როცა გაიზარდა, შეიძინა Plas Teg, უელსში განლაგებული სასახლე, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად ითვლება იაკობინელების არქიტექტურული სტილისა. მშენებლობა 1610 წელს დაიწყო და მას შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა არც შიგნით, არც გარეთ.
კორნელიმ იგი 1986 წელს შეიძინა 75 000 ფუნტ სტერლინგად, შემდეგ კი უფრო დიდი თანხა ჩადო მის შესაკეთებლად.
სისუფთავის ჯადოსნური ძალა
დროთა განმავლობაში, ქალბატონის ფინანსური რესურსები იწურებოდა, იგი პენსიაზე გავიდა და სახელმწიფოს ხარჯზე დაიწყო ცხოვრება. მისი ცხოვრების მეგზური გახდა კატა და არა პრინცი. მისი სახლი კი, დიდებულმა სასახლემ, არქიტექტურული ძეგლი და უელსის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, ნგრევა დაიწყო.
ფილმი "სისუფთავის ჯადოსნური ძალა", ალბათ კორნელის შთააგონებდა მისი დალაგების სურვილს. თუმცა, როგორც ჩანს, მას არ უნახავს ეს ფილმი. თქვენ კი გირჩევთ.
სახლი მართლა ძალიან დიდია: მას აქვს 10 საძინებელი და თითოეულ მათგანში ანტიკვარული ავეჯი, ხალიჩები, გობელენები, ბარელიეფები, ნახატები, ხელოვნების ნიმუშებია, რომლებიც 400 წელზე მეტისაა. გასაკვირი არაა, რომ კორნელი მათ დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებოდა.
დაახლოებით 30 წლის განმავლობაში სახლი მთლიანად არ დალაგებულა. ეს ხომ საუკუნის მეოთხედზე მეტია. ნორმალურ პირობებში კი გენერალური დასუფთავება წელიწადში ერთხელ ხდება.
თუმცა, ვის უნდა გაეკეთებინა ეს სასახლეში? მასში გაფუჭდა გაზქურა და წყლის გამათბობელი. ქალი ცხელი წყლის გარეშე დარჩა. ძველ სასახლეში ცხოვრებისას, იგი დაუახლოვდა ძველი დროის ქალბატონის ცხოვრებას.
კორნელი ყოველთვის სტუმართმოყვარე იყო და სასახლეში ტურისტებს ყოველთვის იღებდა. თუმცა, დროთა განმავლობაში ისინი სიბინძურემ დააფრთხო. Plas Teg არ იყო ნაგვით გატენილი, მასში არც ერთი თანამედროვე ან არასაჭირო ნივთი არ ყოფილა, თუმცა იგი მტვრით, ობითა და აბლაბუდებით დაიფარა.
მფლობელის დასახმარებლად მოვიდნენ წამყვანები ინგლისური გადაცემისა "სისუფთავით შეპყრობილები" ჰეილი და დენი. ამ ადამიანებს ობსესურ-კომპულსური დარღვევა აქვთ, რომელიც ვლინდება უწესრიგობის აუტანლობასა და სისუფთავის მანიაკალურ სურვილში.
ჰეილი და დენი უნიკალური ადამიანები გახდნენ, რომლებმაც თავიანთი დარღვევა ფულის გამომუშავებისთვის გამოიყენეს. თავიდან დააარსეს კლინინგური კომპანია, შემდეგ კი დაიწყეს სხვისი სახლების ლაგება სატელევიზიო პროგრამის ფარგლებში.
როგორც ჩანს, სწორედ ასეთ ადამიანებს ელოდა Plas Teg-ი - სისუფთავით შეპყრობილებს. ადამიანებმა, რომლებიც თავიანთ ბინაში ფანჯარას წმენდენ ყოველი წვიმის შემდეგ, მტვერსასრუტით ამუშავებენ ფარდებს, პატარა სტატუეტებს იდეალური სიმეტრიით ალაგებენ, ადეზინფიცირებენ კარის სახელურებს, შეძლეს სასახლეში იდეალური სისუფთავის დამყარება.
ძირითადი დასუფთავება არც ისე მარტივი იყო, როგორც ფიქრობდნენ. კორნელიამ წესები დაუწესა თავის დამხმარეებს: გამოეყენებინათ მხოლოდ წყალი და საპონი, არავითარი ქიმიური საშუალებები საწმენდად, არავითარი ქლორი ან დეზინფექტორები.
ეს აკრძალვა სავსებით ჭკვიანური იყო. რელიქვიები მათ ზემოქმედებას ვერ აიტანდა. გარდა ხელოვნების ნიმუშებისა, სახლში იპოვეს საწოლის თეთრეული, რომელიც 100 წელზე მეტია, არ გარეცხილა.
დალაგების პროცესი საკმაოდ მიმზიდველია, თანაც, მოიცავს ისტორიასაც.
კორნელის ესმის, რომ თვითონ ვერ გაუმკლავდება სასახლეს, თუმცა მისი დატოვება მაინც არ სურს. რჩება მხოლოდ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი.