» » » როგორ განვკურნოთ ქერი თვალზე: 8 უსაფრთხო და ეფექტური საშუალება

როგორ განვკურნოთ ქერი თვალზე: 8 უსაფრთხო და ეფექტური საშუალება

სიწითლე, ქავილი, უსიამოვნო შეგრძნება ქუთუთოების არეში.. სიმპტომები, რომლებსაც ერთხელ მაინც შეუწუხებია თითოეული ჩვენგანი. თვალზე ქერის გაჩენა მუდმივად გვიქმნის უამრავ პრობლემას.

ამ დაავადებით, ჩვეულებრივ, ექიმთან არ მიდიან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ მისი გაჩენა. იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა განიკურნოს ქერი საშინაო პირობებში, აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა სიტუაცია გართულდეს და სავალალო მდგომარეობაში გადაიზარდოს.



რჩევების რედაქცია გასწავლით 8 უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდს ამ გავრცელებულ დაავადებასთან წარმატებული ბრძოლისთვის.

როგორ განვკურნოთ ქერი თვალზე
ქერს უწოდებენ მწვავე ანთებით პროცესს ქუთუთოზე. ქუთუთოს გარე კუთხე, დასაწყისში, გვექავება, შემდეგ გამოშრება, თვალები ცრემლიანდება, რამდენიმე დღესი კი ზედაპირზე წარმოიქმნება მოთეთრო-მოყვითალო გამონაზარდი - ჩირქგროვა.


ეს ჩვენ გვგონია, რომ ქერი "ჰაერიდან მოდის". მისი გაჩენის ძირითადი მიზეზია ხანგრძლივი ანთებითი თუ ქრონიკული დაავადებების შემდეგ ორგანიზმის დამცავი ძალების შესუსტება.


შემთხვევათა 90-95%-ში ქერი გამოწვეულია ოქროსფერი სტაფილოკოკის ბაქტერიით. ქერის გარდა, იგი, ასევე, იწვევს ჩირქოვან ანგინას, პნევმონიას, პერიკარდიტს, ხანგრძლივ დიარეასა და სხვა დაავადებებს. არსებობს ქერის გაჩენის სხვა რამდენიმე მიზეზიც:

  1. დაუბანელი ხელების კონტაქტი თვალებთან;


  2. სხვისი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება;
  3. სახის გაწმენდა ბინძური პირსახოცით, დაბანის შემდეგ;
  4. ტკიპა დემოდექსი (demodex), რომელიც, ჩვეულებრივ, არაა საშიში ადამიანისთვის, თუმცა ორგანიზმში დარღვევების დროს, იგი იწყებს გაძლიერებულ გამრავლებას, რითიც წამწამების ფოლიკულების ანთებას იწვევს.


ქერის გაჩენის პროვოცირება შეუძლია შემდეგ შემთხვევებს:
  1. შაქრიან დიაბეტს;
  2. ავიტამინოზს;
  3. ბლეფარიტს;
  4. გადაციებას;
  5. ნაწლავურ პრობლემებს;
  6. ნაწლავური პარაზიტებით დაავადებას.
როგორც წესი, მდგომარეობის შემსუბუქებისა და ინფექციის მოსპობისთვის ქერის დროს არაა საჭირო ჰოსპიტალიზაცია. თუმცა, დაავადების ნამდვილი მიზეზის გამოვლენა და მკურნალობის მეთოდიკის დანიშნვა მხოლოდ ექიმს შეუძლია.

ჩვენი რედაქციის რჩევა
როგორიც არ უნდა იყოს ქერის გაჩენის მიზეზი, მისი გამოდენა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება!

როგორ უნდა მოიქცეთ ქერის დროს
  1. ანტისეპტიკით დამუშავება
    დაავადების დასაწყისში დაავადებას ჩააცხრობს 70%-იანი სპირტის ხსნარით ან ბრილიანტის მწვანე სითხით მიწვა. ჩაალბეთ სითხეში ბამბის ჩხირი და შეიზილეთ, მოერიდეთ ანტისეპტიკის მოხვედრას ლორწოვანზე.


  2. სითბოთი მკურნალობა
    სითბური ეფექტი დაგეხმარებათ ანთების ჩაცხრობაში, ტკივილის შემცირებაში, გართულებისა და სერიოზული გამწვავების აღკვეთაში. გაითბეთ თვალი და მოიხსენით ანთება მოხარშული კვერცხით. გაწმინდეთ იგი, გაჩერით შუაზე, შეახვიეთ ცხვირსახოცში და გამოიყენეთ თბილად.

  3. ფიზიოთერაპია
    ქერთან გამკლავებაში გვეხმარება ფიზიოთერაპიული პროცედურებიც - მიკროტალღური სითბური დასხივება, ელექტროფორეზი, ულტრაიისფერი გამოსხივებით თერაპია - ეს ყველაფერი იდეალურად ათბობს ქუთუთოს და კლავს მიკრობებს(სტრეპტოკოკებს, სტაფილოკოკებს), რომლებიც იწვევს ანთებას. ფიზიოთერაპიის კურსი, მეთოდიკის მიხედვით, მოიცავს 4-6 დღეს.

  4. მედიკამენტოზური მკურნალობა
    მკურნალობის მედიკამენტოზური მეთოდის დანიშნვა მხოლოდ ექიმს უნდა მიანდოთ. წვეთების სახით გამოიყენება შემდეგი პრეპარატები: სულფაცილ-ნატრიუმი, ჰიდროკორტიზონი, პრედნიზოლონი, პენიცილინი, ოფტალმოფერონი და სხვ. შერჩეული ხსნარი უნდა ჩაიწვეთოთ დღეში 3-4ჯერ, ასეტი მიდგომა ქერს სწრაფად გააქრობს და დაგიცავთ გართულებებისგან.


    თუ ქერის ფონზე მოგემატათ სხეულის ტემპერატურა, გაწუხებთ საერთო უგუნებობა, მაშინ ექიმმა უნდა დაგინიშნოთ ანტიბიოტიკების თერაპია.

  5. დიეტოთერაპია
    სწორი კვების აღდგენა არ მოგიხსნით უშუალოდ ანთებას, თუმცა დამატებითი პროფილაქტიკური გარანტი გახდება მომავლისთვის. მოერიდეთ შემწვარს, ცხარესა და ცხიმიანს.

  6. გვირილა
    ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ, დამატებითი მკურნალობის სახით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ხალხური მედიცინის საშუალებაც. ჩაალბეთ ბამბის დისკი აფთიაქის გვირილის გაციებულ ნახარშში და მიიდეთ თვალზე. გაიმეორეთ პროცედურა რამდენიმე დღის მანძილზე, სანამ ანთება არ გაივლის.


  7. ალოე
    მოამზადეთ ალოეს ფოთლისგან ფაფა. გამოიყენეთ ლოსიონის სახით - ალოეს აქვს თვისება ჩირქის გაწოვისა.

  8. ბალახების ნაკრები
    თუ ადამიანს ხშირად აწუხებს ქერი, შეუძლია გამოიყენოს შემდეგ კომპონენტების ნახარში: 2 წილი აირას ფესვი, 2 წილი არყის თირკმლები, 4 წილი მინდვრის როზმარინი, 3 წილი ია.
    ყველა ინგრედიენტი დააფქვიეთ ყავის საფქვავში. მოხარშეთ 2 ს.კ. ნაკრები 10 წუთით, გააჩერეთ 12 საათით და გაწურეთ. მიღებული საშუალება მიირთვით ჭამამდე 30 წუთით ადრე. ერთჯერადი დოზაა ნახევარი ჭიქა.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.