» » » ანთების საწინააღმდეგო და სიბერის შემაჩერებელი ნიმის ზეთი

ანთების საწინააღმდეგო და სიბერის შემაჩერებელი ნიმის ზეთი

ნიმის თესლისგან ანტისეპტიკურ და დამატენიანებელ ზეთს ხდიან. იგი ინფექციების, კანზე გამონაყარისა და ანთებების სამკურნალოდ გამოიყენება.

სასარგებლო თვისებები:

ამშვიდებს კანს.
ნიმის ზეთში ანთების საწინააღმდეგო ორი კომპონენტია: ნიმიდინი და ნიმბინი. ორივე ებრძვის ეგზემასა და ფსორიაზს.

ებრძვის დაბერების ნიშნებს:
ნიმის ზეთი კანს ნაოჭების გაჩენისგან იცავს, ან არბილებს უკვე გაჩენილ ნაოჭებს.

ანტისეპტიკი.
ნიმის ზეთი სასარგებლოა ტუჩის ჰერპესისთვის. აგრეთვე აფერხებს უჯრედებში ვირუსის შესვლასა და დაინფიცირებას.

მწერების დამაფრთხობელი.
ზეთი ძლიერმოქმედი ინსექტივიდია. იგი ტილებისგან თმის გასუფთავებისა და კოღოების დამაფრთხობელი ბევრი ბუნებრივი საშუალების მთავარი კომპონენტია.

თესლის ზეთი

ნაყოფისა და თესლისგან მიღებული ზეთი ძლიერი ანტისეპტიკია. მცირე რაოდენობაც კი დიდი ხნით ინარჩუნებს ეფექტურობას.

თესლი

თესლი ძალიან შხამიანია და მისი უმად ჭამა არ შეიძლება. მისი მხოლოდ ზეთია სასარგებლო.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.