» » » ქრისტესისხლასგან დამზადებულ პრეპარატებს ხშირად სიცოცხლის ელექსირს უწოდებენ

ქრისტესისხლასგან დამზადებულ პრეპარატებს ხშირად სიცოცხლის ელექსირს უწოდებენ

ბალახებით მკურნალობა - ეს მეთოდი ყველაზე გავრცელებულია. მცენარეები ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. მათგან აკეთებენ ნახარშებს, ნაყენებს, მალამოებსა და ბალზამებს. ხალხში ავთვისებიანი სიმსივნეების წინააღმდეგ გამოიყენებოდა სპეციფიკური მცენარეები, რომელთაც შეეძლოთ კიბოს უჯრედების განადგურება, მაგალითად, ხმალა, აბზინდა, ქრისტესისხლა, ვარდკაჭაჭა და სხვა. გარდა ამისა, კიბოს სამკურალოდ იყენებენ მცენარეებს, რომლებიც ხელს უწყობენ ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციას და დაზიანებული ადგილებიდან კიბოს უჯრედების მეტაბოლიზმის პროდუქტების გამოდევნა შეუძლიათ.
ამ საშუალებებთან ერთად, სიმპტომატიკიდან გამომდინარე, გამოიყენება შარდმდენი, ნახველის ამოსაღები და საფაღარათო საშუალებები, აგრეთვე ანთებსაწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედების ბალახები, მაგალითად მრავალძარღვა, გვირილა, პიტნა, ათასფურცლა და სხვა.
ქრისტესისხლას ხშირად უწოდებენ რუსულ ჟენშენს, რომელიც თავისი სამკურნალო თვისებებით უახლოვდენა ამ მცენარეს.

ქრისტესისხლას ნახარში
ინგრედიენტები:
  • 1 ჩ/კ ქრისტესისხლას ბალახი
    გამოყენება: ქრისტესისხლას ბალახს ასხამენ 200 მლ ანადუღარ წყალს და აჩერებენ 30 წუთს, შემდეგ წურავენ.
    მიღების წესი: მიიღება 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამის წინ კუჭის სიმსივნის დროს.

    ქრისტესისხლასა და გვირილას ნახარში

    ინგრედიენტები:
  • 2 ს/კ ქრისტესისხლა
  • 1 ს/კ გვირილას ყვავილი
    მომზადების წესი:
    ქრისტესისხლასა და გვირილას ყვავილს ასხამენ 400 მლ ანადუღარ წყალს და დგამენ 2 საათით. შემდეგ წურავენ და აციებენ.
    გამოყენება: კანის სიმსივნის შემთხვევაში ავადმყოფმა კანის დაზიანებული უბანი უნდა ჩამოიბანოს ამ სითხით დღეში სამჯერ. მკურნალობის კურსია - 21 დღე. შეიძლება გაკეთდეს ერთკვირიანი შესვენება და შემდეგ განმეორდეს იგივე კურსი.

    ქრისტესისხლას ნახარშის კომპრესი
    ინგრედიენტი: 5 ს/კ ქრისტესისხლას ბალახი
    მომზადების წესი:
    ქრისტესისხლას ბალახს დაესხას 800 მლ წყალი და დაიდგას 1-2 საათით. შემდეგ ადუღდეს დაბალ ცეცხლზე მინიმუმ 15 წუთი და გაიწუროს.

    გამოყენება: სუფთა მარლა დასველდეს ნახარშში, მსუბუქად გაიწუროს და დაიდოს დაავადებულ ადგილზე 10-15 წუთი. ზემოდან დაიფაროს თბილი სახვევით. პროცედურა ტარდება დღეში 2-ჯერ. მკურნალობის კურსი - 14 დღე.


    ქრისტესისხლას წვენი
    გამოყენება: ქრისტესისხლას წვენით იმუშავებენ დაზიანებულ ადგილებზე კანს დღეში 2-3-ჯერ, მკურნალობის კურსი 30 დღე.

    მალამო ქრისტესისხლას ბალახისგან
    ინგრედიენტები:
  • 1 ს/კ ქრისტესისხლას ბალახი
  • 1 ს/კ ლანოლინი
  • 1 ს/კ ფუტკრის ცვილი

მომზადების წესი:
ქრისტესისხლას ბალახს აქუცმაცებენ და ურევენ ლანოლინსა და ფუტკრის ცვილში.
გამოყენება: მალამოს ფთხილად, მოუწმენდავად უსმევენ კანის იმ ადგილებზე, რომლებიც დაავადებულია სიმსივნით დღეში 2-3-ჯერ 15 წუთით. მკურნალობის კურსია - 21 დღე.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.