» » » ხალხური მედიცინა სახსრების მარილებისგან გასაწმენდად უძველესი დროიდან იყენებს 3 უნიკალურ რეცეპტს

ხალხური მედიცინა სახსრების მარილებისგან გასაწმენდად უძველესი დროიდან იყენებს 3 უნიკალურ რეცეპტს

გირჩევთ, ამ პროცედურების დაწყებამდე ნაწლავები და ღვიძლი გაიწმინდოთ, ვინაიდან საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, კერძოდ, "გაუწმენდავი" ნაწლავები დაფნის ფოთლების ნახარშზე ზოგჯერ ალერგიულ რეაქციას ავლენს.
  • აიღეთ 5 გ დაფნის ფოთოლი, დააქუცმაცეთ, დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, 5 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გადმოდგით და უმალვე გადაასხით თერმოსში (ფოთლებიც ჩააყოლეთ). 4 საათის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და 12 საათის განმავლობაში ყლუპ-ყლუპად სვით (ერთბაშად დალევა არ შეიძლება, შესაძლოა სისხლდენა გამოიწვიოს. საერთოდ, თუ კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგია, ქოლეცისტიტი ან პანკრეატიტი გაწუხებთ, დაფნის ფოთლების ნაყენის მიღება თქვენთვის რეკომენდებული არ არის. უკიდურეს შემთხვევაში, ნაყენი შეგიძლიათ ცივი, ჭამიდან 10-15 წუთის შემდეგ მიიღოთ). ამ ხერხით სახსრების გაწმენდისას აუცილებელია წყლის კონტრასტული პროცედურების ჩატარება და ჰაერის აბაზანების მიღება. კურსი სამდღიანია. შემდეგ ერთი კვირით უნდა შეისვენოთ (ამ ხნის განმავლობაში წყლისა და ჰაერის აბაზანებს ნუ შეწყვეტთ) და კიდევ ერთი კურსი ჩაიტაროთ. პირველ წელიწადს სახსრები 3 თვეში ერთხელ გაიწმინდეთ, მომდევნო წელს კი ერთი ან ორი პროცედურაც საკმარისია.

  • სახსრების გასაწმენდად მეტად ეფექტურია შავი ბოლოკის წვენი. კარგად გარეცხილი, გაუფცქვნელი შავი ბოლოკი 20-30 წუთით ჩაუშვით კალიუმის პერმანგანატის ხსნარში, შემდეგ კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით, ჩახეხეთ და გამოწურეთ. წვენი მაცივარში თავდახურული ჭურჭლით უნდა შეინახოთ და დღეში 3-ჯერ (ნებისმიერ დროს) მიიღოთ 30-30 გრამი. ულუფის გაზრდა დაუშვებელია, ვინაიდან შესაძლოა ორგანიზმში არასასურველი ძვრები გამოიწვიოს. ერთ კურსზე 10 კგ ბოლოკის წვენი უნდა მიიღოთ. ამ პერიოდში რაციონიდან უნდა გამოირეცხოს ცხიმიანი და საფუვრიანი საკვები, კვერცხი, ხორცი, სახამებელი. კვება მაქსიმალურად ნატურალური უნდა იყოს.

  • ხალხური მედიცინა სახსრების გასაწმენდად უძველესი დროიდან იყენებენ ბრინჯს. ერთ ჭიქა ბრინჯს სამი დღე-ღამე ალბობენ წყალში, შემდეგ წყალს გადაასხამენ, ბრინჯს ასხამენ 2 ლიტრ ახალ წყალს და ხარშავენ, ვიდრე წყალი მთლიანად არ ამოშრება. ფაფას 4 თანაბარ ულუფად ყოფენ და თითოეულს დროის თანაბარი ინტერვალებით 20 წუთში მიირთმევენ, ოღონდ აუცილებლად ნახევარი ჭიქა წყლის მიღების შემდეგ. პირველ დღეს სასურველია 1 ჭიქა ასკილის ნაყენის მიღება, მეორე დღეს - 500 გ ჭარხლისა და ამდენივე ვაშლისა. 3-4 დღის შემდეგ პროცედურა უნდა გაიმეოროთ. განაგრძეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.
    აღნიშნული კურსის შემდეგ სახსრები გაციელებით მოძრავი და ელასტიკური ხდება, ხრჭიალი და უსიამოვნო შეგრძნებები ქრება.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.