ახლა რომ მსგავსი ბარათის დამზადება ეთხოვათ, ამ სახლს დავბეჭდავდი! მოკრძალებული 96 წლის ბებიამ ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული სახლის გაყიდვა გადაწყვიტა. ეს მხოლოდ შენობის გარე ფასადზე შეიძლება ითქვას! უმაგრესი, რომელიც შიგნიდან შეიძლება ნახოთ - შეუდარებელი გემოვნების ადამიანის გარჯის შედეგია. ნამდვილი ანტიკვარიატი!
დიდებული ინტერიერი
1. შემოსასვლელი პასტელურ ფერებში. პირველი შთაბეჭდილება - ყველაზე მნიშვნელოვანია და თქვენ შედიხართ ამ სახლში შეჩერებული გულით.
2. 50-იანი წლების მოდური შარმი ხელუხლებლად შენარჩუნებული! ეს სავარძელი ვარდის კვირტებს როგორ მაგონებს, აქ ფუტკრის დასმა მოგინდება!
3. აქ ყველაფერი ჰარმონიულად არის. ყველა წვრილმანი დეტალი დღესასწაულის განწყობას ქმნის. ყოველი ოთახი - ცალკე სამყაროა!
4. ასეთ სამზარეულოში დღის დაწყებას ვისურვებდი! შეუდარებელია...
5. კუთხე ვარდისფერში. აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ, შემოქმედებით დაკავდეთ, ან მეგობრებთან ისაუბროთ! მოხუცი ბებო აქ ბევრ დროს ატარებდა!
6. იასამნისფერი - ამ პატივსაცემი ქალის მეუღლის საყვარელი ფერი. საძინებელში ეს ფერი შეუდარებლად ჩანს!
7. კიდევ ერთი საძინებელი, ვარდისფერი. ისეთი შეგრძნება გაგიჩნდებათ, თითქოსდა კრემიანი ნამცხვრის შიგნით ხართ.
8. სააბაზანო ოთახი, სადაც დიდხანს დარჩენის სურვილი გაგიჩნდებათ. სანთლების მსგავსი ნათურები ძალიან მომეწონა.
9. აღფრთოვანებას ვერ ვმალავ! ეს ოთახი თამამად შეიძლება გამოყენებულ იქნას ფილმის გადაღებისთვის: დეკორაციები და არა ინტერიერი!
10. აბსოლუტურად სუფთა სამრეცხაო. ჩანს, რომ დიასახლისი, სახლს სათანადოდ უვლიდა!
11. ბაღშიც ყველაფერი შესანიშნავად არის! მოვლილი მცენარეები სამოთხის მსგავს სახლს შესანიშნავ შთაბეჭდილებას ამატებენ. ასეთ სახლში ცხოვრებას ისურვებდით?
წიგნი ყდით არ შეაფასოთ? ეს გამოთქმა ამ სახლის შეუდარებელ ინტერიერს ზუსტად შეესაბამება. ეს სილამაზე თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ.