ასევე, არსებობს უამრავი ხალხური საშუალება, რომელთა დახმარებითაც შეამცირებთ სისხლში ქოლესტერინის დონეს. ჩვეულებრივ, ინგრედიენტების კომბინაცია იმდენად უჩვეულოა, რომ მათი გასინჯვაც კი არ შეგვიძლია ხოლმე. ამჯერად, ჩვენ მოვამზადეთ საკმაოდ მარტივი და წარმატებული რეცეპტი ეფექტური და, რაც მთავარია, გემრიელი ხალხური საშუალებისა ქოლესტერინის წინააღმდეგ.
ციტრუსის მარმელადი ქოლესტერინის წინააღმდეგ
ექიმები ამტკიცებენ, რომ ფორთოხლის, გრეიფრუტისა და ლიმონის ტკბილეულს შეუძლია, სისხლში მავნე ქოლესტერინის დონე შეამციროს. ასევე, შინ მომზადებული მარმელადი შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინსა და ცელულოზას, რომელთა წყალობითაც გათავისუფლდებით ყაბზობისგან და გაიწმენდთ ნაწლავებს.
ამასთან, ცედრა - ანტიოქსიდანტებისა და ფლავანოიდების ძვირფასი წყაროა. იტყვით, უბრალო მარმელადიო და როგორი სასარგებლოა! ჩაიწერეთ რეცეპტი და მიიღეთ სიამოვნება მკურნალობის პროცესისგან.
ინგრედიენტები
- 2 ლიმონი
- 1 ფორთოხალი
- 1 გრეიფრუტი
- 600 გ შაქარი
- 2.5 ჭიქა წყალი
მომზადება
- გარეცხეთ ციტრუსი, დაწურეთ წვენი, მოხსენით კანს თეთრი ზოლები და მხოლოდ ისინი დაჭერით.
- შეახვიეთ მარლაში თესლი და ბოჭკოები, მოათავსეთ ქვაბში ცედრასთან ერთად, დაასხით დაწურული წვენი და წყალი. ხარშეთ ინგრედიენტები ნელ ცეცხლზე 20 წუთის მანძილზე.
- ამოიღეთ ქვაბიდან მარლა, დაუმატეთ შაქარი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე გასქელებამდე.
- როგორც კი სითხე გაბლანტდება, ჩაასხით მშრალ ფორმებში. შეინახეთ მარმელადი მაცივარში თავდახურული,
სასარგებლო ტკბილეული მზადაა. დღეში შეგიძლიათ 150 გ მარმელადი მიირთვათ. ქოლესტერინის შესამცირებელი ასეთი საშუალება უკუჩვენებულია მათთვის, ვისაც დიაბეტი აქვს.