ხილისა და კენკრის უმრავლესობა შეიცავს პექტინს, რომელის სისხლში საერთო ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ოჯახის პირობებში შეგიძლიათ მოამზადოთ იმგვარი დესერტები, რომლებიც თან გემრიელია და თან სასარგებლო.
გარგრის პასტილა
მწიფე გარგარს კურკები გამოაცალეთ, ცოტა წყალში ნელ ცეცხლზე მოხარშეთ და სახეხზე გახეხეთ. მიღებული პიურე აწონეთ და დაუმატეთ თაფლი 1:1 პროპორციით. ნარევი ხარშეთ ნელ ცეცხლზე მანამ, სანამ ჭუჭლის კედლებს არ მოსცილდება მთელ-მთელ ნაჭრებად. მზა პასტილა გადმოიღეთ ზეთწასმულ ფურცელზე და გააბრტყელეთ 1 სმ. სისქეზე, გამოაშრეთ ნელთბილ ჰაერღუმელში ჯერ ერთი, შემდეგ მეორე მხრიდან (გადმოაბრუნეთ). შემდეგ პასტილა შეახვიეთ რულეტად და შეინახეთ მშრალ, განიავებულ გარემოში.
შავი (ან წითელი) მოცხარის პასტილა
გასუფთავებული დამუშავებული და გარეცხილი კენკრა ჩაყარეთ ემალის ჭურჭელში, დაასხით წყალი (წყალი კენკრის წონის 15% უნდა იყოს) და მოხარშეთ, გახეხეთ უჟანგავ სახეხზე, აურიეთ შაქარში ( 1 კგ. კენკრის პიურეზე აიღეთ 0,5-0,6 კგ შაქარი) და კარგად ათქვიფეთ. ამის შემდეგ მოხარშეთ (ხშირად ურიეთ) სქელი არაჟნის კონსისტენციამდე. შემდეგ მოხარშული მასა გადაიტანეთ ხის სუფთა ჯამებში, რომელშიც წინასწარ ჩააფინეთ ცხიმწასმული სუფთა ქაღალდები და შედეთ ჰაერღუმელში გამოსაშრობად. პასტილა შეინახეთ ამავე ჯამებში.
ალუბლის მარმელადი.
გამოაცალეთ კურკები ალუბალს იმ ჭურჭლის თავზე, რომელშიც უნდა მოხარშოთ მარმელადი (რათა წვენი არ დაიკარგოს). ხარშეთ ალუბალი მაღალ ცეცხლზე შესქელებამდე (უწყლოდ და უშაქროდ). გამოდმოდგმამდე უკვე სქელ მასაში ჩაყარეთ შაქარი (2,5 კგ. კენკრაზე 1 კგ. შაქარი) და ხარშეთ კიდევ უფრო მეტად შესქელებამდე. ცხელ-ცხელი მარმელადი ჩაასხით ქილებში. როდესაც ქერქი წარმოიქმნება, დაახურეთ საფარებლები.
მოცვის მარმელადი
მოცვი შეაცხელეთ ნელ ცეცხლზე იქამდე, სანამ წვენით დაიფარება, გახეხეთ და შეურიეთ შაქარი (1 კგ. მოცვზე 600 გრამი შაქარი) და ხარშეთ, მანამ, სანამ მასა იოლად მოსცილდება ჭურჭლის ძირს და კედლებს. ამის შემდეგ გადმოიღეთ პერგამენტ გადაფარებულ ტაფაზე და გამოაშრეთ შემთბარ ჰაერღუმელში, მოაყარეთ შაქრის პუდრი და დაჭერით ფიგურული საჭრელით. შეინახეთ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში ცივ და მშრალ ადგილას.
ეს უნდა იცოდეთ
ქოლესტერინის ნორმის გასაკონტროლებლად საჭიროა ყოველ ნახევარ წელიწადში სისხლის სპეციალური ანალიზის გაკეთება და თუ საჭიროა, ექიმს უნდა მიმართოთ.