» » "ამიტომ მიდევს ცოცხი კუთხეში თავდაყირა" - მდიდარმა ბებიამ საშინაო მაგიის საიდუმლო გაგვანდო

"ამიტომ მიდევს ცოცხი კუთხეში თავდაყირა" - მდიდარმა ბებიამ საშინაო მაგიის საიდუმლო გაგვანდო

მე მიყვარს სტუმრად წასვლა, უფრო მეტად კი ადამიანებზე დაკვირვება და უჩვეულო ისტორიების მოსმენა მომწონს. ერთხელ, მეგობარმა თავისი ბებიის სახლის დალაგებაში მთხოვა დახმარება. წასვლამდე კი გამახსენდა: "მზად იყავი უჩვეულობებისთვის - ბებიას თავისი ჩვეულებები აქვს, ნანახს გულთან ახლოს ნუ მიიტანო."



ჩვევები და ცრურწმენები
თავიდან ვიფიქრე: რით უნდა გამაოცოს ჩვეულებრივმა ბებიამ, რომელსაც დახმარება სჭირდება? არაუმეტეს ნაგვის ბორცვები და დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება.. სახლის დანახვისას აზრი შევიცვალე. დიდებული შენობა, შესანიშნავი ეზო და სიმწვანე. დიასახლისი უძლურად სულაც არ გამოიყურებოდა, პირიქით, იგი ენერგიითა და ძალებით სავსე მოხუცი ქალბატონი იყო.


პირველი, რაც ზღურბლზე დავინახე, იყო არა კატა ან ძაღლი, არამედ ცოცხი, რომელიც თავდაყირა იდგა. ამაზე ფიქრები არ მასვენებდნენ, ვინაიდან მთელი სახლი ასეთი უცნაურობებით იყო სავსე. გადავწყვიტე, ბებიასთვის მეკითხა მათ შესახებ. პასუხი შესანიშნავი იყო: "გინდა იყო, როგორც მე, ცხოვრობდე უზრუნველად? დაივიწყე ყველაფერი, რაც აქამდე იცოდი. მე მოგიყვები გამოთქმებსა და ჩვევებს, რომლებიც შენს ცხოვრებას შეცვლის."


ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ირგვლივ აუხსნელი რაღაცები ხდება. ბედი, შემთხვევითობა თუ კანონზომიერება? დღეს რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ რომელი ხალხური ჩვევები მოგიტანთ იღბალს. დაგვიჯერებთ თუ არა, თქვენი პირადი საქმეა.
ცოცხი მნიშვნელოვნად ჩამორჩება თავისი ფუნქციით მტვერსასრუტსა და სპეციალურ ჯოხებს, თუმცა ჩვენ გირჩევთ, იქონიოთ სახლში ასეთი ნივთი. პატარა ცოცვი, რომელიც კუთხეში თავდაყირა იდგება, დიდ როლს შეასრულებს თქვენს ოჯახში. ახლა უკვე იყიდება სუვენირები ცოცხით, თორემ 100 წლის წინ ჩვეულებრივი ცოცხი ეკიდა ყველგან.


ცოცხს დემონური საწყისი აქვს, მას ფრთხილად და სწორად უნდა მოექცეთ, მაშინ იგი ბოროტისგან დაგიცავთ. იმისათვის, რომ დიასახლისის აქსესუარი თილისმად აქციოთ, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები.

როგორ გარდავქმნათ ცოცხი თილისმად
  1. შეიძინეთ სორგოთი დაწნული ცოცხი. საუკეთესო დღე შეძენისთვის არის მამაკაცური (ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი). სასურველია, გამყიდველიც მამაკაცი იყოს. ცოცხი აუცილებლად უნდა მოსწონდეს თავის პატრონს, ამიტომ შეარჩიეთ ყველაზე ლამაზი. ვაჭრობა აკრძალულია! რა ფასსაც გამყიდველი დაასახელებს, იმდენივე გადაიხადეთ.


  2. სახლში მოუწყვეთ ცოცხს აბაზანა - ჩაალბეთ 2 საათის მანძილზე მარილიან მდუღარეში და აცადეთ გაშრობა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ეს ეშმაკობა თქვენი დამხმარეს სიცოცხლეს გაახანგრძლივებს.
  3. როგორც კი ცოცხი გაშრება, ჩაიფიქრეთ სურვილი და მოგავეთ სახლი. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ დალაგება.
  4. ყოველთვის დაიწყეთ ოთახის მარცხენა კუთხიდან ცენტრისკენ. ასე იღბალს თქვენს სახლში დატოვებთ და არ გადაყრით ზღურბლს იქეთ.
  5. დალაგების შემდეგ ყოველთვის დადეთ ცოცხი სახელურით ქვემოთ, ზღურბლთან, მარცხენა კუთხეში. სხვა ადგილასაც შეგიძლიათ შეინახოთ, ოღონდ აუცილებლად თავდაყირა.


  6. არასდროს არ მისცეთ სხვას უფლება, მოგავოს თქვენს სახლში.
  7. თუ ცოცხი გაფუჭდა, არ დაწვათ სახლის ღუმელში ან ბუხარში, არც სახლთან ახლოს გადააგდოთ. გადაუხადეთ მადლობა დახმარებისთვის, წაიღეთ გზაჯვარედინზე ან მოშორებულ ნაგვის ურნაში. იმავე დღეს იყიდეთ ახალი და გაიარეთ იგივე პროცედურები.
  8. ამბობენ, რომ ცოცხში სახლის ფუძის სული ცხოვრობს. ამიტომ, იგი ყოველთვის სუფთად გქონდეთ და არ შეუცვალოთ ადგილი. რაც უფრო კარგად ინახება ცოცხი, მით უფრო ძლიერია იგი.


  9. სახლში მხოლოდ ერთი სადიასახლისო ცოცხი უნდა იყოს, რომლითაც მოგვით.
  10. არ შეიძლება სახლის დაგვა მზის ჩასვლის შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლიდან იღბალს გაიტანთ.
  11. კატეგორიულად დაუშვებელია ადამიანზე ცოცხის გასმა, დაუქორწინებელი ადამიანისთვის ეს სამარადისო მარტოობას მოიტანს. თუმცა, ბავშვებისა და მოზარდებისთვის შეიძლება, ეს მათ სიზარმაცეს დააფრთხობს.
  12. ცოცხის შესაცვლელად საუკეთესო დრო ახალი წელია.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.