» » » ელენა სეიმოვას მალამო: ჰაიმორიტის, ოტიტის, შეშუპებების, ქალური დაავადებებისა და სახსრების ტკივილის წინააღმდეგ

ელენა სეიმოვას მალამო: ჰაიმორიტის, ოტიტის, შეშუპებების, ქალური დაავადებებისა და სახსრების ტკივილის წინააღმდეგ

ფუტკრის ცვილი, როგორც მეფუტკრეობის სხვა პროდუქტი, გამოირჩევა უნიკალური შემადგენლობით და ძველი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. 2002 წელს ერთ-ერთ რუსულ გაზეთში გამოჩნდა ელენა სეიმოვას სტატია, რომელმაც ბევრ მკითხველს შეუცვალა წარმოდგენა ამ ბუნებრივ საშუალებაზე.



ქალმა გააზიარა მალამოთი მკურნალობის წარმატებული გამოცდილება. იგი არც ისე რთული და საკმაოდ ხელმისაწვდომი საშუალებაა, რომელიც იმდენაც ეფექტურია, რომ ხალხმა მას ღვთიური მალამო შეარქვა.

ამდენი წლის შემდეგაც კი, სეიმოვა არ დავიწყებიათ და დღეს, გაზეთის რედაქციებში ისევ მიდის წერილები წარწერით "სეიმოვას", ქსელებში კი ჩნდება ახალ-ახალი გამოხმაურებები ადამიანებისა, რომლებსაც ეს მალამო დაეხმარა მკურნალობაში.

სეიმოვას მალამო
სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ ნამდვილი ფუტკრის ცვილი, უმჯობესია, ყვითელი. ეკლესიის სანთლები არ გამოგადგებათ! ზეთი გამოიყენეთ ნებისმიერი: ზეითუნის, მზესუმზირის ან სიმინდის.

ინგრედიენტები
  • 1/2 კვერცხის გული
  • 25-30 გ ცვილი
  • 150 მლ მცენარეული ზეთი
მომზადება
  1. მოხარშეთ კვერცხი მაგრად და განაცალკევეთ ცილა და გული.


  2. ჩაასხით ზეთი ემალირებულ თასში და გაათბეთ 35-40 გრადუსამდე.
  3. ჩააგდეთ ცხელ ზეთსი მზა ცვილი.


  4. გააჩერეთ ცეცხლზე მანამ, სანამ ცვილი ბოლომდე დადნება, რის შემდეგაც დაუმატეთ კარგად გაპიურებული კვერცხი.
  5. კვერცხის გული გამოიწვევს ქაფს. ამ მომენტში თასი მოკლე დროით მოაშორეთ ცეცხლს. შემდეგ ისევ დადგით და მუდმივად ურიეთ.


  6. გააჩერეთ მასა მუდმივ ცეცხლზე, სანამ ყველა პროდუქტი არ გაიხსნება და ერთგვაროვანი მასა არ ჩამოყალიბდება.
  7. მალამო მზადაა. გაწურეთ იგი კაპრონის ქსოვილში და გადაასხით შუშის მომცრო ჭურჭელში.

რას კურნავს სეიმოვას მალამო?
  1. ოტიტს
    დაახვიეთ ბამბა და ჩაიდეთ ყურში. საჭიროებისამებრ ცვალეთ ბამბა და ამავდროულად წაისვით მალამო ყურსუკან. ასე განკურნავთ ნებისმიერი ტიპის ოტიტს, არა მწვავეს.


  2. ჰაიმორიტი
    ჩაიწვეთეთ ცხვირში დამდნარი მალამო. საკმარისია, მალამო ორჯერ ჩაიწვეთოთ 1 საათის ინტერვალით, რომ მოიშორებთ ქრონიკულ ჰაიმორიტსაც კი.


  3. ნახეთქები ყელში, მწვავე ანგინა
    შეიზილეთ მალამო ყელში, მიიდეთ კომპრესი კისერზე. თუ ამ ყველაფერს საღამოს დაიწყებთ და ყოველ საათში გაიმეორებთ, დილით ტკივილის შეგრძნებები გაგივლით.
  4. ტროფიკული წყლულები
    ორ საათში ერთხელ მიიდეთ ქაღალდის ხელსახოცი მალამოთი. არ იწვეთ უმოძრაოდ. უნდა დატვირთოთ მტკივანი კიდური ოდნავ მაინც.
  5. მასტოპათია
    მასტოპათიის დროს მალამო გამოიყენება დამატებით საშუალებად, ძირითად მკურნალობასთან ერთად. მიიდეთ მალამოთი გაჟღენთილი ქსოვილი მტკივან ადგილას და დაიხურეთ ქაღალდი. შეცვალეთ კომპრესი ყოველ ორ საათში. გააგრძელეთ პროცედურა, სანამ ანთება არ გაქრება.
  6. საკვერცხის კისტა
    გამოიყენეთ მალამოთი გაჟღენთილი ტამპონები.
  7. ვენების ვარიკოზული გაგანიერება
    შეიზილეთ მალამო დღეში სამჯერ, დაზიანებულ კანზე.


  8. დერმატიტი, ნახეთქები ტუჩზე
    შეიზილეთ მალამო დღეში ორჯერ პრობლემურ ზონებზე.
  9. სახსრების ტკივილი, რევმატიზმი
    წაისვით მალამო და გაიჩერეთ ღამით, ზემოდან დააფარეთ პერგამენტი ან ცელოფანი. შემდეგ შეიხვიეთ შალის ქსოვილით.
  10. ფრჩხილები
    ფრჩხილების გასამაგრებლად შეიზილეთ მალამო მათზე ღამით.
  11. კბილის ტკივილი
    დაიდეთ მალამო თითზე და წაისვით მტკივანი კბილის ღრძილზე.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.