» » » საიდუმლო იმისა, თუ როგორ უნდა შეიყვაროთ გოგრა ერთხელ და სამუდამოდ

საიდუმლო იმისა, თუ როგორ უნდა შეიყვაროთ გოგრა ერთხელ და სამუდამოდ

ხშირად ხდება, რომ პროდუქტს არასწორ ადგილას ან არასწორ კერძში ვსინჯავთ, ამის შემდეგ კი სამუდამოდ ვშლით საკუთარი რაციონიდან. თუ თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვისაც გოგრა არ უყვარს, მიეცით მას ერთი შანსი! სწორად შერჩეული ბრინჯი, კარაქის ნაჭერი და ტკბილი გოგრა - უბრალოდ შეურიეთ ისინი ერთ თეფშში და ეს თქვენს გემოვნურ რეცეპტორებს გააგიჟებს. კრემისებრი, არომატული, ნაზი კერძი.. ალბათ, საატობით ვისაუბრებდი მის გემოზე, თუმცა ჯობს, თავად მოამზადოთ და გასინჯოთ!

რჩევების რედაქცია გთავაზობთ გოგრის რიზოტოს რეცეპტს. ბრინჯი გოგრასთან იდეალურად კომბინირდება: ბრინჯი იწოვს ყველა ინგრედიენტის გემოსა და არომატს, გოგრა კი თავისი კონსისტენციით გაამებთ.
ინგრედიენტები
  • 200 გ გოგრა
  • 200 გ ბრინჯი
  • 1/2 თავი ხახვი
  • 50 გ ზეითუნის ზეთი
  • 4 კბილი ნიორი
  • 50 გ კარაქი
  • 50 გ პარმეზანი
  • 1 ლ მდუღარე წყალი ან ცხელი ბულიონი (ბოსტნეულის ან ქათმის)
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით
მომზადება
  1. გაწმინდეთ გოგრა და დაჭერით მომცრო კუბიკებად, წვრილად დანაყეთ ნიორი და დაჭერით ნახევარი თავი ხახვი.


  2. გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი და შეწვით გოგრის კუბები 7-10 წუთის მანძილზე. გოგრა ოდნავ უნდა შეიბრაწოს.


  3. მიწიეთ გოგრა ერთ მხარეს, დაუმატეთ კიდევ ცოტა ზეითუნის ზეთი და შეწვით იმავე ტაფაზე ნიორი და ხახვი, გამჭვირვალობამდე.


  4. ტაფაში ჩაყარეთ ბრინჯი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. სანამ ბრინჯი იწოვს ნივრისა და ხახვის არომატს, მოამზადეთ ბულიონი ან მდუღარე წყალი.


  5. დაიწყეთ ტაფაში ნელ-ნელა სითხის ჩასხმა, მუდმივად ურიეთ. ჯერ ჩაასხით პირთამდე და დაელოდეთ. როცა სითხე შეიწოვება, კიდევ დაამატეთ და მოიქეცით ასე მანამ, სანამ ბრინჯი თითქმის მზად არ იქნება (თუ ამრცვლები რბილია, გული კი -მაგარი, რიზოტო თითქმის მზადაა), ამას 25-30 წუთი დასჭირდება.


  6. როცა მასა სქელი და ერთგვაროვანი გახდება, გამორთეთ ცეცხლი და დაუმატეთ კარაქი - იგი ტექსტურას კრემისებრს და უფრო ნაზს გახდის.


  7. მზა რიზოტო გოგრით მოათავსეთ თეფშებზე, მოაყარეთ დახეხილი პარმეზანი და მორთეთ როზმარინის ღეროთი.

მიირთვით ცხლად და გემრიელად :)
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.