» » » ღვიძლის გაწმენდა და მისი ყველა ფუნქციის აღდგენა მარტივია: სულ რამდენიმე ყლუპი

ღვიძლის გაწმენდა და მისი ყველა ფუნქციის აღდგენა მარტივია: სულ რამდენიმე ყლუპი

ღვუძლი ჩვენი ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი და ერთადერთი ორგანოა, რომელიც აღდგენას ექვემდებარება. თუმცა, თუ მას ყურადღებას არ დაუთმობთ, დაზიანდება სხვა ორგანოებიც, რომელთა ფუნქციონირებაც დამოკიდებულია ღვიძლზე, ყველაფერი კი თქვენს ჯანმრთელობას ბუმერანგივით ავნებს.

"შეიწყალეთ ღვიძლი. მასზე სხვა ორგანოების არსებობაა დამოკიდებული. გახსოვდეთ, მასში ყველა საფუძველის საფუძველია ჩადებული. ღვიძლის ჯანმრთელობა - ორგანიზმის ჯანმრთელობაა" - წერდა შუასაუკუნეების მეცნიერი და მკურნალი ავიცენა ბუნებრივი ფილტრის მნიშვნელობის შესახებ ჯანმრთელობისთვის.


ადამიანების უმეტესობა ამბობს: "ღვიძლი არ მტკივა". და ეს მართალია, ღვიძლი რომც ნადგურდებოდეს, არ გტკივათ, რადგან მასში ნერვული დაბოლოებები არაა. ჩვენ მხოლოდ სიმძიმესა და დისკომფორტს ვიგრძნობთ, როცა გადიდებული ღვიძლი მეზობელ ორგანოებს ავიწროებს.


რჩევების რედაქცია გთავაზობთ ღვიძლის გასაწმენდ მოძველებული მეთოდის რეცეპტს, რომელიც მარტივად და სწრაფად მზადდება საშინაო პირობებში. სცადეთ და თქვენი ორგანიზმი მადლობას გეტყვით.

ღვიძლის წმენდა საშინაო პირობებში
სიმძიმე საკვების მიღების შემდეგ, ტკივილი გვერდის არეში, სისუსტე, ქოშინი? დროა, ღვიძლი გაიწმინდოთ. გააკეთეთ ეს მოსავლის აღებისთანავე, რადგან ჭარხალში ამ დროს სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმალური რაოდენობაა თავმოყრილი. ეცადეთ, გამოიყენოთ თქვენ მიერ მოყვანილი ბოლქვები სასუქისა და ქიმიკატების გარეშე.

ინგრედიენტები
  • 1 ჭიქა დაჭრილი ჭარხალი
  • 1/2 ჭიქა ქიშმიში
  • 1 ლიმონის წვენი
  • 2 ჭიქა წყალი
მომზადება
  1. გათალეთ და დაჭერით ჭარხალი პატარა კუბებად.


  2. ჩაასხით წყალი ქვაბში და აადუღეთ. ჩაყარეთ ქიშმიში და ჭარხალი.
  3. გამორთეთ ცეცხლი, დაახურეთ ქვაბს თავი და გააჩერეთ 45-60 წუთით.
  4. ათქვიფეთ გაგრილებული მასა ბლენდერში და დაუმატეთ ლიმონის წვენი.


  5. კიდევ ერთხელ ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და გაწურეთ მარლაში.


  6. ღვიძლის ბუნებრივი ელექსირი მზადაა. მიიღეთ სასმელი დღეში ორჯერ, 200 მლ ოდენობით დილით უზმოზე და სადილის წინ.

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ამ მეთოდსაც აქვს უკუჩვენებები:
  1. თირკმლების დაავადებები და ართრიტი
    ჭარხალი შაველევის მჟავას შეიცავს, რომელიც უკუჩვენებულია ამ დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.
  2. ჰიპოტონია
    ჭაფრხლის სასმელები ამცირებს არტერიულ წნევას, რაც ნეგატიურად აისახება ჰიპოტონიკის ჯანმრთელობაზე.
  3. სისხლში შაქრის მომატებული დონე
    ჭარხალი შეიცავს შაქარს, რომელიც გაზრდის დიაბეტის გაჩენის რისკს.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.