» » » დააწყნარეთ და გამოკვებეთ მშრალი ხელები ამ ადვილად გასაკეთებელი ხელის სკრაბით.

დააწყნარეთ და გამოკვებეთ მშრალი ხელები ამ ადვილად გასაკეთებელი ხელის სკრაბით.

ეს სკრაბი შეიცავს ამქერცლავ დაფქულ ბრინჯსა და პემზის ფხვნილს, რაც მყარ, თუმცა ნაზ კონსისტენციას იძლევა. ნუშის ზეთი მკვებავია და ზეითუნის ზეთთან შერეულს შეუძლია დაარბილოს, დაამშვიდოს, განკურნოს და დაიცვას კანი. როზმარინის ეთერზეთის მასტიმულირებელი მოქმედება შესანიშნავია დაღლილი და გადაქანცული კუნთებისთვის.

ინგრედიენტები:

როზმარინის ეთერზეთი
მაცოცხლებელი და დამათბობელი, ეს ზეთი შესანიშნავია გადაღლილი ხელებისთვის.

ზეითუნის ზეთი
ეს ზეთი კვებავს, არბილებს, ამშვიდებს, იცავს და კურნავს კანს.
დააწყნარეთ და გამოკვებეთ მშრალი ხელები ამ ადვილად გასაკეთებელი ხელის სკრაბით.
ნუშის ზეთი
ეს მკვებავი და ანთების საწინააღმდეგო ზეთია.

პემზის ფხვნილი
ეს სახეხია, რომელიც მკვდარ კანს აცილებს და აცოცხლებს.

დაფქული ბრინჯი
ნაზი სახეხია კანის მკვდარი უჯრედების მოსცილებლად.

50 გრამი დასამზადებლად საჭიროა:

ინგრედიენტები:
  • 1 ს/კ დაფქული ბრინჯი
  • 1 ს/კ პემზის ფხვნილი
  • 1 ს/კ ნუშის ზეთი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 10 წვეთი როზმარინის ზეთი

მომზადების წესი:
მოათავსეთ ინგრედიენტები თასში და კარგად მოურიეთ.
კოვზით გადაიტანეთ სტერილურ ქილაში და დაახურეთ თავსახური. შეინახეთ გრილსა და ბნელ ადგილას. ინახება 3 თვე.

გამოყენების წესი:
შეიზილეთ ხელის კანში. ყურადღება მიაქციეთ გამომშრალ და ჭუჭყიან ადგილებს. გადაივლეთ თბილი წყალი. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ ხელის საცხი.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.