» » » ხალხურ მედიცინაში წიწმატურას ნაყენს იყენებენ სისხლჩაქცევებისა და ფარული სისხლდენის შემაჩერებელ, სისხლის აღმდგენ საშუალებად.

ხალხურ მედიცინაში წიწმატურას ნაყენს იყენებენ სისხლჩაქცევებისა და ფარული სისხლდენის შემაჩერებელ, სისხლის აღმდგენ საშუალებად.

წიწმატურა ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახიდან, სიმაღლით 20-30 სმ, წვრილი თითისტარისებრი ფესვით. ქართლში მას ხაჭმაჭიჭას, რაჭაში ხარიკბილას ეძახიან. ღერო სწორმდგომია, სუსტადდატოტვილი, ძირში უბრალოდ შებუსული ან ტოტისებური ბეწვებით. ღეროს ქვედა ნაწილში ფოთლები ყუნწიანია, ფრთისებრდანაკვთული.
წიწმატურა ყვავილობას იწყებს აპრილ-მაისში და ყვავის ზაფხულის განმავლობაში. ნაყოფი მწიფდება მთელი ვეგერაციის პერიოდში;
წიწმატურა სარეველა ბალახია და გავრცელებულია მთელს საქართველოში გზისპირებსა, მინდვრებზე, დანაგვიანებულ ადგილებში. მისი ასეთი ფართო გავრცელება განპირობებულია იმით, რომ ერთ ინდივიდს ზაფხულის განმავლობაში 3-5 თაობის მოცემა შეუძლია.
აგროვებენ წიწმატურას მიწისზედა ნაწილებს ყვავილობის დროს, მშრალ ამინდში, როდესაც დილის ნამი შემშრალია. მცენარეს ჭრიან მაკრატლით ან სეკატორით. დაუშვებელია თესლიანი ნედლეულის შეგროვება. აშრობენ ჩრდილში, ფარდულში ან თუნუქის სახურავიან სხვენებზე, კარგი ვენტილაციის პირობებში.

წიწმატურა შეიცავს სათრიმლავ ნივთიერებებს, ვაშლის, ღვინის მჟავებს, ქოლინს, აცეტიქოლინს, ვიტამინს, ასკორბინის მჟავას საპონინებს.
ხალხურ მედიცინაში წიწმატურას იყენებენ სისხლჩაქცევებისა და ფარული სისხლდენის შემაჩერებელ, სისხლის აღმდგენ საშუალებად. რეკომენდირებულია მისი გამოყენება საშვილოსნოს მუსკულატურის ტონუსის ასამაღლებლად, კუჭის წყლულის, შარდის ბუშტის ანთების, ნაღვლის ბუშტის, თიკმელების კენჭოვანი დაავადების, ტუბერკულოზის, ბუასილის, შარდშეუკავებლობისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლის დროს.

წიწმატურისგან ნაყენის მოსამზადებლად 30 გრ წიწმატურას ბალახს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და მიიღეთ დღეში 4-ჯერ თითო სუფრის კოვზი, ან ყოველი 2-3 სთ-ის შემდეგ. 4 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ნედლ წიწმატურას, ან 10-20 გრ ხმელ წიწმატურას, დაასხით 3 ჭიქა მდუღარე და მიიღეთ 100-100 გრ ყოველ 2-3 სთ-ში ერთხელ.

განსაკუთრებით ეფექტურია ნედლი წიწმატურას ცივი ნაყენი (ბულგარული მედიკოსების ცნობით). 6 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ წიწმატურას დაასხით 4 ჭიქა წყალი, დადგით 8 სთ, გადაწურეთ, დალიეთ 1 დღის განმავლობაში.
მათივე მონაცემებით ბულგარულ ხალხურ მედიცინაში მენორაგიის დროს გამოიყენება შემდეგი ნარევი:
აიღეთ წიწმატურას, მრავალძარღვას, შვიტას, ბარისპირას ფოთლები და ყვავილები, თრომლის ფოთლები, 50 გრამი თითოეული ბალახის; 2 სუფრის კოვზი ნარევი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 500 მლ მდუღარე, ადუღეთ თავდახურული წყლის აბაზანაში 10 წთ-ის განმავლობაში, გადაწურეთ და გააცივეთ. დალიეთ თითო ყავის ჭიქა.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.