» » » შენახვის საინტერესო სისტემა მცირე ზომის ბინისთვის (როცა ძალიან პატარა ადგილი გაქვთ)

შენახვის საინტერესო სისტემა მცირე ზომის ბინისთვის (როცა ძალიან პატარა ადგილი გაქვთ)

იმისათვის, რომ სახლში კომფორტულად იგრძნოთ თავი, აუცილებელია თითოეული დეტალი ფუნქციონალურ და ესთეტიკურ როლს ასრულებდეს. ყოველდღიური გამოყენებისთვის ყველაფერი საჭირო კი კარადაში უნდა ელაგოს.
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბინაში კარადის ადგილი არ გაქვთ? იმისათვის, რომ მას შესაფერისი ადგილი მოუძებნოთ, პირველ რიგში, საჭიროა იმ სტერეოტიპზე უარის თქმა, რომ კარადა გაბარიტული ავეჯია, უნდა იდგეს მხოლოდ კედელთან და ნახევარი ოთახი უნდა დაიჭიროს. მეორეც, გამოიყენეთ ჩვენი რჩევები.

შენახვის საინტერესო სისტემა მცირე ზომის ბინისთვის (როცა ძალიან პატარა ადგილი გაქვთ)

როგორ შევარჩიოთ კარადა
მანამ, სანამ კარადას იყიდდეთ, უნდა იფიქროთ, რის შენახვას აპირებთ მასში, აიღოთ ზომები, შეარჩიოთ ფორმა და გააფორმოთ შეკვეთა. უფრო კარგი იქნება, თუ ამ დავალებას დიზაინერს მიანდობთ. გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რომლებიც მას შეგიძლიათ შესთავაზოთ.

  1. ეს ავეჯი შეგიძლიათ გამოიყენოთ ტიხარ-კედლად და კარადად ერთდროულად. კარებიან დახურულ დანაყოფში შეგიძლიათ დაალაგოთ საყოფაცხოვრებო ნივთები, ხოლო ნიშებში - დეკორატიული ელემენტები ინტერიერის მოსართავად.




  2. უამრავ ბინაში ცარიელია ადგილი ფანჯრებქვეშ. თუ ამ ადგილებში არ გაქვთ გამათბობლები, მისი გამოყენება მცირე კარადებისთვის შეგიძლიათ.


  3. კიდევ ერთი ვარიანტი - ფანჯარასთან ადგილის პერეფორმატირება სამუშაო სივრცედ, უამრავი თაროთი, კარადით თუ უჯრით.






  4. არ ვიტყვით უარს კარადის ტრადიციულ განლაგებაზე - კედლის გასწვრივ. ამასთან, თუ სარკიან კარებს გააკეთებთ, ვიზუალურად გაზარდოთ ოთახის სივრცე.


  5. ასევე, შეგიძლიათ აირჩიოთ კუთხური განლაგებაც, რითიც გაზრდით კარადის ტევადობას დამატებითი დანაყოფებით საწოლქვეშ.


  6. ფანჯარასთან სივრცე ყველანაირად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, დასასვენებელ ზონად.






  7. განსაკუთრებით აქტუალურია კარადის განლაგება სააბაზანოებში, სადაც ყველა სანტიმეტრი გათვლილია. ხშირად, ირჩევენ დაკიდული კარადის ვარიანტს სარეცხი მანქანის ზემოთ.


  8. მსგავსაც შეგიძლიათ მოიქცეთ ტუალეტშიც. ასეთ კარადაში საყოფაცხოვრებო ქიმიის, ტუალეტის ქაღალდის მარაგის და სხვა ნივთების შენახვა შეგიძლიათ.


  9. საძინებელში შეგიძლიათ ადგილი არამხოლოდ საწოლის გვერდით არამედ ზემოთაც გამოიყენოთ. პირველ რიგში, მასში საწოლის თეთრეულს, ბალიშებსა და საბნებს შეინახავთ.




  10. შეგიძლიათ კუთხის გარდერობიც გააკეთოთ, თუ ვერ ატევთ ტიპურ ოთხკუთხედ ვარიანტს. არასტანდარტული არატევადურს არ ნიშნავს.


  11. არ დაგავიწყდეთ აივანი და ლოჯიც. თუ ასეთი ადგილები გაქვთ, მათი გამოყენება გვერდული კარადების დასატევადაც შეგიძლიათ.

კარადის შერჩევა გაგიმარტივდებათ, თუ მისთვის ბინაში ადგილს შეარჩევთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.