის გაციების სიმპტომებს და გაააქტიურებს ორგანიზმის დამცავ ძალებს სწრაფი და სრულყოფილი განკურნებისთვის. აკუპრესურულ წერტილებზე მოქმედება გაშორებთ რინიტს, ხსნის დაღლილობას და გმატებთ მხედველობის სიმახვილესაც.
- პირველი წერტილი მოთავსებულია ცხვირის კიდეებზე, ფრთების დასაწყისში, მეორე - ასევე წყვილი წერტილებია და მდებარებს თვალის შიდა კუთხეებთან. მესამე წერტილი განლაგებულია ცხვირის დასასრულ, წარბების შუაში. ბოლო, მეოთხე წერტილი თვალის გარე კუთხესა და საფეთქელს შორის მონაკვეთშია ორივე მხარეს.
- მასაჟი წრიული მოძრაობებით უნდა შეასრულოთ, ძლიერად დააჭირეთ აქტიურ წერტილებს დიიდ ან საჩვენებელი თითებით. მოძრაობა გაიმეორეთ ათჯერ, იმოძრავეთ წერტილიდან წერტილამდე.
- უკეთესი ეფექტისთვის გაიკეთეთ მასაჟი სამჯერ, ყოველ 10 წუთში. პროცედურის დროს დახუჭეთ თვალები და მოდუნდით. სპეციალისტები ამ დროს გვირჩევენ გაღიმებასაც. გაიკეთეთ მასაჟი დღეში ორჯერ - დილით და საღამოს, პირის დაბანის შემდეგ და ძილის წინ.
ნიორი რინიტის წინააღმდეგ
ნიორი დღეგრძელობის სიმბოლოდ ტყუილად კი არ ითვლება! ერთი თავი ნიორი სასარგებლო ნივთიერებებისა და მიკროელენებტების ნამდვილი საუნჯეა. ნივრის რეგულარული მოხმარება და მისი არომატის შესუნთქვა უამრავი დაავადების პროფილაქტიკაა - გულ სისხლძარღვთა სისტემით დაწყებული, გაციებით დამთავრებული.
მოიხმარეთ ნიორი უფრო ხშირად საკვებად, მიირთვით მისი ნახარშები და ფაფები - ასე გაცილებით უფრო ჯანმრთელი გახდებით, ვიდრე აბებისა და მედიკამენტების მიღებით!