ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან ასაცილებლად, კარდიოლოგები გვირჩევენ, უარი ვთქვათ მავნე საკვებზე. თუ მიირთმევთ, ეს ძალიან იშვიათად უნდა ხდებოდეს, ძირითადი რაციონის დარღვევის გარეშე.
მავნე საკვები პროდუქტი
- კარტოფილის ჩიფსები, "სუხარები"
ეს პროდუქტები ჩაანაცვლეთ სრულმარცვლოვანი გახუხული პურით და, თუ დრო გაქვთ - გამომცხვარი კარტოფილით. დაპაკეტებული სასუსნავები მინიმალურ სასარგებლო თვისებებს, მაქსიმალურ მარტივ ნახშირწყლებსა და კონსერვანტებს შეიცავს. ისინი ანადგურებს ორგანიზმს. - სწრაფი კვება
სწრაფი კვება ზრდის ტრიგლიცერიდების რაოდენობას სისხლში, რაც იწვევს სისხლძარღვების ანთებასა და ენდოსხეულაკების დაზიანებას.
ეს საკვები ძალიან ცხიმიანი და არაბალანსირებულია. მისი რეგულარული მოხმარება იწვევს ჭარბ წონას, ცელულიტს, ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევას. რაც უფრო მსუქანია ადამიანი, მით უფრო დიდი დატვირთვა მოდის გულზე. - მარილი
ზოგიერთი საკვები პროდუქტი შეიცავს მარილს თავისთავად. ეს ეხება მზა საკვებსა და პურსაც კი. საკვების დამატებით დამარილებით, ჩვენ ვაჭარბებთ მარილის დღიურ ნორმას. ორგანიზმში ნატრიუმის მაღალი შემცველობა ზრდის სისხლის წნევას. - დამუშავებული ხორცპროდუქტი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ძეხვს უკვე სიგარეტსაც კი ადარებენ მავნებლობის დონით. დამუშავებული ხორცი ზრდის ნაწლავის კიბოს გაჩენის რისკს. იგი შეიცავს კონსერვანტებს, რომლებიც ზრდის პროდუქტის შენახვის ვადას, ამავდროულად კი იწვევს ჰიპერტონიასა და გულის თანმდევ ტკივილებს. - მაღაზიის ტკბილეული
შაქარს თეთრ სიკვდილს ტყუილად კი არ უწოდებენ. მისი შემცველობით ტკბილეული მცირე ოდენობით უნდა მიირთვათ, მხოლოდ და მხოლოდ დესერტზე და არა საკვების ნაცვლად, დიდი ულუფებით. უმჯობესი იქნება, თუ დესერტის ტკბილეულსაც ჩაანაცვლებთ ჩირებით, თაფლით და ახალი ხილით. - ცილის სიჭარბე
ცილა - ეს ორგანიზმის საშენი მასალაა. სპორტსმენები, რომლებიც შეპყრობილი არიან მხოლოდ ცილით კვების იდეით და ვერ ადგენენ სწორ მენიუს, აჭარბებენ ცილების აუცილებელ ოდენობას, რითაც თირკმლებზე ზეწოლას აჩენენ.
მენიუს ცილით გამდიდრების მცდელობით, ისინი მიირთმევენ ხორცს, ავიწყდებათ, რომ იგი მდიდარია ნაჯერი ცხიმებით, რომელთა სიჭარბეც გულის დაავადებებს იწვევს. ამიტომ, თუ ცილებს მოიხმართ, მიირთვით იგი მცენარეული საკვებისგან ან შერეულად. - ენერგეტიკული სასმელები
ენერგეტიკები ზრდის სისხლის წნევას და იწვევს არითმიას. მათ მიეკუთვნება არამხოლოდ "ბუმი" ან "რედბული", არამედ ჩვეულებრივი ყავაც. კოფეინი არამხოლოდ გაფხიზლებთ, არამედ ზრდის კიდევაც წნევას. ყავამანებმა უნდა განავითარონ ზომიერების შეგრძნება. - ქოქოსის ეთიზ
ეს ზეთი მაგრდება ოთახის ტემპერატურაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მის შემადგენლობაში ნაჯერი ცხიმებია. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ქოქოსის ზეთის 82%-ს სწორედ ასეთი ცხიმები წარმოადგენს. ამიტომ, უმჯობესია, შეცვალოთ იგი სხვა მცენარეულით, მაგალითად, ზეითუნის, სელის ან მზესუმზირის ზეთით.