» » » იხვი - საახალწლო სუფრის დედოფალი ამ წელს! აი, მისი მომზადების სწორი რეცეპტი ვაშლებით

იხვი - საახალწლო სუფრის დედოფალი ამ წელს! აი, მისი მომზადების სწორი რეცეპტი ვაშლებით

მთლიანი იხვის მომზადებას ნებისმიერი დიასახლისი როდი იკისრებს. უმრავლესობა ხომ ფიქრობს, რომ ფრინველი გამოვა მაგარი, სპეციფიკური სუნით. კლასიკური იხვი ვაშლით - ესაა კერძი, რომელიც სავსებით საწინააღმდეგოს ამტკიცებს: არომატული, რბილი, გამომცხვარი და უგემრიელესი ხორცი!

სწორი, ორიგინალური გამოცხოვა არამხოლოდ შებრაწულ ოქროსფერს მიანიჭებს იხვს, არამედ თქვენ ნამდვილ კულინარად გაქცევთ. ვაშლებიანი იხვის რეცეპტი ყველა დიასახლისის არსენალში უნდა მოიპოვებოდეს და დადის ჭორები, რომ მამაკაცებს ეს კერძი უფრო კარგად გამოსდით, თქვენ რას იტყვით?

ინგრედიენტები
  • 1 იხვი
  • 500 გ ვაშლი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით
  • 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 1 ც ლიმონი
მომზადება
  1. დაწურეთ ლიმონი, დაუმატეთ მარილი და წიწაკა.
  2. გარეცხეთ იხვი, გააშრეთ და შეაზილეთ ლიმონის მასა, გააჩერეთ 1 საათით.
  3. მწვანე ვაშლები დაჭერით მსხვილად, მოაშორეთ გულები. გატენეთ იხვის გულ-მკერდი ვაშლებით, მოკერეთ მყარი ძაფებით.
  4. შეახვიეთ ფრთები ფოლგაში, რათა არ დაგეწვათ. წაუსვით საცხობ ფორმას ცოტაოდენი ზეთი, მასზე მოათავსეთ იხვი გულაღმა და შედგით ღუმელში ორი საათით. აცხვეთ 200 გრადუსზე.
  5. დროდადრო მორწყეთ იხვი საცხობ ფორმაზე გადმოსული წვენებით. მომზადებამდ 1 საათით ადრე შეამცირეთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე, ნახევარი საათით ადრე კი მოხსენით ფოლგა.
გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.