» » » უმკურნალეთ ბრადიკარდიას სახლის პირობებში, ხალხური რეცეპტებით...

უმკურნალეთ ბრადიკარდიას სახლის პირობებში, ხალხური რეცეპტებით...

ბრადიკარდიის მიზეზი ხშირად არის ხოლმე დიდი ხნისწინანდელი, ანდა თანდაყოლილი დარღვევები გულის მუშაობაში. დატვირთვის ერთბაშად მოხსნის დროს სპორტსმენებსაც შეიძლება შეუნელდეთ გულის მუშაობის რიტმი. ამიტომ აქტიური ვარჯიშის შემდეგ დატვირთვა ნელ-ნელა უნდა შემცირდეს. ამასთან ეს ემართებათ არა მხოლოდ ყოფილ სპოერტსმენებს, არამედ მათაც, ვინც აქტიურად საქმიანობდა ფიზიკურად, სიმძიმეებს ეწეოდა.
მიჩნეულია, რომ წუთში 55 დარტყმაზე ნაკლები უკვე ბრადიკარდიაა. თუმცა სპორტსმენებში უფრო დაბალი პულსიც გვხვდება და ეს ნორმად ითლვება.
გულის მუშაობის რიტმის შენელების დროს ორგანოები, უპირველესად კი თავის ტვინი, ნორმალური ფუნქციონირებისთვის საკმარისი რაოდენობის ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებას ვერ იღებს და ამიტომ არაიშვიათად გვხვდება თავბრუსხვევა, მალე დაღლა და გონების დაკარგვაც კი. შეიძლება ამ დროს არტერიული წნევაც არასტაბილური გახდეს. როგორც შედეგი, ადამიანი ვეღარ იტანს ფიზიკურ დატვირთვას, დროთა განმავლობაში კი უვითარდება სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა, რაც კონსერვატიულ მკურნალობას არ ექვემდებარება.

ბრადიკარდიის მკურნალობა
თუ ბრადიკარდია გრძელდება რამდენიმე საათის განმავლობაში, ან პერიოდულად მეორდება, ექიმთან ვიზიტი აღარ გადადოთ.
სამკურნალო პრეპარატებთან ერთად აუცილებელია კვების, ძილისა და დასვენების რეჟიმის გადახედვა. თვალყური უნდა ადევნოთ სისხლში ჰემოგლობინის ნორმალურ დონეს, რადგან ბრადიკარდია და დაბალი წნევა ანემიამაც შეიძლება გამოიწვიოს.
ბრადიკარდიას კარგად შველის სუფთა ჰაერზე სეირნობა; ხოლო სეირნობა ცვალებადი დატვირთვის (ხან ჩქარი, ხან ნელი) ნამდვილად შეუცვლელია ბრადიკარდიისას იმ შემთხვევაში, როდესაც დაავადება ფიზიკური დატვირთვის ერთბაშად მოხსნით არის გამოწვეული.
ხანგრძლივი ემოციური პრობლემები შეუძლებელია არ აისახოს გულის მუშაობაზე და ამგვარ შემთხვევაში დამამშვიდებელ სამკურნალო მცენარეებს უნდა მიმართოთ. ყოველდღე უთხარით საკუთარ თავს: "მიხარია ცხოვრება და ვტკბები იმ ჰარმონიით, რომელსაც უფლის ნახელავში ვხედავ. ვიღებ სიყვარულს ყველაფერ იმისგან, რაც გარშემო მაქვს და გავცემ ასევე სიყვარულს ყველას და ყველაფრის მიმართ. ჩემი გული რიტმულად მუშაობს".

გულის რიტმის შენელების დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს რეცეპტები:
  • 60 გრამი ფიჭვის ტოტების ზედა, ნორჩ ნაწილებს დაასხით 0,3 ლიტრი არაყი, დააყენეთ მზეზე 10 დღე და სვით 15 წვეთი დღეში 3-ჯერ ჭამამდე 20 წუთით ადრე.

  • 4 ლიმონი გაჭერით თითოეული 4 ნაწილად, მოხარშეთ ისე, რომ ფაფასავით მასა მიიღოთ და დაუმატოთ 0,5 კგ დაფერფლილი კაკალი, 250 გრამი შარბახტის (ქუნჯუტი) ზეთი, 200 გრამი შაქრის პუდრი. ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე 20 წუთით ადრე.

ბრადიკარდიის დროს შეიძლება მიმართოთ მასაჟს და იმ სამკურნალო მცენარეებს, რომლებიც ამაღლებს ორგანიზმში საერთო ტონუსს.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.