» » » ამ ზეთის 5 წვეთი ჩაალაგებს ნაოჭებს, მოგაშორებთ პიგმენტურ ლაქებსა და შავ წრეებს თვალქვეშ

ამ ზეთის 5 წვეთი ჩაალაგებს ნაოჭებს, მოგაშორებთ პიგმენტურ ლაქებსა და შავ წრეებს თვალქვეშ

თვით საბას სამეფოს დედოფალსაც კი უყვარდა კანის გათეთრება ზეთებით: ეს მომხიბვლელი ქალბატონი იყენებდა ბუნების ძალებს სილამაზის შესანარჩუნებლად, რის შესახებაც უამრავ ძველ წყაროში ვკითხულობთ.

სამწუხაროდ, ქაცვის ზეთი დღეისათვის ნაკლებად პოპულარული პროდუქტია. იგი მოქმედებით იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია, მეძუძურ დედებს დახეთქილი ძუძუსთავები შეუხორცოს, ასეთი ჭრილობები ხომ ძალიან ნელა და მტკივნეულად ხორცდება. პროდუქტს მდიდარი ქიმიური შემადგენლობა აქვს. კანისთვის შეუცვლელი ვიტამინები А, Е, С, ასევე, მიკროელემენტები, რომლებსაც ანტისეპტიკური თვისებები აქვს, და კაროტინი. ამასთან, ეს ზეთი ძალიან იაფია აფთიაქებში.


ქაცვის ზეთი სახისთვის
სუფთა სახით ქაცვის ზეთის გამოყენება ლოკალურად ნებისმიერი სახის ანთებაზე შეგიძლიათ: ეს საშუალება სწრაფად აღადგენს კანს. თუმცა, მხოლოდ ლოკალურად, რადგან ზეთში უამრავი ნივთიერებაა, რომელსაც შეუძლია კანის ულტრაიისფერი სხივების მიმართ დაცვის შესუსტება და დამცავი ფენის ბალანსის დარღვევა.
იგი უძლიერესი საშუალებაა! ნარინჯისფერ ზეთს, ჩვეულებრივ, იყენებენ ნიღბებში აქტიურ კომპონენტად. თუ ნიღბისთვის დრო არ გაქვთ, უბრალოდ დაუმატეთ 1 წვეთი ზეთი ჩვეულებრივი დღიური კრემის ულუფაში, რომლის წასმასაც აპირებთ. ზეთის მიზერული რაოდენობაც კი კანზე სასწაულებრივად მოქმედებს.

ნიღაბი, რომელზეც ვისაუბრებთ, კვებავს მშრალ კანს და აცოცხლებს გაუწყლოებულ დერმას, გაშორებთ ნაოჭებს. სიგლუვე, ელასტიურობა, სიმკვრივე და მბზინავი ფერი - ესაა გამოყენების შედეგი! სხვათაშორის, ქაცვის ზეთს გამაღიავებელი ეფექტიც აქვს. თუ ჭორფლი ან პიგმენტური ლაქები გაქვთ, დროა, დაემშვიდობოთ.

ინგრედიენტები
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • 3 ს.კ. თბილი რძე
  • 1 ს.კ. ხაჭო
  • 1 ჩ.კ. ქაცვის ზეთი
მომზადება და გამოყენება
  1. დაასხით თაფლს თბილი რძე და კარგად მოურიეთ.
  2. დაუმატეთ ხაჭო და ზეთი, მიიყვანეთ ერთგვაროვან მასამდე.
  3. წაისვით ნიღაბი გაწმენდილ სახის კანზე.
  4. 15 წუთის შემდეგ მოიშორეთ ნიღაბი სველი თითებით, თითქოს პილინგს იხსნიდეთ. დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.


გაძლიერებული ნიღაბი თმებისთვის, ქაცვის ზეთით
ამ ნიღბის შემდეგ თმა მბზინავი და აბრეშუმისებრი ხდება! თუმცა, ყველაზე მთავარი ეფექტი ისაა, რომ თმა უფრო სწრაფად იზრდება. ქაცვის ზეთი თმისცვენის დროს ძალიან ეფექტურია, რადგან იგი კურნავს და კვებავს კანს, აძლიერებს თმის ფოლიკულებს. მთელი საიდუმლო კი ვიტამინურ შემადგენლობაშია.

ინგრედიენტები
  • 2 ს.კ. ქაცვის ზეთი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 კვერცხი
  • 1 ს.კ. არაჟანი
მომზადება და გამოყენება
  1. შეურიეთ ზეთები კვერცხს. დაუმატეთ არაჟანი და კარგად მოურიეთ.
  2. აისვით ნიღაბი თმის მთელ სიგრძეზე - ძირიდან ბოლოებამდე. შეიხვიეთ პირსახოცით და გაიჩერეთ 1 საათით.
  3. დაიბანეთ თავი შამპუნით.
ცხიმოვანი მჟავები, რომლებსაც აღნიშნული ზეთი შეიცავს, განსაკუთრებით სასარგებლოა შეღებილი თმებისთვის, ასევე, მოგაშორებთ მსხვრევად ბოლოებსაც.



ქაცვის ზეთი კუჭისთვის
ქაცვის ზეთი, ასევე, კურნავს კუჭის ლორწოვანასაც, აღადგენს მას, ამიტომაც ნიშნავენ პროდუქტს გასტრიტისა და წყლულის დროს. ზეთი ალბობს ლორწოვანას და ხელს უწყობს მის შეხორცებას. რა თქმა უნდა, უმჯობესია ექიმთან კონსულტაციის გავლა ამ ძლიერმოქმედი საშუალების გამოყენებამდე.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.