» » » მოულოდნელი შედეგები: 6 წამალი შენი საოჯახო აფთიაქიდან, რომელთა გვერდით მოვლენებზე შესაძლოა არაფერი იცით

მოულოდნელი შედეგები: 6 წამალი შენი საოჯახო აფთიაქიდან, რომელთა გვერდით მოვლენებზე შესაძლოა არაფერი იცით

როგორც კი თავი აგვტკივდება ხელი მაშინთვე ციტრამონისკენ გაგვირბის, გულის პრობლემები გაქვს — არ გვეშინია, სახლში აუცილებლად მოგვეპოვება ვალიდოლი ან კორვალოლი, გავცივდებით — დავლევთ ანტიბიოტიკს და ყველაფერი კარგად იქნება. მოკლედ ამ მხრივ თუ შევხედავთ ცხოვრება ზღაპარს გავს, ყველა ოჯახში მოიძებნება აბების კანრები რომლითაც ნებისმიერ დაავადებას ვუმკურნალებთ, მაგრამ დავფიქრებულვართ ოდესმე რა გვერდითი მოვლენები ან შედეგები შეიძლება მოყვეს ამას?




წამლების გვერდითი მოვლენები





რჩევების რედაქცია დარწმუნებულია, რომ თქვენს საოჯახო აფთიაქშიც მოიძებნება ისეთი წამლები რომელთა გვერდითი ეფექტის შესახებ არაფერი გსმენიათ, მაშინაც კი თუ ყურადღებით გაეცანით ყველანაერ ინსტრუქციას. ჩვენს მოკრძალებულ სიაში მოხვდენ ისეთი პრეპარატებიც რომელთა რეპუტაციაც კრისტალურად სუფთაა და მათგან მზაკვრობას არც კი ველით. მოკლედ სიფრთხილეს თავი არ სტკივა!

ასპირინი

მრავალჯერადმა კვლევებმა დაამტკიცეს: ასპირინის მიღება იმაზე მეტად აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას ვიდრე სარგებელი მოაქვს. მრავალი ადამიანი ამ პრეპარატს იღებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების პროფილაქტიკისთვის და ტკივილი გასაყუჩებლად გულის არეში, მაგრამ აღმოჩნდა რომ ის არა მხოლოდ ვერ გვეხმარება გულის დაავადებების დროს, არამედ მნიშვნელოვან ზიანსაც გვაყენებს.

შინაგანი სისხლდენა, ჰემორაგიული ინსულტი, ჩალურჯებები – ისინი ასპირინს უკავშირდებიან. სხვათაშორის, ასპირინის მიღებამ შესაძლოა დაფაროს გულის შეტევა, რომელიც ლეტალური საფრთხისს მატარებელია, სწორედ ამიტომ ამ პრეპარატის მიღება კატეგორიულად მიუღებელია ხანშიშესაულთათვის.

ციტრამონი

ეს პრეპარატი შესანიშნავად აყუჩებს თავის ტკივილს, ამ სფეროში მას ფაქტიურად ტოლ-სწორი არ ჰყავს. ამას კი თავის მხრივ გარკვეულ დამოკიდებულებამდე მივყავართ — არსებობს ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ციტრამონს წლობის იღებენ.

რათქმაუნდა პრეპარატის ერთჯერადი მიღება ორგანიზმზე არავითარ უარყოფით გავლენას არ ახდენს, მაგრამ მისი სისტემატიური გამოყენება რიგ დამღუპველ შედეგს მოგვიტანს. განსაკუთრებით აზიანებს ღვიძლს, ვინაიდან ციტრამონი და მისი შემადგენლობა ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებზე.


იბუპროფენი

არა მხოლოდ იბუპროფენი, არამედ სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (პარაცეტამოლი, ნიმესულიდი, ფენილბუტაზონი) ხანგრძლივი უსაფუძვლო მიღებისას ხელს უწყობსს ღვიძლის მედიკამენტურ დაზიანებას. გარდა ამისა, იბუპროფენის ხშირი გამოყენება ინფარქტის რისკს 30%-ით ზრდის და გვემუქრება იმპოტენციით.


ვალიდოლი

ვფიქრობ ყველა ბებიას ჯიბეში უგდია ვალიდოლის ფირფიტა. ზოგი მას სვავს ძილის წინ დასამშვიდებლად, ზოგი კი — მუცელში სპაზმის მოსახსნელად, ან მწერის ნაკბენის გამოწვეული ქავილის მოსახსნელად. რასაკვირველია ვალიდოლი აყუჩებს სტრესით გამოწვეულ გულის არეში ტკივილს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პრეპარატი არ მოქმედებს.

ვალიდოლით მოწამვლა პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ არსებობს ერთი ნიუანსი: სერიოზული გულის პრობლემების დროს წამალი სავარაუდოდ ვერ დაგეხმარებათ, აი დრო კი რომელსაც შედეგის მოლოდინში გაატარებთ დაკარგავთ.

ანტიბიოტიკები

ორგანიზმზე ანტიბიოტიკების ნეგატიური გავლენის შესახებ საუბარიც კი არ ღირს — ის უამრავია. ჩვენ ვღებულობთ ანტიბიოტიკს როგორც კი ყელი აგვტკივდება, გვავიწყდება, რომ პრეპარატს აქვს მკაცრად განსაზღვრული დავალება — გაანადგუროს ბაქტერიები და არა ვირუსები.

დაუფიქრებელი გამოყენება და ექიმების მიერ ასევე გაუაზრებლად პრეპარატების დანიშვნა კოლოსალურ პრობლემებს ქმნის — მავნე ბაქტერიებმა ანტიბიოტიკებზე იმუნიტეტის გამომუშავება ისწავლეს, ადამიანის ორგანოებმა კი პირიქით, დაუცველი გახდა მიროორგანიზმებისთვის.

A ვიტამინი

სასიამოვნოა ფიქრობდე, რომ ვიტამინი — სასარგებლოა და მისი მიღება განუსაზღვრელი რაოდენობით კარგია. თუმცა A ვიტამინის შემთხვევაში ყველაფერი ასე მარტივად არ არის: მისი გაუფრთხილებელი მიღება შესაძლოა ძალიან სახიფათო იყოს.

კანის სიმშრალე, ნახეთქები, ფრჩხილების და თმის მტვრევადობა, ძვლების ტკაცუნი, მომატებული დაღლილობა, აღელვებულობა, ძილიანობა — ყოველი მათგანი ორგანიზმში A ვიტამინის სიჭარბის თანამგზავრია. ეს ვიტამინი განსაკუთრებით სახიფათოა ორსულებისთვის — დღიური დოზის 3 000 მკგ გადაჭარბება საგრძნობლად ზრდის ნაყოფის დაზიანების რისკებს.


მრავალი წამალი შეიძლება იყოს ძალიან სახიფათო, თუ მათ დაუფიქრებლად ან ექიმთან კონსულტაციის გარეშე გამოვიყენებთ. ყოველი ადამიანის ორგანიზმი უნიკალურია, ამიტომ წამლების გვერდითი მოვლენები შესაძლოა სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს: ზოგის შემთხვევაში დიდი დოზით, ზოგიერთან კი შეუმჩნევლად, თუმცა ყველაზე ჩვეულებრივი და თითქმის ყოველდღიური წამლების მიღებასაც შეიძლება ახლდეს ცუდი შედეგი.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.