თუ თქვენი ბოტები ან ბოტასები უკვე დაზიანებულია და აღარ ღირს მათი გადამალვა, მოუფრთხილდით სტუმრების ფესახმელს მაინც.
რამდენად პატარაც არ უნდა იყოს სახლის შესასვლელი, მასში აუცილებლად უნდა იდგეს ფესახმლის შესანახავი თარო. რჩევების რედაქცია გაგაცნობთ 7 მარტივ და მოდურ იდეას ფესაცმლის შესანახავად ისე, რომ სივრცე არ მოიკლოთ.
ფეხსაცმლის შესანახავი ადგილები საკუთარი ხელით
- პუფი
კომპაქტური გაბარიტებისა და მობილურობის წყალობით, ფეხსაცმლის პუფები ძალიან მოთხოვნადია, ამასთან, ისინი შესანიშნავად უხდება ინტერიერს და ასრულებს სკამის ფუნქციას შემოსასვლელში.
ამ სასარგებლო ნივთის შექმნის უამრავი მეთოდი არსებობს: პლასტმასის ბოთლებისგან, ფანერებისგან, ძველი ყუთებისა და საბურავებისგანაც კი. მთავარი ისაა, რომ პუფის შექმნას სულ ცოტა დრო და ფული დასჭირდება, სახლს კი დაამშვენებს. - პალეტი
ძველი პალეტისგან ნებისმიერ რამეს გააკეთებთ, მთავარია მხოლოდ სურვილი და ფანტაზია. მოსახერხებელი ფეხსაცმლის შესანახავი თაროც არაა გამონაკლისი. უბრალოდ გააპრიალეთ ზედაპირი, შეღებეთ და დადეთ მოსახერხებელ ადგილას. - ხის ყუთები
კიდევ ერთი ვარიანტი ფეხსაცმლის შენახვისთვის არის ხის ყუთები. აიღეთ რამდენიმე ყუთი, გააპრიალეთ და შეღებეთ. შემდეგ დადგით ერთმანეთზე და შეალაგეთ მასში საყვარელი ფეხსაცმელები. - ვიწრო კარადა
საფეხსაცმლე "სლიმ" ფორმატში ოპტიმალურია პატარა დერეფნებისთვის, სადაც თითოეული კვადრატული სმ მნიშვნელოვანია. მართალია, ვიწრო და კომპაქტურ კარადაში ფეხსაცმელი ვერტიკალურად ინახება, რამაც, შესაძლოა, მას ფორმა გაუფუჭოს.
ამასთან,დაგჭირდებათ ადგილი ფეხსაცმლის აქსესუარებისთვის, თუმცა ასეთი ვიწრო კარადა მოსახერხებელი და ლამაზიცაა. - ბანკეტკა ფეხსაცმლის თაროთი
რომელ მაღაზიაშიც არ უნდა შეხვიდეთ, დაგხვდებათ შემოსასვლელისთვის ბანკეტკების უდიდესი არჩევანი: თაროებით, უჯრებით. თითოეული მწარმოებელი ამ ფუნქციონალური ნივთს აფორმებს თავისივე გემოვნებით, თუმცა როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ შესაფერის ბანკეტკას ვერ ვპოულობთ?
რა თქმა უნდა, თვითონ უნდა გააკეთოთ! ბანკეტკის აგებულება ძალიან მარტივია - ეს განიერი, დაბალი ტაბურეტია რბილი დასაჯდომით. ბანკეტკის გაკეთება ყველას შეუძლია, ამასთან, დაუმატეთ თაროები ფეხსაცმლისთვის. - პვხ-მილები
თუ ფეხსაცმლის ლამაზად შენახვის სურვილი გაქვთ, ხარისხიანი მასალისთვის კი ფული არ გყოფნით, მოამზადეთ საფეხსაცმლე ადგილი კანალიზაციის ტრუბებისგან. თქვენ მხოლოდ გაჭრა, გაპრიალება და შეწებება დაგჭირდებათ. ასეთი ორიგინალური კონსტრუქცია შეინარჩუნებს სახლში სისუფთავესა და წესრიგს ზედმეტი ხარჯის გარეშე. - საშრობი
ეს მარტივი და კარგი გადაწყვეტილებაა ფეხსაცმელების შესანახავად. მითუმეტეს, საშრობის დამზადება თავადაც შეგიძლიათ, უბრალოდ შეაწებეთ რამდენიმე მილი და ქვემოთ დაუდგით დაფა, რათა იქ სითხე და სიბინძურე მოგროვდეს, რომლებიც ფეხსაცმელებზეა დარჩენილი.