» » » რამდენიმე შეგრძნება, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ორგანზმს სასწრაფოდ უნდა მივაწოდოთ წყალი.

რამდენიმე შეგრძნება, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ორგანზმს სასწრაფოდ უნდა მივაწოდოთ წყალი.

წყალი თქვენი სხეულის 70 პროცენტს შეადგენს. ორგანიზმში წყლის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად აუცილებელია მისი მარაგის რეგულარული შევსება. ბლომად ხილ-ბოსტენულის ჭამით თქვენ გამოხდილი წყლის დიდ რაოდენობას აწვდით ორგანიზმს.
თბილი აბაზანა მატონიზირებული და შვების მომგვრელი საშუალებაა. წყალი ძველთაგანვე უამრავ სნეულებათა სამკურნალოდ გამოიყენება. მედიცინის მამა ჰიპოკრატე, ჩვ. წელთაღრიცხვამდე ჯერ კიდევ 400 წლით ადრე იყენებდა წყლით მკურნალობის სისტემას. მისი ძირითადი მეთოდი ეფუძნებოდა ცხელი და ცივი წყლის ცვალებადობას, ტანის მომდევნო დაზელვით, რაც სისხლის მიმოქცევას აძლერებდა. ამ მეთოდით დღესაც სარგებლობენ.

ადამიანი სანახევროდ წყლისგან შედგება. ჩვენი ძვლებიც კი 1/3 წყალია. ორგანიზმის მიერ წყლის მეათედის დაკარგვაც უკვე სახიფათოა, ორი მეათედისა კი შეიძლება მომაკვდინებელი აღმოჩნდეს. წყლის უკმარისობა ქიმიურ და ფიზიკურ პროცესთა ნორმალურ დინებას აფერხებს. ნორმალური ცხოველქმედების შენარჩუნებისთვის ორგანიზმს აუცილებლად ესაჭიროება წყლის გარკვეული მუდმივი ბალანსი.

საჭმლის ათვისება უწყლოდ შეუძლებელია. მისი შემწეობით ხდება ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ცილების, სახამებლის, ცხიმების საკვებად გარდაქმნა. წყალი აუცილებელია აგრეთვე კუჭის მუშაობის სტიმულაციისათვის; ნაწლავებში იგი ხელს უწყობს ფეკალური მასების წარმოქმნას და ორგანიზმიდან მათ დროულად გამოყოფას.
თირკმლები და შარდის ბუშტი, კანი და ფილტვები უწყლოდ შხამებისგან ვერ თავისუფლდება. ალვეოლები თუ არ დასველდა, ისე არ ფუნქციონირებს. ცხვირის, ყელის, ტრაქეისა და ბრონქების ლორწოვანა ნიადაგ სველი უნდა იყოს, ვინაიდან ყოველი მათგანი ნიადაგ სველი უნდა იყოს, ვინაიდან ყოველი მათგანი ჰაერთან კონტაქტშია; ადამიანი სუნთქვისას ყოველდღიურად 0,5 ლ წყალს კარგავს. როცა ჰაერი მშრალია, ეს ციფრი შეიძლება გაიზარდოს. თირკმლებს ბლომად წყალი სჭირდება. მისი აუცილებელი რაოდენობა პირდაპირაა დამოკიდებული მიღებულ სითხეზე. თირკმლებში გავლილი ყოველი ლიტრი წყალი ორგანიზმიდან გაიტანს 90 გრ ნამუსრევს, ეს ნორმალურ ფუნქციონირებადაა მიჩნეული. შარდის დონე 0,25 ლ-ზე დაბლა არ უნდა დაეცეს. თირკმელები განუწყვეტლივ მუშაობს და გამუდმებით თხოულობს წყალს.

ცნობილია, რომ სისხლი წყალზე დაახლოებით 10%-ით უფრო სქელია. სისხლის პლაზმის 80 % წყალია, რაც მას მთელ სხეულში თავისუფალი მიმოქცევის საშუალებას აძლევს. წყალი მოქმედებს, როგორც ფრიად ეფექტური გამაგრილებელი.
წყალი მპოხავი საშუალებაა. ორგანიზმი თავისებურად იპოხება იგი სხვადასხვა ორგანოს ერთმანეთზე ხახუნს უშლის ხელს, ეხმარება ძვლებს სახსრებში თავისუფლად მოძრაობაში. გაპოხვის გარეშე ვერც მუხლს მოხრით და ვერც იდაყვს.

თქვენმა ორგანიზზმა საჭირო წყალი თავადვე უნდა მოიპოვოს. პირველი გზა ცნობილია. ეს გახლავთ წყლის შემცველი პროდუქტების - ხილის, წვენების, წვნიანების, სასმელების და ა.შ. მიღება. რეგულარული ჭამა-სმა წყლის მიღების მეორე წყაროა. კვერცხის 70% წყალია, ატმისა - 80. ყველაფერი, რაც ჩვენ მშრალი და მყარი გვგონია, 25 % წყალს შეიცავს. ადამიანი დღეში საშუალოდ იღებს 2,5ლ წყალს, ხოლო ორგანიზმში ცირკულირებს 5 ლ.
როცა ორგანიზმში წყლის ნაკლებობაა, იგი პროტესტს აცხადებს: ჯერ ერთი, მცირდება ჯირკვლების სეკრეცია, ნერწყვის რაოდენობა, სხვადასხვა გარსი შრება, ვგრძნობთ წყურვილს. ეს შეგრძნება გვანიშნებს, რომ ორგანზმს სასწრაფოდ უნდა მივაწოდოთ წყალი. თუკი წყლის დაკარგვა მატულობს, სხვა სიმპტომებიც ჩნდება: თავის ტკივილი, ნერვული მოვლენები, დაფანტულობა, კუჭ-ნაწლავის მოშლა და სხვა. წყლის დალევისთანავე ეს სიმპტომები ქრება.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.