და თუ ახალგაზრდა ორგანიზმი როგორღაც უმკლავდება ამ უკმარისობას, ასაკში შესვლისას ადამიანებს მთელი რიგი პრობლემები უჩნდებათ. გაეცით პასუხი მარტივ კითხვას: რამდენად ხშირად გაწუხებთ თავის ტკივილები და დაღლილობა? რამდენ წყალს იღებთ, გარდა ყავისა და ჩაისა? თუ ტკივილი თქვენი ჩვეული მდგომარეობაა დილიდან, დროა, დაფიქრდეთ.
მეტი არ ნიშნავს უკეთესს
ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, ცხოვრების ჯანმრთელი წესების შესახებ სტატიებში იხსენებენ წყლის მნიშვნელობას ადამიანის ორგანიზმისთვის. ასევე, ამბობენ, რომ წყალი დედამიწაზე ყველაზე სასარგებლო პროდუქტია და რაც მეტს დავლევთ დღის განმავლობაში, მით უფრო ჯანმრთელი ვიქნებით. თითოეულ ყლუპთან ერთად ჯანმრთელდება უჯრედები, ახალგაზრდავდება, ივსება სასარგებლო ელემენტებით. თუმცა, ექსპერტები ამ მოსაზრებას უარყოფენ.
-"არსებობს მოსაზრება, რომელსაც მხარს უჭერენ ჟურნალ-გაზეთები, რომ ჩვენი მოთხოვნილება წყლის მიმართ მხოლოდ და მხოლოდ წყლით უნდა დაკმაყოფილდეს - ყვება დიეტოლოგი გალ გოლდბერგი - ჩემი კოლეგები და მე არასდროს ვიტყოდით, რომ ადამიანებმა მხოლოდ წყალი უნდა დალიონ. ეს ინდივიდუალური საქმეა ყველასთვის."
მოხმარებული წყლის მოცულობა, შესაძლოა, ვარირებდეს ადამიანის კვების, საცხოვრებლისა და საქმიანობის მიხედვით. თუ თქვენ ახლა პოპულარულ ნორმას 1.5-2 ლ დღეში მისდევთ, მიირთვით წყალი სწორ დროს, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ.
როდის უნდა დალიოთ წყალი
- 08:00 - ორი ჭიქა თბილი წყალი ლიმონით, უზმოზე. დამტკიცებულია, რომ ეს დღის საუკეთესო დასაწყისია. წყალი უზმოზე - ჰიდრატაციის საჭირო დონის შენარჩუნების, ორგანიზმის გამოფხიზლების, მისი საკვების მისაღებად მომზადების საშუალებაა. ამასთან, უნდა ისაუზმოთ წყლის მიღებიდან არანაკლებ 30 წუთის შემდეგ.
- 11:00 - ოთახის ტემპერატურის 1 ჭ წყალი. ამ დროს წყლის მიღება ნიშნავს მადის შემცირებას და სადილზე ჩვეულებრივზე ორჯერ ნაკლების ჭამას. მათთვის, ვინც სადილს ძირითად ტრაპეზად თვლის, ეს ნამდვილი უღმერთობაა. თუმცა, თუ არამხოლოდ ჯანმრთელობის გაუმჯობესება, არამედ გახდომაც გსურთ, აქციეთ ეს თქვენს ჩვევად.
- 13:00 - თბილი წყლით სავსე ჭიქა სადილამდე 30 წუთით ადრე და 1 ჭიქა - სადილის დროს. არსებობს მითი, რომ ჭამის დროს სითხის მიღება მავნეა. თუმცა, თუ ტკბილ ან გაზიან სასმელს სვამთ, თანაც დიდი ოდენობით, ეს ნამდვილად გავნებთ, ერთი ჭიქა წყალი კი საჭმლის მონელებას გააუმჯობესებს.
- 16:00 - ოთახის ტემპერატურის 0.5 ლ წყალი. ჩვენ სხვადასხვანაირად ვავსებთ ინტერვალს სადილსა და ვახშამს შორის: ხილით, შოკოლადის ბატონებით, ჩიფსებით. საჭიროა წყალი!
20:00 - თბილი წყლით სავსე ჭიქა. ეს გადამწყვეტი ეტაპია. შეგიძლიათ წყალს ლიმონის ნაჭერიც და ცოტაოდენი თხევადი თაფლიც კი დაუმატოთ, რაც არამხოლოდ გემოს, არამედ სარგებელსაც გააძლიერებს.