» » » რომელი იატაკია უკეთესი: ფილები, კერამოგრანიტი, ლინოლეუმი თუ ლამინატი?

რომელი იატაკია უკეთესი: ფილები, კერამოგრანიტი, ლინოლეუმი თუ ლამინატი?

თუ ბინაში რემონტი გადაწყვიტეთ, აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვა: რა დააგოთ იატაკზე. რამდენი ადამიანიცაა, იმდენივეა აზრი: ვიღაცისთვის საკმარისია იატაკის კომფორტულობა და სისწორე, ვიღაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უსაფრთხოებას, სხვისთვის კი მნიშვნელოვანია გამძლეობა და ხელმისაწვდომი ფასი.
ლინოლეუმი თუ ვინილის ფილები, კერამოგრანიტი თუ კერამიკული ფილა, პარკეტი თუ ლამინატი? როგორ ავირჩიოთ? თუ ესთეტიკურ უპირატესობებს გამოვტოვებთ, შესადარებლად გვრჩება ფასი, გამძლეობა, თითოეული მასალის ღირსება და ნაკლი.

რა დავაგოთ იატაკზე
იატაკი სხვა ზედაპირებზე გაცილებით უფრო მეტად ექვემდებარება გახეხვას, დაბინძურებას, მექანიკურ დაზიანებებს, ამიტომ მას კარგი ფუნქციური მახასიათებლები უნდა ჰქონდეს. თუმცა, იატაკის საფარის არჩევანი სხვა ფაქტორებზეცაა დამოკიდებული.



მაგალითად, ფასი. ნატურალური ლამინატისა და მხატვრული პარკეტის უფლებას თავს ყველა როდი მისცემს, ამიტომ გვირჩევს იმის არჩევა, რაც ხელმისაწვდომია. ხანდახან, ბინაში ვერ აკეთებენ ბეტონის მოპირკეთებას, ვინაიდან დამატებითი ზეწოლა და სიმაღლე ჩნდება, რაც შესაძლო ავარიული სიტუაციის მიზეზი ხდება.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ოჯახის შემადგენლობაც. თუ სახლში ბევრი ბავშვია, გყავთ ცხოველები, აუცილებელია იატაკის შერჩევა პრაქტიკულობის, ჰიგიენისა და მარტივი დასუფთავების თვისებებით.

კერამიკული ფილა
კერამიკული ფილა(კაფელი, კაფელის ფილა) - ფილების ყველაზე გავრცელებული ვარიანტია. იგი წარმოადგენს თიხის, ქვიშისა და მინერალების ნარევს, რომლებიც გადაფარულია გლაზურით.


დადებითი მხარეები
  1. მარტივია მოსავლელად: იწმინდება ნებისმიერი სარეცხი საშუალებით;
  2. ტენიანობისა და ტემპერატურის ცვლილებების მიმართ მდგრადობა;
  3. უცვეთლობა, გამძლეობა.
უარყოფითი მხარეები
  1. რთულია მონტაჟი და შეცვლა;
  2. ხმის არასაკმარისი იზოლაცია;
  3. სიმყიფე: რაღაც მძიმე თუ დაეცემა, შესაძლოა გატყდეს;
  4. დამატებითი გათბობის გარეშე ფეხებზე შეგცივდებათ;
  5. შესაძლოა იყოს სრიალა და საფრთხისმომცველი, განსაკუთრებით ხშირად უცურდებათ ფეხი ბავშვებს.
კერამოგრანიტი
ეს ერთ-ერთი ყველაზე მყარი და ამტანი მასალაა. ამას მეტყველებს მისი დასახელებაც. კერამოგრანიტი იატალიაში გამოიგონეს 30 წლის წინ და დასაწყისში მხოლოდ სახალხო დაწესებულებებისთვის იყენებდნენ, სადაც ბევრი ხალხი იყო მუდმივად: სავაჭრო ცენტრები, აეროპორტები, სასტუმროები, სადგურები..


დადებითი მხარეები
  1. უაღრესად გამძლე, დიდი ხნით დარჩება ახალივით;
  2. ფილებზე უფრო გამძლეა, მასზე არ მოქმედებს მექანიკური დაბინძურება და აგრესიული ქიმიური საშუალებებით დამუშავებაც კი;
  3. მომსახურების ვადა 30 წელზე მეტია;
  4. მეტწილად არ სრიალებს.
უარყოფითი მხარეები
  1. ითხოვს პირველადი იატაკის გულმოდგინე დამუშავებას;
  2. მისი დაგება დამოუკიდებლად, დიდი ალბათობით, არ გამოგივათ, მოგიწევთ სპეციალისტის დაქირავება;
  3. აქვს მაღალი ფასი სხვა ფილებთან შედარებით;
  4. ძალიან ცივია.
ლამინატი
ლამინატი, როგორც იატაკის სახეობა, შვეციაში გამოიგონეს, მას ამზადებდნენ ლამინირებული პანელებისგან სამზარეულოს ავეჯისთვის. თვითონ სიტყვა ლამინატი ითარგმნება, როგორც "ფენოვანი მასალა". ლამინატი, როგორც წესი, 4-5 ფენისგან შედგება. ჩამკეტი სისტემის "ქვიქ სთეპ" წყალობით, მისი დაგება მარტივია დამოუკიდებლად.


დადებითი მხარეები
  1. დაბალი ფასი;
  2. გამძლეობა. მას არ აშინებს ქუსლები და შინაური ცხოველის ბრჭყალები'
  3. მარტივია დასალაგებლად;
  4. დიდი არჩევანია ფერებსა და ნახატებში;
  5. არ სრიალებს;
  6. თბილია.
უარყოფითი მხარეები
  1. შესაძლოა, შეიცავდეს ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც გათბობისას გამოიყოფა;
  2. ეშინია წყლის, რომელიც დაფებს შორის ნაკერებში ხვდება;
  3. ნახატი დროთა განმავლობაში იშლება;
  4. იაფი ლამინატი არ გამოირჩევა დღეგრძელობით;
  5. მოითხოვს იდეალურად სწორ ზედაპირს დასამონტაჟებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამკეტები გატყდება და იატაკი დაიწყებს ჭრაჭუნს.
ლინოლეუმი
მისი პრაქტიკულობა და დაბალი ფასი ძალიან პოპულარულს ხდის. დღეს გაყიდვაშია ლინოლეუმი მრავალფეროვანი ნახატებით, რომლებიც დეტალურად აკოპირებს ხეს ან ფილებს.


დადებითი მხარეები
  1. არ ეშინია წყლის. კარგად გადააქვს ტემპერატურისა და ტენიანობის ცვლილებები;
  2. მარტივია დასაფენად. არ მოითხოვს იდეალურად სწორ იატაკს;
  3. შეიძლება მასზე ფეხშიშველიც გავლა და არ შეგცივდებათ;
  4. მარტივია მოსავლელად, არ უფრთხის საწმენდ საშუალებებს;
  5. დაზიანებისას შეგიძლიათ "ცივი შედუღებით" შეაკეთოთ.
უარყოფითი მხარეები
  1. ლამინატის მსგავსად ისიც ხელოვნურია, რის გამოც შესაძლოა მავნე ნივთიერებებსა და ალერგენებს შეიცავდეს;
  2. ვერ მოერიდებით ნაკერებს. ისინი ხშირად ცილდება ერთმანეთს, მეტალის კუთხეები კი ყველას არ მოსწონს;
  3. რჩება ნაოჭები მძიმე ავეჯის ან ცხელი ნივთებისგან.
კვარც-ვინილი
ეს, ერთი შეხედვით, ლამინატის ანალოგია, რომელსაც მსგავსი ჩამკეტი სისტემა აქვს და იწარმოება კვარცხის ქვიშის ფქვილისა და პოლივინილქლორიდისგან. ევროპასა და აშშ-ში მიღებულია აღნიშნვა LVT(Luxury Vinyl Tile) - მდიდრული ვინილის ფილა.


დადებითი მხარეები
  1. გამძლეა ნაკაწრების, გახეხვისა და სხვა მექანიკური დაზიანებების მიმართ;
  2. არ ეშინია ტენიანობის;
  3. უზრუნველყოფს კარგ ხმის იზოლაციას;
  4. არ მოითხოვს ხშირ მოვლასა და წმენდას;
  5. მონტაჟი საკმაოდ მარტივია. ეს ფილა არ მოითხოვს დასაფენს, თვითონ მასალის დაჭრა კი ჩვეულებრივი მაკრატლით შეგიძლიათ. ასეთი იატაკის მომსახურების ვადა 10-30 წელია.
უარყოფითი მხარეები
  1. პრაქტიკულად არ იწვის, თუმცა მაღალი ტემპერატურის დროს გამოყოფს მავნე ნაერთებს;
  2. ითხოვს იდეალურად სწორ ზედაპირს;
  3. ნამდვილი კორეული კვარც-ვინილი ძალიან ძვირი ღირს.
თქვენ რომელ ფილას ამჯობინებდით და რატომ? გაგვიზიარეთ თვქენი გამოცდილება კომენტარებში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.