» » » იოდის მნიშვნელობა ბავშვის ორგანიზმისთვის. ვინ შედის იოდის დეფიციტის რისკის ჯგუფებში

იოდის მნიშვნელობა ბავშვის ორგანიზმისთვის. ვინ შედის იოდის დეფიციტის რისკის ჯგუფებში

იოდი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სტრუქტურული ელემენტია. თირეოიდული ჰორმონი ასტიმულურებს ენერგიის წარმოქმნას და ზრდის ჟანგბადზე ქსოვილების მოთხოვნას, ხელს უწყობს ცილების სინთეზს, ზრდას, ცხიმების, ნახშირწყლების ცვლას, ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულაციას. სხვა ანაბოლური ჰორმონებისგან განსხვავებით, იგი არა მარტო ზრდის, არამედ ქსოვილთა დიფერენცირების პროცესსაც არეგულირებს და ამით ბავშვის ორგანიზმის ზრდასთან ერთად მის მომწიფებასაც უწყობს ხელს. მუცლადყოფნის პერიოდში ეს ჰორმონი აკონტროლებს ემბრიოგენეზს (ნაყოფის ფორმირებას), ორგანოებისა და სისტემების დიფერენცირებასა და მომწიფებას, ტვინის მომწიფებას, ინტელექტის ფორმირებას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მუცლადყოფნის ადრეულ ეტაპზე თირეოიდული ჰორმონის გავლენით ფორმირდება ძირითადი ცერებრული ფუნქციები. ამ ჰორმონის ნაკლებობა ტვინის განვითარება-ფორმირების ამა თუ იმ ეტაპზე შეჩერებას განაპირობებს, რასაც შეუქცევადი პროცესები, ადამიანის ინტელექტუალური და მოტორული ფუნქციების განუვითარებლობა მოჰყვება.
იმის მიუხედავად, ცხოვრების რომელ ეტაპზე დაიწყო იოდის ნაკლებობა, მოსალოდნელია:

მუცლადყოფნის პერიოდში:
  • თვითნებური აბორტი;
  • მკვდრადშობადობა, თანდაყოლილი ანომალიები;
  • მაღალი პერინატალური სიკვდილიანობა;
  • ნევროლოგიური კრეტინიზმი: გონებრივი ჩამორჩენა, სიყრუე, სიელმე;
  • მიქსედემური კრეტინიზმი: გონებრივი ჩამორჩენა, ჰიპოთირეოზი, სიმაღლეში ჩამორჩენა;
  • ფსიქომეტრიული დარღვევები;

    ახალშობილობის პერიოდში:
  • ნეონატალური ჰიპეთირეოზი;
  • ნეონატალური ჩიყვი;

    ბავშვებსა და მოზარდებში:
  • გონებრივი და ფიზიკური ჩამორჩენა;
  • ყურადღების დეფიციტის სინდრომი;

    მოზრდილებში:
  • რეპროდიქციული ფუნქციის დაქვეითება (უშვილობა);
  • იოდინდუცირებული თირეოტოქსიკოზი;
  • ბავშვის ენდემური კრეტინიზმით დაბადების რისკი (ქალებში);
  • ასაკის მიუხედავად - ჩიყვი.

    ვინ შედის იოდის დეფიციტის რისკის ჯგუფებში
    რისკჯგუფებს ქმნიან:
  • ჩვილები, რომლებიც ადრეული ასაკიდანვე გადაიყვანეს ხელოვნურ კვებაზე, მაგრამ არ იღებენ იოდით გამდიდრებულ ადაპტირებულ ნარევებს;

  • 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც ჯერ არ იღებენ მარილიან საკვებს;

  • სკოლამდელი და სკოლის ასაკის, უმთავრესად - ხშირად მოავადე ბავშვები, ასევე - ბავშვები, რომლებსაც აღენიშნებათ ფიზიკური განვითარების შეფერხების ნებისმიერი ფორმა, აქვთ ენდემური ჩიყვით დატვირთული მემკვიდრეობა;

  • გარდატეხის ასაკის მოზარდები, განსაკუთრებით - გოგონები 11-12 წლიდან 16-18 წლამდე.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.