გზა წარმატებისკენ
გადაყარეთ ყველა მორჩენილი ინსექტიციდი, ფუნგიციდი და ჰერბიციდი და სხვაგვარად შეხედეთ მოვლენებს. სარეველა "ჭუჭყიანი" კი არ არის (უბრალოდ ის იქ არ არის, სადაც უნდა იყოს). ასი ტილი ჯერ კიდევ "თავდასხმა არ არის" (საფერთხე არავის ემუქრებ). ყურბელა არ არის "მტერი" (გინდაც ხრავდეს ყვავილის ფოთოლს, ის ათავისუფლებს მცენარეს სხვა მწერებისგან).
მხოლოდ იმ შემთხვევაში გექნებათ ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ნაკვეთი, თუკი მას ამ თვასაზრისით სწორად შეარჩევთ და სათანადო გარემოს შექმნით.
- ცვალეთ ნარგავები:
ერთად იქონიეთ, ხეხილი და ყვავილები, ბოსტნეული და ერთწლოვნები, ხეები და ხვიარა მცენარეები. ამავე დროს დარგეთ ცოცხალი ღობეც. - მცენარეებისთვის იქონიეთ სხვადასხვაგვარი გარემო:
ჩრდილიანი, მზიანი თუ ქვაღორღლიანი ადგილები, ქვების გროვა, ყვავილებით მორთული კედელი, აუზი, ხეების კორომი, განაკაფი ადგილი მწვანე ამონაყარით, მიწაზე გართხმული მცენარეები, აყვავებული მოლი. - ცვალეთ მცენარეები:
ადგილობრივი ხეები და ბუჩქები, ბაღის მიყრუებულ კუთხეში ლამაზად მოყვავილე სარეველები, ერთწლოვნები, თაფლოვანი მცენარეები, ხვიარები თუ მიწაზე გართხმული მარცვლოვნები - ყველა მათგანი შესანიშნავად ეგუება და თანაარსებობს ვარდის ბუჩქთან, სოსანთან, გეორგინასთან, ხეხილსა და ბოსტნეულთან ერთად.