» » » როგორ მოვამზადოთ ნამდვილი საფირმო კონიაკი "ჰენესი" სახლის პირობებში

როგორ მოვამზადოთ ნამდვილი საფირმო კონიაკი "ჰენესი" სახლის პირობებში

ჰენესი შეგვიძლია საუკეთესო კონიაკის ტიტულით დავაჯილდოვოთ. რათქმაუნდა მისი ფესვები საფრანგეთშია, ქალაქ კონიაკში, სადაც ყოფილი სამხედრო კაპიტანი - რიჩარდ ჰენესი დასახლდა. სახელის წარმოშობა საედან მოდის რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, ამიტომ ნამდვილი ჰენესი წარმოშობით ფრანგული პროვინციიდან უნდა იყოს, ასეთი დახვეწილი კონიაკის ფასი კი მთელი მსოფლიოს მაშტაბით საგრძნობლად მაღალია.

რჩევების რედაქცია გასწავლით როგორ მოამზადოთ შინ ამ უძვირფასესი კონიაკის ბიუჯეტური ვარიანტი, მთავარია — თქვენ ხედავთ რა შემადგენლობა შედის მასში, სწორედ ამიტომ ასეთი სასმელის ხარისხშიც შეგიძლიათ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ.

ახლა ვისაუბროთ კომპონენტებზე. ყველა ასეთი სახელგანთქმული კონიაკის შემადგებლობას რათქმაუნდა საიდუმლოდ ინახავენ და მისი გაჟონვა ფაქტიურად შეუძლებელია. თუმცა სასმელების მოყვარულები ფარ-ხმალს არ ყრიან და ინგრედიენტების კომბინაციებით შეძლეს მიეღოთ ნამდვილ ჰენესისთან მაქსიმალურად მიახლოვებული გემო.

ასეთი კონიაკის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
  • არაყი, სპირტი (გაზავებული) ან ჭაჭა — 1,5 ლიტრი
  • სურნელოვანი პილპილი (ბაჰარი) - 1 ერთეული (ბურთულა)
  • ცხარე შავი პილპილი ბურთულა - ასევე 1 ცალი
  • მიხაკი - 2 მარცვალი (2 ზე მეტი დაუშველებია)
  • შაქარი — 2 სუფრის კოვზი, მოთავიანების გარეშე (ზედმეტი საჭირო არ არის)
  • შავი ჩაი, დიდფოთლიანი - 1 ჩაის კოვზი
  • ლიმონის ცერდა - ნახევარი ჩაის კოვზი (გემოვნებით შეგიძლიათ მეტიც მიცეთ )


მომზადების და დაყენების წესი:
  1. მომზადების პრინციპი დიდად არ განსხვავდება სხვა ვარიანტებისგან, თუმცა ამ შემთხვევაში არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი - სუნელები(სანელებლები) ქილაში არ უნდა ჩაყაროთ, არამედ უნდა ჩაკიდოთ ტომარით ან უბრალოდ სუფთა ცხვირსახოცით.

    მნიშვნელოვანია: უმჯობესია გამოიყენოთ თეთრეულის ქსოვილი ან ბამბის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სინთეთიკური წარმოშობის.


  2. კარგად მოკარით თავი ტომარას და ჩაკიდეთ სპირტიან ქილაში.
  3. ქილა მოათავსეთ გრილ ადგილას 3 დღით და არ გვავიწყდება რომ შუქი მინიმალური უნდა იყოს.
  4. შემდეგ ამოიღეთ ტომარა და დააყენეთ ჩვენი სასმელი კიდევ 5 დღე, იდეალურ შემთხვევაში კი არანაკლებ 10 დღისა.


პატარა რჩევა! სტუმრები ვერაფერს მიხვდებიან ამ კონიაკის წარმომავლობის შესახებ თუ მასში მუხის ქერქს (საკმარისია 1 სუფრის კოვზი) და ვანილს(დანის წვერით) ჩაამატებთ. დატოვეთ კიდევ 15 დღით. ბოლოში, რომ გასაფილტრი არ გახდეს მუქის ქერქიც ტომარაში ან ცხვირსახოცით ჩაკიდეთ.

როდის დავლიოთ და რა მივატანოთ კონიაკ "ჰენესის"

სანამ არომატული სასმელით თრობას მოკიდებდეთ ხელს წინასწარ მოიმარაგეთ შესატანებელიც. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ორიგინალი კონიაკის მფლობელი არ ხართ ის ასევე შეგიძლიათ მიირთვათ აპერიტივის ან დიჟესტივის სახით. ვინაიდან სასმელი საკმაოდ ძლიერია, უმჯობესია ის მეორე კერძის შემდეგ მიირთვათ, თუმცა მადისთვისაც არ იქნება ცუდი.

განსაკუთრებული მოთხოვნები საკვებთან დაკავშირებით არ აქვს, მაგრამ უმჯობესია დაიცვათ მარტივი წესები — ეს არ უნდა იყოს ბოსტნეული და ბოსტნეულის სალათა.
რა მივატანოთ კონიაკ "ჰენესის" წესის მიხედვით: სასმელის სიძლიერის კომპესირებისთვის სასიამოვნოა ცხიმიანი საჭმელის მიტანება. ეს შეიძლება იყოს ოდნავ მარილიანი ორაგულის ნაჭერი ან თხის ყველი, ფუა-გრა, გრილზე მომზადებული კერძები და გამომშრალი დელიკატესები.


ასევე შეგიძლიათ მიატანოთ შავი შოკოლადი, დესერტი კენკრითა და ხილით. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ კონიაკის დახვეწილი გემო შესაძლოა გააფუჭოს ხახვმა ან ნიორმა, რომელიც შესაძლოა შედიოდეს სოუსების ან კერძების შემადგელობანში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.