» » » როგორ მოვამზადოთ ნამდვილი სომხური კონიაკი სახლის პირობებში

როგორ მოვამზადოთ ნამდვილი სომხური კონიაკი სახლის პირობებში

ამგვარად მომზადებულმა კონიაკმა პოპულარობის პიკს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მიაღწია, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო შეზღუდული ნორმები ან წესები. შემდეგ კი რაღათქმაუნდა გაჩნდა სავალდებულო წესი, რომელიც გულისხმობს ყურძენის უშალოდ სომხეთის ტერიტორიაზე მოყვანას. ცნობისთვის სომხური კონიაკის დასაყენებლად გამოიყენება ყურძნის 6 ჯიში. შინაურ პირობებში ჩვენ რათქმაუნდა ამაზე ვერ ვიწვალებთ, უბრალოდ შევეცდებით შევქმნათ მასთან მაქსიმალურად მიახლოებული გემოს მქონე კონიაკი. მთავარი მოთხოვნა — სასმელის გამჭვირვალეობა და შეფერილობის ბრწყინვალებაა ამიტომ ფილტრაციის პროცეს აუცილებლად განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. მაშ ასე შევუდგეთ მომზადებას...

თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
  • არაყი — 3 ლიტრი(40-45 გრადუსი)
  • კაკალის უღელი — ერთი სავსე მუჭა
  • შავი ჩაი — 1 სადილის კოვზი (ხმელი) ან 2 ცალი პაკეტის ჩაი
  • კვლიავი — 1 მოთავიანებული სუფრის კოვზი
  • მიხაკი — 5-6 მარცვალი
  • ლიმონმჟავა — დანის წვერით
  • ვანილის შაქარი — ერთი პაკეტი ან ერთი მწიკვი (სამი თითით)


მომზადების და დაყენების წესი:
  1. როგორ სხვა ნებისმიერ კონიაკს ამ შემთხვევაშიც ყველა ჩამოთვლილი ინგრედიენტი უნდა ჩავყაროთ არყიან ჭურჭელში და ჰერმეტულად დავაფაროთ თავსახური.
  2. ეს სასმელი უნდა დავაყენოთ 5 დღის მანძილზე ბნელ თბილ ადგილას და ყოველდღიურად შევანჯღრიოთ ხოლმე.
  3. ამის შემდეგ აუცილებელია კარგად გავფილტროთ, ბინტით და ბამბის დისკით და გადაჭრილი ბოთლით დამზადებული ფილტრით.
  4. გაფილტრული სითხე გადავანაწილოთ წინასწარ მომზადებულ ჭურჭელში და დავაყენოთ გემოსა და ფერის გაჯერებამდე.




ტრადიციული სომხური კონიაკის შემადგენლობა
ტრადიციული სომხური კონიაკის შემადგენლობაში შედის ღვინის სპირტი, რომელიც მზადდება ექვსი ძირითადი ყურძნის ჯიშისგან: მსაახლი, გარანი, დმაკი, ვოსკეატი, კანგუნი და რქაჭითელი. კონიაკში სპირტის შემცველობა უნდა დავწიოთ 40-45% -მდე გამოხდილი წყალის დამატებით. ასეთი პროცედურა საშუალებას იძლევა მივაღწიოთ და მივიღოთ უნიკალური მსუბუქი გემო და დახვეწილი არომატების თაიგული

სომხური კონიაკის კლასიკური რეცეპტით მომზადება სახლის პირობებში სირთულეს არ წარმოადგენს. თქვენი მოთმინებისა და გამძლეობის მიხედვით თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ ორდინალური კონიაკი, რომლის ასაკი როგორც წესი შეადგენს 3-6 წელს.


ტრადიციული კონიაკი მზადდება კონიაკის სპირტისგან და სხვა ღვინის ნედლეულისგან, ამისათვის კი თქვენ დაგიჭრდება ღვინის დაყენება 30 დღით და შემდეგ გამოხდა.

მაგრამ თუ თქვენ გსურთ კონიაკი უფრო მარტივი მეთოდით მოამზადოთ, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ყურძნის წვენი და დაუმატოთ მას ღვინის საფუარი (დროჟი). კონიაკის ორნახადი სპირტი უჯნდა დააყენოთ მუხის კასრში 2-3 წლით, რადგან მან მოახერხოს საჭირო გემოსა და არომატის ათვისება.

თუ ამდენი ხანი ლოდინის სურვილი არ გაქვთ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სწრაფი რეცეპტი, რომელიც 5 დღით დაყენებას გულისხმობს.

სანამ სომხური კონიაკის მომზადებას შეუდგებოდეთ მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ ჭაჭის ან სპირტის ხარისხში. ის აუცილებლად უნდა გაიწმინდოს მავნე ნივთიერებებისგან მარგანცოვკის, აქტივირებული ნახშირის ან რძის დახმარებით. ეს მნიშვნელოვანია რადგან კონიაკის გემო დამოკიდებულია არაყის ხარისხზე.

ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ მივირთვათ სომხური კონიაკი: სუფთა სახით თუ გავაზავოთ ალკოჰოლურ კოქტეულებში. ეს ალბად გემოვნების ამბავია და ყველამ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოთ.

ასეთი კონიაკი სუფრაზე მიაქვთ - სადილის წინ აპერიტივის სახით ან მეორე ცხელი კერძის შემდეგ. ის შეგიძლიათ მიირთვათ ხილთან ერთად, ყველის ან თევზის შეჭამადთან ერთად. თუმცა არ დაივიწყოთ ერთი მარტივი წესი - კონიაკი არასოდეს არ უნდა მიიტანოთ სუფრაზე ცოცხალ ბოსტნეულთან, მათ შორის ნიორთან და ხახვთან ერთად.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.