» » » ეს ზეთი აახალგაზრდავებს მზისგან დაზიანებულ და სიბერეშერეულ კანს.

ეს ზეთი აახალგაზრდავებს მზისგან დაზიანებულ და სიბერეშერეულ კანს.

კიტრისუნასგან მიიღება ზეთი, რომელშიც უხვადაა გამა-ლანოლეის მჟავა. ეს უკანასკნელი კი ანთების საწინააღმდეგო უცვლელი ცხიმმჟავაა. იგი აახალგაზრდავებს მზისგან დაზიანებულ და სიბერეშერეულ კანს. საბაზისო ზეთს დაუმატეთ ძალიან ცოტა კიტრისუნას ზეთი (2-10%) და გამოიყენეთ.

სასარგებლო თვისებები:

ამშვიდებს კანს.
ოლეინის, პალმისტანისა და სტეარინის ცხიმოვანი მჟავები კიტრისუნას ზეთს დამამშვიდებლის თვისებებს სძენს. გამა-ლინოლეის მჟავას ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და შველის ეგზემას, ფსორიაზსა და სებორეულ დერმატიტის. არ აქვს მნიშვნელობა, საკვები დანამატის სახით მიიღებთ თუ პირდაპირ წაისვამთ კანზე, მისი სასარგებლო თვისებები უცვლელი რჩება. ეს ზეთი ცუდად ინახება, ამიტომ გამოიყენეთ კაფსულების და არა ბოთლის შეფუთვით. გამხმარი კიტრისუნასგან მზადდება ჩაი, რომელიც შეგიძლიათ ბამბის ტამპონით კანის დაზიანებულ ადგილებზე მსუბუქად წაისვამთ კანზე, მისი სასარგებლო თვისებები უცვლელი რჩება. ეს ზეთი ცუდად ინახება, ამიტომ გამოიყენეთ კაფსულების და არა ბოთლის შეფუთვით. გამხმარი კიტრისუნასგან მზადდება ჩაი, რომელიც შეგიძლიათ ბამბის ტამპონით კანის დაზიანებულ ადგილებზე მსუბუქად წაისვამთ.

ებრძვის დაბერების ნიშნებს.
კიტრისუნას ზეთი აამებს, ატენიანებს, კურნავს და ელასტიკურობას სძენს. რეგენერაციული თვისების გამო იგი საუკეთესო არჩევანია მოწიფული კანისთვის, ვინაიდან მას უნარჩუნებს სითხეს და უჯრედებს აძლიერებს.

აძლიერებს ფრჩხილებს.
კიტრისუნას ზეთში არსებული გამა-ლინოლეის მჟავა ამაგრებს ფრჩხილებსა და ნუნებს. ამისათვის ზეთი ფრჩხილებში უნდა შეიზილოთ.

თესლი

კიტრისუნას თესლი ზეთით მდიდარია. ამიტომ ამ მცენარეს ფართოდ აშენებენ.

მცენარე
ეს ზეთი აახალგაზრდავებს  მზისგან დაზიანებულ და სიბერეშერეულ  კანს.
ნორჩ ფოთლებს კიტრის გემო აქვს და კოქტეილებსა და სალათებში გამოიყენება. საკვებად ვარგის ყვავილებს კი გარნირად მიირთმევენ.

თესლის ზეთი

ზეთის დაახლოებით 24 % ანთების საწინააღმდეგო გამა-ლინოლეის მჟავაა, რომლის შემცველობა ბევრად მაღალია, ვიდრე ენოთერსა და შავი მოცხარის თესლის ზეთებში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.