» » » როგორ მოვიცილოთ გამწვავებული ხველა: უძლიერესი ბუნებრივი საშუალებები თქვენს დასახმარებლად

როგორ მოვიცილოთ გამწვავებული ხველა: უძლიერესი ბუნებრივი საშუალებები თქვენს დასახმარებლად

ერთხელ გავცივდებით ან გრიპი შეგვეყრება და მერე მთელი კვირა ხველა გვაწუხებს.. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია. გრიპი იწვევს ხველის გამწვავებას და ორგანიზმს ფიტავს.
რეკლამირებული სიროფები და აბებიც ვერ გეხმარებათ? დროა, გაიხსენოთ ხალხური საშუალების შესახებ.

როგორ მოვიცილოთ მშრალი ხველა
ხველა ორგანიზმის ერთ-ერთი დამცავი ფუნქციაა, რომლის დახმარებითაც სუნთქვითი სისტემა იწმინდება მასში მოხვედრილი ნაწილაკებისა და დაგროვილი ლორწოსგან. მკურნალობის ძირითადი მიზეზია მშრალი მდგომარეობიდან სველში გადასვლა, ანუ ნახველის დაგროვება.
სველი ხველა უფრო პროდუქტიულად ითვლება. მშრალიდან სველ ხველაზე გადასული ხველის მკურნალობა შედარებით მარტივია. დაავადების სხვადასხვა გამოვლინების თავიდან აცილება შეგიძლიათ მედიკამენტური ან ხალხური საშუალებებით.
თუ ხველა არ გადადის 7 დღის ან მეტის განმავლობაში, ხოლო მკურნალობა არ გშველით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ხველის საწინააღმდეგო საშუალება
ინგრედიენტები
  • 1 ნაწილი სტაფილოს წვენი
  • 1 ნაწილი შავი ბოლოკი
  • 1 ნაწილი ჭარხლის წვენი
  • 1 ნაწილი კოწახურის წვენი
  • 1 ნაწილი თაფლი
  • 1 ნაწილი არაყი
მომზადება და გამოყენება
  • ყველა ინგრედიენტი შეურიეთ თანაბარი პროპორციებით.
  • მიიღეთ დღეში 3 ს.კ. ოდენობით, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  • თუ თირკმელკენჭოვანი დაავადება გაქვთ, დაიწყეთ დალევა 1 ჩ.კ.-თი.
ინგრედიენტების სამკურნალო თვისებები
ხველის სამკურნალო საშუალების თვისებები მისი ცალკეული ინგრედიენტების დამსახურებაა.


ნატურალური თაფლი, ცნობილი ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოსსაწინააღმდეგო თვისებებით, ყველა ანტიგრიპულ პროდუქტს შორის პირველ ადგილს იკავებს.


შავი ბოლოკი - მძლავრი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. ბოსტნეულის რბილობი შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს, ვიტამინებს, ეთერზეთებსა და ანტიბაქტერიულ კომპონენტს - ლიზოციმს.


სტაფილოს წვენი იდეალური ბუნებრივი საშუალებაა მშრალი ხველის წინააღმდეგ, რომლის მიღებას დასაშვებია ბავშვებისთვისაც კი. სტაფილოს წვენი აუმჯობესებს საჭმლის მონელებასა და მადას, აძლიერებს კბილებს, ზრდის იმუნიტეტს, დადებითად მოქმედებს კანისა და მხედველობის მდგომარეობაზე.


ჭარხლის წვენი ბუნებრივი ანტისეპტიკია. მასში არსებული ნივთიერებები დადებითად მოქმედებს ხორხისა და ბრონქების ლორწოზე, ამცირებს მათ შეშუპებას და კლავს ბაქტერიებს, რომლებიც იწვევს სისველის დაგროვებას.


კოწახურის წვენი, თაფლთან შერეული, არამხოლოდ ამოხველებასა და ბრონქიტთან ბრძოლაში გეხმარებათ, არამედ ზრდის იმუნიტეტს, რითიც შემდგომი გაციებისა დ აგრიპისგან გიცავთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.